ქართველი მორაგბე ანტონ ფეიქრიშვილი კარიერას ფრანგულ ტოპ-14-ში, კერძოდ კი, “აჟენში” გააგრძელებს. 31 წლის ბურჯი მსოფლიო თასის ჯოკრის სტატუსით შეუერთდა გუნდს, სადაც უკვე უთამაშია 2006-10 წლებში.
შეგახსენებთ, რომ ფეიქრიშვილს საქართველოში ქუთაისის “აიას” ღირსება დაუცავს, საფრანგეთში “კასტრში”, “ბრივში”, “ბაიონაში” და “სტად მონტუაშიც” უასპარეზია, ამას გარდა, უელსური “კარდიფისა” და ირლანდიური “ოლსტერის” მაისურითაც გარჯილა.
ანტონს “ბორჯღალოსანთა” რიგებში 2008 წლიდან 27 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 30 ქულაა.
“აჟენი” ახალ სეზონში პირველ მატჩს 24 აგვისტოს “ტულონის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სასიხარულოა ფეიქრიშვილის მაღალ დონეზე დაბრუნება.
ჩემთვისაც უცნაურია, რატომ ვერ მოხვდა ის გაფართოვებულ სიაში მაინც. ძლიერიცაა და სწრაფიც. ფაიქრიშვილი - კარკაძე - ჟვანიას შემასგენლობით პირველი ხაზი ჩემთვის სინტერესო სანახავი იქნება.
ანტონას დატოვება იქნებოდა? არ ვიცი, არ ვიცი. შეიძლება ვცდები.