საერთაშორისო

21:48 | 29.08.2019 | ნანახია 3679 - ჯერ

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ისტორიული ტესტისთვის

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი, თიბისი რაგბის სერიების მეორე მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა. 27 აგვისტოს ‘საუზერნ კინგსთან’ მოგებული შეხვედრის შემდეგ, შოტლანდიას „დინამო არენაზე“ 10 ცვლილებით დავუხვდებით.

პირველად ელიტიდან

თიბისი რაგბის სერიების მეორე მატჩში, 31 აგვისტოს, 20 საათზე შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს ვუმასპინძლებთ, რომელიც პირველი თიერ1-ის გუნდია, რომელიც საქართველოში გვეწვია.

შოტლანდიასთან აქამდე ორჯერ გვითამაშია - პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც მეტოქეს ლელო არ გავატანინეთ და შეხვედრა 6:15 დავთმეთ, ხოლო მეორედ 2016 წლის ნოემბერში, ტესტ-მატჩის გასამართად ვეწვიეთ და ორი ლელოს გატანის მიუხედავად, მეტოქემ 43:16 იმარჯვა. იმ შეხვედრაში მეტოქემ უპირატესობა პირველ ტაიმ ში მოიპოვა, შესვენების შემდეგ კი მხოლოდ ერთი ლელო გაიტანა და სქოთებმა ნამატჩევს პირობა დადეს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასამდე საქართველოს ეწვეოდნენ. მათ პირობა შეასრულეს და საქართველოში ჩამოვიდნენ, თანაც უძლიერესი შემადგენლობით და ისევე როგორც ჩვენ, ოტლანდიელებიც მსოფლიო თასის წინ საბოლოო რეპეტიციას ბორჯღალოსნებთან გაივლიან.

საგულისხმოა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე სქოთებმა უკვე გამართეს ორი თამაში და ფრაგებთან ჯერ სტუმრად 3:32 დამარცხდნენ, მერე კი შინ უმასპინძლეს და 3:14 ჩამორჩენის მიუხედავად, 17:14 იმარჯვეს.

ერთი კვირის წინ, ფრანგებთან მოგებული მატჩის შემდეგ, შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორი თაუნსენდმა საქართველოსთან მატჩზეც ისაუბრა:

„წინ კიდევ ერთი რთული გამოცდა გველოდება - შეხვედრა საქართველოს ნაკრებთან. ტრავმირებული მოთამაშეების რაოდენობის მიუხედავად, თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩავალთ. ეს იქნება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ექვს ერში მოხვედრა უნდა, საკუთარ მოედანზე, 50-ათასი მაყურებლის წინაშე, მაქსიმუმის გაკეთებას ეცდება“.

ბორჯღალოსნებს შოტლანდიის „ა“ ნაკრებთან ორჯერ უთამაშიათ და თუ პირველ შემთხვევაში, 2008 წელს გლაზგოში შეხვედრა პირწმინდად დათმეს (3:69), 2010 წლის ბუქარესტის ერთა თასზე მეტოქეს 22:21 სძლიეს.

ოთხი ცვლილება ხაზში

‘საუზერნ კინგსთან’ დასკვნით 12 წუთში მოგებული თამაშის შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო 15-ში 10 ცვლილება განახორციელა.

სრულად შეიცვალა ღერძი და 9-10 ნომრებზე თამაშს ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე დაიწყებენ. მარქაფაში გადაინაცვლა ლაშა ხმალაძემ, ხოლო 9 ნომრის პოზიციაზე თამაშში კვლავ გელა აფრასიძე ჩაერთვება.

ცენტრში ტრავმირებული მერაბ შარიქაძის ნაცვლად თამაშს დავით კაჭარავა იწყებს, რომელიც ‘კინგსთან’ შეცვლაზე შევიდა. ის ზურაბ ძნელაძეს შეუწყვილდება და ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს. კაჭარავასთვის შოტლანდიასთან მატჩი 115-ეა კარიერაში, რითაც ნაკრების კვართით ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით, ლიდერ მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება.

ფულბეკად 4 დღის წინანდელის მსგავსად თამაშს იოსებ მათიაშვილი იწყებს. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა მირიან მოდებაძემ, ხოლო მეორე ფრთაზე მარქაფიდან ალექსანდრე თოდუა დაწინაურდა, რომელმაც გიორგი აფციაური შეცვალა.

ხაზში ჩვენი გუნდის თამაშს მარქაფადან თამაზ მჭედლიძე გააძლიერებს.

განახლებული შერკინება

‘კინგსთან’ გამართული მატჩის შემდეგ, თითქმის სრულადაა განახლებული ბორჯღალოსნების შერკინება.

პირველ ხაზში სამი ახალი მოთამაშე იწყებს - მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. ისინი ორი დღის წინ განაცხადშიც არ იყვნენ. სამაგიეროდ, მარქაფაში ზუსტად ის პირველი ხაზია, რომელმაც სამხრეთ აფრიკელებთან ჩვენი თამაში გააძლიერა - გიორგი ჭყოიძე, კარლენ ასიეშვილი და ლევან ჩილაჩავა.

შეიცვალა მეორე ხაზიც და ამჯერად თამაშს კოტე მიქაუტაძისა და შალვა სუთიაშვილის წყვილი იწყებს, ხოლო გიორგი ნემსაძემ და ლაშა ლომიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს.

ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. გიორგი ცუცქირიძის ტრავმის შემდეგ, ფლანკერად გადაინაცვლა ოთარ გიორგაძემ, ხოლო შერკინების შემკვრელად ბექა გორგაძეს ვიხილავთ. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ

შოტლანდიასთან საქართველოს ნაკრებს გამოცდილი პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი პირველად უკაპიტნებს, რომელიც ბორჯღალოსანთა 31-ე კაპიტანი იქნება. 29 წლის ბურჯისთვის ეს 55-ე სანაკრებო შეხვედრაა.

საქართველოს ბორჯღალოსნები

შოტლანდია | შაბ 31/08 2019 @ 20.00 | თბილისი, დინამო არენა

No

სახელი და გვარი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

მსოფლიოზე

’ჯერ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

სოსო მათიაშვილი

1993

17

6ლ 21გ 20ჯ [132 ქ]

0

:

:

14

მირიან მოდებაძე

1997

8

5ლ

0

:

:

13

ზურაბ ძნელაძე

1992

7

0

:

:

12

დავით კაჭარავა

1985

114

22ლ [4 ©] 3სბ

3

10

11

სანდრო თოდუა

1987

78

11ლ 2სბ

2

6

:

10

თედო აბჟანდაძე

1999

7

შ 7გ 6ჯ [39 ქ]

0

:

:

9

ვასილ ლობჟანიძე

1996

43

8ლ

1

4

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი ©

1990

54

2ლ სბ

1

4

:

2

შალვა მამუკაშვილი

1990

66

6ლ სბ

1

4

:

3

ბექა გიგაშვილი

1992

7

:

0

:

:

4

შალვა სუთიაშვილი

1984

75

2ლ [15 ©] 3სბ

2

5

:

5

კოტე მიქაუტაძე

1991

57

2ლ 3სბ

1

4

:

6

ოთარ გიორგაძე

1996

20

4ლ

0

:

:

7

ბექა საღინაძე

1998

3

:

0

:

:

8

ბექა გორგაძე

1996

17

6ლ + შ 2სბ

0

:

:

თადარიგი [რეზერვი]

23

თამაზ მჭედლიძე

1993

51

7ლ სბ

1

4

:

22

ლაშა ხმალაძე

1988

74

9ლ 4გ [53 ქ]

2

3

21

გელა აფრასიძე

1998

15

2ლ 7გ [24 ქ]

0

:

:

16

გიორგი ჭყოიძე

1991

6

:

0

:

:

17

კახა ასიეშვილი

1987

34

5ლ

1

4

:

18

ლევან ჩილაჩავა

1991

48

8ლ სბ

1

3

:

19

გიორგი ნემსაძე

1984

90

14ლ [11 ©] 6სბ

2

4

:

20

ლაშა ლომიძე

1992

44

6ლ + 2შ სბ

1

2

:

rugby.ge


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:44 | 30.08.2019
beeq.777 (63)

stripslashes((strlen('https://croco.ge/show/9915/titqmis-gadawyvetilia---mamuka-gorgoZe-msoflio-chempionatze-itamashebs?fbclid=IwAR0hnithf5dq1DV7IqM-R4YRBvng-0MA6cre-Nzgd6agjJrHGHqI4HGAyww')>0?'https://croco.ge/show/9915/titqmis-gadawyvetilia---mamuka-gorgoZe-msoflio-chempionatze-itamashebs?fbclid=IwAR0hnithf5dq1DV7IqM-R4YRBvng-0MA6cre-Nzgd6agjJrHGHqI4HGAyww':'https://croco.ge/show/9915/titqmis-gadawyvetilia---mamuka-gorgoZe-msoflio-chempionatze-itamashebs?fbclid=IwAR0hnithf5dq1DV7IqM-R4YRBvng-0MA6cre-Nzgd6agjJrHGHqI4HGAyww')) ვინმემ რამე ხომ არ იცით სიმართლეა თუ ცრუინფორმაციაა?

09:27 | 30.08.2019
ilarioni (138)

აი კაცი პოლონეთიდან ჩამოვიდა ისეთ დროს, რომ საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივროს და ჩემი ტრაწაკუა დეიდაშვილი ბათუმიდან ვერ ჩამოდის ორი დღით ადრე, რატომ იცით იმიტომ, რომ არ არის ნამდვილი გულშემატკივარი, დაინგრა ქვეყანა თუ ორი დღის რუჯი დაკარგა, ნეტავ ეს სამი დღე ბათუმში ისეთღი წვიმა იყოს, რომ ცხვირი ვერ გაყოს გარეთ

00:58 | 30.08.2019
ტაკმადა (10)

stripslashes((strlen('www.rugger.info/news/27377')>0?'www.rugger.info/news/27377':'www.rugger.info/news/27377'))
ხმა მიეცით ქართველ მორაგბეს

00:56 | 30.08.2019
ტაკმადა (10)

rugger.info/news/27377 ხმა მიეცით ქართველ მორაგბეს მიხეილ რატიაშვილს

23:37 | 29.08.2019
თორღვა პანკელი (387)

კაი დაისვენოს შარიქაძემაც და თხილაიშვილმაც, ბუკამ განსაკუთრებით, არც მე მიმაჩნია გარისკვა მიზანშეწონილად, მსოფლიო ჩემპიონატია სათამაშო, მაგრამ ვინც ითამაშებს, სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა იბრძოლოს, არაფერზე არ უნდა დაიხიონ უკან. არავის არ უნდა მოერიდოს რომ ტრავმას მიიღებს, ამ თამაშს მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკლები მნიშვნელობა არააქვს, დიდი ანგარიშით წაგებაზე ფიქრიც კი არ მინდა, პირიქით სანამ მსაჯი არ ჩასტვენს, მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა იფიქროს ყველამ ამ თამაშში, განსაკუთრებით გულშემატკივარმა! რაგბი ჩვენი თამაშია!

12:14 | 30.08.2019
პანტელეიმონი (1218)

+1

23:16 | 29.08.2019
ოვალური კორბენი (276)

და თხილაიშვილი ? ნუთუ რეზერვს მაინც არ იმსახურებდა ამ ისტორიულ მატჩში ?

22:21 | 29.08.2019
miriani (151)

წარმატებები ჩვენს ლომებს!!!
აბა თქვენ იცით ბიჭებო სპეციალურად ჩამოვედი ადრე პოლონეთიდან რო ამ თამაშს დავსწრებოდი და ხვალ სტადიონზე უნდა ვიგუგუნო

0.08511