საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მსოფლიო თასისწინა მატჩებზე ბილეთების რეალიზაცია აქტიურ ფაზაში გადადის.
“ბორჯღალოსნები” 27 აგვისტოს, 19:15 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთაფრიკულ “საუზერნ კინგსს” გაეჯიბრებიან, 31 აგვისტოს, 20:00 საათზე კი შოტლანდიის ნაკრებთან თამაშია დაგეგმილი.
მომავალი მატჩების ბილეთები უკვე იყიდება “დინამო არენას” სალაროებში, რომელიც ყოველდღე 11-დან 19 საათამდეა ღია.
ამას გარდა, ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისში, ფილარმონიის სალაროში (11:00-19:00, სამშაბათის გარდა) და ბათუმში, ბულვარში, კორტებთან (11:00-19:00, კვირის გარდა).
შეგახსენებთ, რომ შესაძლებელია ბილეთების ონლაინ-ყიდვაც შემდეგ ვებგვერდზე – https://www.tkt.ge/Show/6777/tibisi-ragbis-seriebi-2019
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია