ბორჯღალოსნები

14:15 | 3.09.2019 | ნანახია 4327 - ჯერ

გიორგი ჩხაიძე მილტონ ჰეიგის წინააღმდეგ: "რა გჭირთ ამ ფედერაციაში, გადაჭრილმა კაცმა შეგაშინათ?!"

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მორაგბემ გიორგი ჩხაიძემ სოციალურ ქსელში ხმაურიანი განცხადება გაავრცელა. 37 წლის მორაგბე მსოფლიო თასისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობას გამოეხმაურა და მილტონ ჰეიგი გააკრიტიკა.

როგორც ჩხაიძემ დაწერა, ჰეიგს მსოფლიო თასზე მერაბ კვირიკაშვილი აუცილებლად უნდა წაეყვანა, რადგან ეს საქართველოს ისტორია იქნებოდა.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მე5 ზე უნდა წასულიყო. ცოტა ხო არ გააფრინეთ თქვე ოჯახ აშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაც აქ ნათამაშები 5 მსოფლიო თასი და ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს მაინც . მე როგორც ვიცი 3 კვირაზე მეატია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს რომელსაც სულით ქართველს უძახით იმდენი შეგნება თუ არ აქ, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში რა შეგაშინათ ესე ამ გადაჭრილმა კაცმა. მაგას პროფესიონალიზმი აღარ ქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება მაგრამ არაუშავს. ეს ესე უნდა ყოფილიყო ისედაც დიდი ხანია ვითმენ. არ ხარ შენ კაი კაცი მილტონ", - დაწერა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა გუშინ დაასახელა და საქართველოს ნაკრების ღირსებას იაპონიაში 31 მორაგბე დაიცავს.

აქვე ვთქვათ, რომ თავად გიორგი ჩხაიძეს საქართველოს ნაკრების რიგებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული და "ბორჯღალოსნებს" 78 ქულა მოუტანა.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:50 | 04.09.2019
NIKA..01 (335)

სხვათაშორის,დემე თაფლაძე მომწონდა ახალგაზრდულიდან და ნეტა როგორ მიდის მისი განვითარება?უანახაზელებში ძალიან გვიჭირს,შოტლანდიამ უპირატესად სწორედ ბექების ხარჯზე მოგვიგო.ძალიან კარგად გამოჩნდა აღნიშნულ მატჩში,თუ რამხელა სხვაობაა ჩვენსა და მათ ბექებს შორის კლასში.თითქმის იგივე ითქმის მეორე-მესამე ხაზზე ცალკეული გამონათებების გარდა.

13:47 | 04.09.2019
NIKA..01 (335)

არ ეკადრება ჩხაიძეს მსგავსი პოსტის დაწერა,არაა ღირსეული საქციელი და ვწუხვარ ამის გამო.მეკოს პატივისცემის და მისდამი მადლიერების მიუხედავად ფაქტია,რომ არაა სანაკრებო კონდიციებში და მწვრთნელი,მსოფლიოზე გასამგზავრებლად ნაკრების შემადგენლობას იმის მიხედვით ვერ დააკომპლექტებს,თუ ვინ რა პირად "რეკორდზე" მიდის,ეს კი უნდა ესმოდეს ჩხაიზის დონის სპორტსმენს.რაც შეეხება ნაკრების შემადგენლობას,მეც მწყდება გული ჟვანიაზე და ჩემი არჩევანი,რომ იყოს ჩავსვავდი სანაკრებო სიაში,მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია,რომ უფლებამოსილება და პასუხისმგებლობაც ნაკრების დაკომპლექტებასა და შედეგებზე აქცს მწვრთნელს ,შესაბამისად მისი პრეროგატივაა ვის გამოიძახებს და ვის არა,თუ ასე არ იქნება შემდეგ ვერც უარყოფით შედეგის დადგომის შემთხვევაში მოვთხოვთ პასუხს.ზოგს ერთი სტილის მორაგბე მოწონს და ზოგს სხვა...ჟვანიას აქვს პლიუსები შეტევაში და ღია თამაშში,თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ დონით აღემატება მის პოზიციაზე ნაკრებში გამოძახებულ რომელიმე მორაგბეს.უბრალოდ მე მომწონს მისი სათამაშო სტილი,თუმცა იმავე შერკინებაში და დაცვით ფუნქციებში შესაძლოა სხვა მორაგბე ჯობდეს.ცუცქირიძეზე მწყდება ძალიან გული,ისედაც განვიცდით სწრაფი მორაგბეების დეფიციტს და მისი გამოკლება დიდი დანაკარგია ნაკრებისთვის.

00:03 | 04.09.2019
sanzona (19)

შენნაირ დაბოღმილ ორმეტრიან ყლ-ს, ბევრი დაბალი "გადაჭრილი" კაცი ჯობია! ზოგიერთი პროფესორის თავში ჩამახედა - მეკო, ჟვანია, ასეიშვილი ყველას ჯობიან თავიანთ პოზიციებზე, მაგრამ მელიტონა ხომ რაგბის გაგებაში არ არის და ამას ვერ ამჩნევს. ან ამჩნევს მაგრამ ბოროტი კაცია და უნდა რომ ძლიერი რაგბისტები დატოვოს ნაკრებს მიღმა და საქართველომ რაც შეიძლება ბევრი მატჩი წააგოს. ესაა თქვენი ლოგიკა?

17:43 | 03.09.2019
ilarioni (138)

მე უფრო ასიეშვილის არ წაყვანა არ მესმის, რომელიც ჩემ თვალში საერთოდაც პირველი ერთი ნომერია, მირჩევნია ნარიაშვილსაც, გოგიჩაშვილსაც და საერთოდ ყველაზე ძლიერ ერთ ნომად მიმაჩნია ქართული რაგბის ისტორიაში

17:51 | 03.09.2019
dinamo222 (692)

პირველხაზელი ალბათ მინიმუმ 10 კაცი ყვყავს უმაღლესი კლასის და ფაქტიურად თანაბარი ძალისა და ასე თუ ისე ვიღაცა მაინც უნდა დარჩენილიყო ნეტავი უკანა ხაზში და ფლანგებზეც გვყავდეს ასეთი კლასის მოთამაშეები მაგდენი თუ არა მაგის ნახევარი მაინც

17:42 | 03.09.2019
dinamo222 (692)

უნდა წაეყვანათ მეკოც და ჟვანიაც მეკომ ამხელა ამბავი გადაიტანა სხვა მის ადგილზე ხელებს ჩამოუშვენდა და სმას დაიწყებდა და ალბათ უარესსაც მაგრამ ამ კაცმა საკუთარ თავს აჯობა და დაბრუნდა და იმიტომაც დაბრუნდა მსოფლიოზე წასულიყო და წყალში ჩაუყარეს ამხელა მონდომება და შრომა @ ჟვანიაზე კი რა ვთქვა ზალიან კარგ ფორმაშია და არ ვიცი რა მოხდა მაგის და ფედარაციას შორის(ჰეიგის საქმე არა მგონია იყოს აქ)ალბათ ზურა თვითონ იტყვის ყველაფერს მსოფლიოს თასის დამთავრების მერე და ერთი რამე მინდა ვთქვა ზურას მაგარი კაცობაა რომ ჯერ არაფერს არ ამბობს იმიტომ რომ სკანდალი და არეულობა ნაღდად ძალიან ცუდი იქნება მსოფლიოს დაწყებამდე 1 თვით ადრე !

17:40 | 03.09.2019
ilarioni (138)

ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, თუმცა ეს უფლება იქ უნდა შეიზღუდოს, როდესაც პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავდივართ. ვფიქრობ არ იყო ეს ბინგოს მხრიდან კორექტული. მეც მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება მსგავსი სტატისტიკების მიხედვით იხელმძღვანელოს და საერთოდ ესეთი რამ არაპროფესიონალიზმი იქნებოდა, როგორ უნდა აუხსნა მაშინ იმ მოთამაშეს, რომელსაც სანაცვლოდ დატოვებ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა უკეთესი იყოს ეს გადაწყვეტილება? იცი რა შენ უფრო კარგ ფორმაში ხარ მაგრამ სტატისტიკას რა ვუყოთო?

17:09 | 03.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

ჟვანიას მე უკანა ხაზში ვათამაშებდი მაგის დატოვება როგორ შეიძლებოდა

16:38 | 03.09.2019
ოვალური კორბენი (276)

ეხლა რომ წაეყვანა ჰეიგს კვირიკაშვილი, თქვენ ამის "ბუინი" 4 წლის შემდეგ უნდა გენახათ - რატომ არ მიგყავთ მეკო ? მერე რა რომ თამაშს თავი დაანება, სამაგიეროდ ერთადერთი მორაგბე იქნება ვისაც 6 მსოფლიო თასზე უთამაშიაო
ნეტა ბევრი ინტერესდება ლიმას და ბერგამასკოს მიღწევით ? დარწმუნებული ვარ - არა !!! სამაგიეროდ ბინგოს ხომ ახსოვს ?!
ამ ზედაპირული ვითომ რეკორდების დევნას თამაშის ხარისხის და სტილის გამოსწორებაზე ვიფიქროთ ჯობია, თორემ ბოლო წლებია ღირსეულადაც ვეღარ ვაგებთ იმათთან, ვისაც რაგბის რაღაც გაეგება (ღმერთმა კეთილად გვიმყოფოს რუსეთ-რუმინეთი )
ნეტა ჟვანიას არწაყვანაზე თუ იყო მწვავე საუბრები ? კაცმა წინა მსოფლიოს დაწყებამდე მიიღო ტრავმა და გამოტოვა, ეხლა კი საერთოდ დააიგნორეს - არადა მართლა სხვანაირი სტილისა და აზროვნების პირველხაზელია, გამოგვადგებოდა...

17:56 | 03.09.2019
ICEMAN (162)

არადა თან მსოფლიოს დასაცინი გავხდებოდით ტრამვირებული პენსიონრები მიყავთ ოღონდ რეკორდზე გავიდნენო, პროდა ზიზუს წაყვანა მართლა უპატიებელი შეცდომაა ზიზუ დაჟე ნარიაშვილს მირჩევნია რადგან ასე თუ ისე ნარიაშვილის შემცვლელებიც გვყავს მაგრამ ზიზუსნაირად შეტევაში ვერც ერთი მორკინალივერ თამაშობს, მორკინალი კი არა დღევანდელ მეკოს მეკოს პოზიციაზეც აჯობებს ჟვანია

17:45 | 03.09.2019
dinamo222 (692)

მაგას მარტო შენისთანა პიტალო თუ მოიფიქრებს რომ მეკო ამის შემდეგ მსოფლიოზეც მოინდომებს გამოსვლას და იმის შემდეგზეც @

16:27 | 03.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

რაგბის ნაკრები არის იგივე საფეხბურთო ნაკრები. უფანტაზიო და სუსტი ძლიერ ნაკრებებთან

16:25 | 03.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

ჩვ3ნი ნაკრები ალბათ მსოფლიოდან ისევ წამოვა ერთი მოგებით. ოღონდ ეს მოგება იქნება ისეთ თამაშსი აღებული, მაყყღებელი რომ ინატრებს როდის დამთავრდებაო

16:24 | 03.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

შოტლანდია კარგი გუნდია, მაგრამ ზელანდია არაა რომ ასე ბავშვებივით გოეგოთ

16:23 | 03.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

ბუნგო რას წერს არ მაინტერესებს, მაგრამ ჩვენ ნაკრები არ გვყავს

16:19 | 03.09.2019
zangura (109)

ეს ბინგობონგო მემგონი თვითონ რო არ მოხვდა საერთოდ ნაკრებში მაგაზე უფრო დაბოღმილიაა. ურირცხვილო პოსტი იყო.

15:50 | 03.09.2019
ICEMAN (162)

ეჰ ბინგო ბინგო მართლა რა გჭირს ჯერ ერთი გადაჭრილი კაცი რა მიმართვაა კაცობა რომ სიმაღლით არ იზომება არ იცი? ან მეკო ხომ რას ამბობ გყავს 2 მეტრიანი. პრობლემა ისაა რომ შენ თვითონ 2 მეტრი ხარ მაგრამ გეტყობა რომ ან მაგარი ბუხოი იყავი როცა ამას წერდი ან უბრალოდ პატარა კაცი ხარ. ერთადერთი ვინც ნაკრებს მართლა გააძლიერებდა ჟვანია იყო და არ უნდა დაეტოვებინა მილტონს თორემ დანარჩენი უდავოდ საუკეთესოები მიყავს, ნუ კარლენ ასეიშვილიც მაგარია მაგრამ მის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენცია იყო, აი მეკოს კი პირიქით იმაზე მეტი შანსი მისცა ვიდრე ეკუთვნოდა რადგან ბოლო წლებია აშკარად ნაკრების სუსტი წერტილია და მემგონი შენ და მეკომ მილტონს მადლობა უნდა უთხრათ რადგან მისი დამსახურებაა 100 მატჩი რომ ითამაშეთ ნაკრებში თორემ რეალურად ყველამ იცის რომ ბოლოს ნაკრების დონეს ვეღარ ქაჩავდი და იმიტომ გათამაშებდა რომ ცენტურიონი გამხდარიყავი.

15:54 | 03.09.2019
ICEMAN (162)

არადა ძალიან მიყვარს ყველა ბორჯღალოსანი იმისთვის რაც ქვეყანას გაუკეთეს მათ შორის ბინგო და მეკო, უბრალოდ ასაკი თავისას შვება, როცა წასვლის დრო მოდის შენ თვითონ უნდა მიხვდე, დამიჯერე მილტონს მეკოს პოზიციაზე მაგრად უჭირს და მეკოს რომ მართლა შეეძლოს ისევ მაღალ დონეზე თამაში მილტონზე ბედნიერი არავინ იქნებოდა

0.097361