ეროვნული ნაკრები

21:55 | 28.08.2019 | ნანახია 2908 - ჯერ

გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო თასზე ვერ ითამაშებს
სიახლეები ტრავმირებული მორაგბეების შესახებ

27 აგვისტოს ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკულ "საუზერნ კინგს" უმასპინძლეს და მიხეილ მესხის სტადიონზე მეტოქეს 24:20 სძლიეს.

მატჩის დებიუტშივე ტრავმა მიიღო ბორჯღალოსნების მესამეხაზელმა, გიორგი ცუცქირიძემ - მან წვივის მცირე ძვლის მოტეხილობა მიიღო, რის გამოც იგი სამწუხაროდ გამოეთიშა გუნდს და ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასზე ვერ დაეხმარება. გიორგის უკვე ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია და მას წინ რეაბილიტაციის პერიოდი აქვს.

მატჩის პირველივე ტაიმში ასევე დაშავდა ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე. სამედიცინო შტაბი იმედიანად არის. მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სკანირება და ამ ეტაპზე ცნობილია, რომ იგი თბილისში შოტლანდიასთან გასამართ მატჩს გამოტოვებს. შარიქაძე რჩება შეკრებაზე და სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის შესაბამის პროცედურებს, რათა მსოფლიო თასისთვის საუკეთესო ფორმაში იყოს.

www.rugby.ge


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:47 | 29.08.2019
ilarioni (138)

თვითონ ნამდვილად მეცოდება, მაგრამ პლანეტის დასასრული ნამდვილად არ არის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის კაპიტანი და იმედია ის მაინც ჩადგება მწყობრში ჩემპიონატამდე. მშვენივრად ითამაშა თხილაიშვილმა და საღინაძეც არ იყო ნაკლები, გარდა ამისა გვყავს გორგაძე, გიორგაძე და თუ დაგვჭირდა ბიწაძეს დაუძახებს, გვყავს აგრეთვე ლომიძე. ერთ კაცზე, რომ იდგეს ჩვენი ნაკრები დავღუპულვართ და ეგ არის. პიროვნულად ბუნებრივია ძალიან მეცოდება, იმიტომ, რომ ძალიან კარგი შანსი ჰქონდა მსოფლიოზე წასვლის, მეორე მსოფლიოზე ღმერთმა იცის რა მოხდება, კონკურენცია იზრდება და ა.შ. ნამდვილად ვუთანგრძნობ და წარმატებებს ვუსურვებ, მართლაც პერსპექტიული მორაგბეა.

12:06 | 30.08.2019
პანტელეიმონი (1218)

+1

15:43 | 29.08.2019
beeq.777 (63)

ვიღაცამ დაწერა და აღნიშნა რომ ერთ ცუცქირიძეს გავცვლიდი კინგსთან წაგებაშიო და ვეთანხმები სრულიად. თვითონაც მინდა გავამხნევო, წარარმომიდგენია როგორ განიცდის და ჩვენც არვიცი მის დანაკლისს მესამე ხაზში როგორ შევავსებთ. უფროსწორედ კი ვიცი მაგრამ სადაა....

12:07 | 30.08.2019
პანტელეიმონი (1218)

+1

15:00 | 29.08.2019
პანტელეიმონი (1218)

მამუკა ქართულ რაგბს ჭირდები ! ! !

საქართველოს ჭირდები ! ! !

გელოდებით ! ! !

03:48 | 29.08.2019
dominici99 (94)

ოღონდ ეს არ დამტვრეულიყო რა! დაგვენძრა მესამე ხაზშიდა თვითონ რა ცოდოა, მსოფლიოს რო მაზავს((( ბუკაც თუ ვერ წავიდა მსოფლიოზე, მაშინ საერთოდ არ ვიცი რაღა ვთქვა... გორგოძე ინამუსებდეს კაი იქნებოდა, მარა...

01:49 | 29.08.2019
dinamo222 (692)

მოკლედ ყველაზე ტრავმიანი ერი ვართ მსოფლიოში რაა @ ფეხბურთში რეგბში კალათბურთში და სხვაგან უკვე მივეჩვიეთ რომ 5-6 ტრავმირებული ყოველთვის გვყავს @

0.086201