საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ედინბურგში გაემგზავრა, სადაც შოტლანდიის ნაკრებთან ტესტ შეხვედრას გამართავს.
შეხვედრა ლეგენდარულ „ამრიფილდზე“ 6 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს „პირველ არხზეა“ დაგეგმილი.
შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ კი „ბორჯღალოსნები“ იაპონიაში ჩავლენ, სადაც მსოფლიო თასისთვის მზადებას გააგრძელებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასისთვის 31-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მჯერა, რომ არც ისე სუსტები ვართ, როგორც თბილისის შეხვედრაში გამოჩნდა. შოტლანდიაში სხვა თამაში იქნება, ჩვენ გვჯერა.