ეროვნული ნაკრები

23:23 | 30.08.2019 | ნანახია 3279 - ჯერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი: "გორგოძეს ვესაუბრე და მან თანხმობა განაცხადა"
"გულშემატკივრების თხოვნა იყო, რომ მამუკას 2019 წლის მსოფლიო თასზე ეთამაშა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით, მამუკა გორგოძე რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ თემაზე პირადად ესაუბრა ლეგენდარულ მორაგბეს, რომელმაც თანხმობა განაცხადა, საბოლოო დეტალები კი მის კლუბთან ზუსტდება.

"მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. მამუკას ვესაუბრე 2 დღის წინ და მან თანხმობა განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე. ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად. მამუკა ქართული რაგბის ლეგენდა და უდიდესი ძალაა.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს #რაგბიჩვენითამაშია", - წერს ბახტაძე "ფეისბუქზე".


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:46 | 31.08.2019
miriani (151)

სულ მჯეროდა მამუკას დაბრუნება

01:40 | 31.08.2019
GENESIS (49)

და ხელოვნურ ბარიერში, ზაალამ რა ან ვინ იგულისხმა - ჩვენები? ჰეიგი? კავშირი? ახლა მაგასაც თუ ბორმატივი მოთხოვა ვინმემ, მაშინ რბილად რომ ვთქვათ, სხვა პლანეტაზე არიან.. და თუ კლუბზეა ლაპარაკი, ფრანგებმაც, ზოგადად, რაგბის გულისთვის, და არა საქართველოსთვის, ხელი უნდა შეუწყონ მამუკას - მსოფლიო თასის ხიბლს ვარსკვლავები და სახელები ქმნიან და დარწმუნებული ვარ, გორგოძილას იქ ხილვა, მარტო ქართველებს კი არა, რაგბის უცხოელ ფანებს და მსოფლიო მედიასაც გაუხარდება.. ჩვენს უშუალო მეტოქეებს არ ვგულისხმობ ოღონდ

00:21 | 31.08.2019
dominici99 (94)

Exla mtlad tavis tavze nu miiwers, mishas da perevis ar iyos! Mixvda kaci, ro qveyanas chirdeboda da chamodis! Ar aris gorgoze is kaci, rom vinmes "daekera". Erti ramis meshinia. Zaal gigineishvilma brzana, arsebobs variantio, radgan mamuka gafartoebulshic ar iyo, xelovnuri varieri sheqmnano da sheuqmnes, ai mand unda gamoiyenis yvela berketi baxtazem, tu ki gaachnia! Ise, metfildis ambavi rogor iyo, xom ar gaxsovt?

00:06 | 31.08.2019
dinamo222 (692)

მაგარიააა ძალიან დიდი ძალა დაგვემატება სათამაშოც დაფსიქოლოგიურიც ! ბახტაძის მონაწილოებაზე კი 1982 წლის მუნდიალის წინანდელი ამბავი გამახსენდა --იტალიის პრეზიდენტმა პერტინიმ პირადად სთხოვა მწვრთნელ ბეარზოტს რომ პაოლო როსი წაეყვანა მუნდიალზე ბეარზოტს არ უნდოდა ეს მაგრამ პრეზიდენტს უარი ვერ უთხრა და წაიყვანა როსი და რა მოახდინა იქ როსიმ ყველამ ვიცით და მე იმედი მაქვს მამუკაც ასეთ ფურორს მოახდენს იაპონიაში !

23:34 | 30.08.2019
federer (17) (469)

ჯერ კაცმა არ იცის ეს გადაწყვეტილება საბოლოოა თუ არა, მაგრამ იმედია მამუკა დაბრუნდება და თუ დაბრუნდება დიდი მადლობა მას. ძალიან დიდი მოტივაცია იქნება ნაკრებისთვის მამუკას დაბრუნება.

00:10 | 31.08.2019
dinamo222 (692)

გადაწყვეტილია პირადად მამუკას ძალიან ახლობლებისგან ვიცი უკვე ემზადება ჩამოსასვლელად

23:29 | 30.08.2019
ოვალური კორბენი (276)

მალადეც "ბიძინიჩ" ერთი კაი საქმე მაინც მოაკვარახჭინე, სანამ მოგაძრობდნენ.

0.075464