იტალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მოახლოებული მსოფლიო თასის წინ კარგი ვარჯიში ჩაატარა. “აძური” სან ბენედეტო დელ ტრონტოს “სტადიო რივიერა დელე პალმეში” რუსეთს დაუხვდა და დაჩაჩანაკებული მეტოქე 85:15 გაანადგურა.
შეგახსენებთ, რომ “დათვებიც” მსოფლიო თასის მონაწილეები არიან გახსნით მატჩში მასპინძელ იაპონიასთან შერკინება ელით, ასეთი თამაშით კი, რას უნდა ელოდნენ, იოლი საპროგნოზოა.
იტალიელებმა ჯამში 13 ლელო მიითვალეს, რომელთაგან 10 ალანმა (6) და კანამ (4) გარდასახეს. ჰეთ-თრიკი მინოციმ შეასრულა, ბელინიმა და პადოვანიმ კი წყვილ-წყვილი ლელო დადეს.
ცხადია, თამაშის დეტალურ აღწერას აზრი არ აქვს. მასპინძლებს ყველა კომპონენტში უპირატესობა ჰქონდათჱდა ალბათ, ძალიან რომ მოენდომებინათ, ას ქულამდეც ავიდოდნენ.
იტალიელებს მსოფლიო თასამდე გაცილებით სერიოზული 2 მატჩი ელით: 30 აგვისტოს, პარიზში – საფრანგეთთანა და 6 სექტემბერს, ნიუკასლში – ინგლისთან.
აი, რუსები კი, რომელთაც თბილისში დაგეგმილი ტესტ-მატჩი აბსურდული მიზეზებით ჩაშალეს, ხასიათის გამოკეთებაზე 27 აგვისტოს იზრუნებენ, როდესაც მოსკოვში ინგლისურ “ჯერსი რედსს” დაუხვდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამ თამაშით გამოჩნდა, რომ იტალია ჩვენზე სწრაფ და შედეგიან რაგბის თამაშობს. ჩვენი ნაკრები ამხელა უპირატესობით ვერ ამარცხებს რუსეთს. თუმცა აქვე ობიექტური გარემოებაც გასათვალისწინებელია, იტალიელები ძირითადად მათზე გაცილებით გუნდებს ეთამაშებიან და აგებენ, როდესაც მათზე ბევრად სუსტს ხვდებიან "მშივრები" არიან და არ ინდობენ. ჩვენ კი რუსეთთან და მის დარ გუნდებთან თამაში ყელში ამოგვივიდა და განწყობის მოპოვება ძნელია.
Amas qvia orali damcavis gareshe))) neta yvela tamashi egre waagon msoplioze.Vitom apolitikuri rusi gulshematkivrebi chven ro 11 qulit wavaget, ar ari jer saqartvelo mag donezeo. Amitom aranairi dandoba amat erta tasze da kide im ganaglebul espanets. 40- 60 qulit unda varchot sul.
რუმინეთზე და ესპანეთზე დაბლა მდგომს რა ესაქმება მსოფლიოზე? იტალია რომ ამ ანგარიშით მოუგებს, ირლანდია და შოტლანდია რას უზამს, თავი თუ არ შეინახეს. არც სამოა დააყრის კარგ დღეს.
ესპანეთი და რუმინეთ დღეს უკეთესები არიან ვიდრე რუსეთი. ჩემის აზრით ესპანეთი ამ ორივეს მომავალში კიდევ მაგრად გაასწრებს.
ბოლოს ვინ წააგო პირველი 20 გუნდიდან ასეთი ანგარიშით არმახსენდება. ჩვენც დაახლოებით ასე იოლად უნდა ვუგებდეთ რუსებს და არუნდაახლდეს არანაერი სპორტული ინტრიგა და დაძაბულობა ამათთან თამაშს. ამათ რაუნდათ მსოფლიო თასზე ეს შემთხვევით და ძალით შეპარულები.
რუსეთის ღორი ოკუპანტი დედა მ@@@@ნ!
მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაცილებით გამეხარდებოდა იგივე შედეგი პირიქით რომ დამჯდარიყო.
როგორც რუსეთი მეზიზღება პოლიტიკურად ანალოგიურად მეზიზღება იტალია და იაპონია სპორტული თვალსაზრისით.
იაპონიამ თავი ტუ არ დაზოგა სავ დრეს აყრის ამ მართლა დაჩაჩანაკებულებს