ეროვნული ნაკრები

0:35 | 17.08.2019 | ნანახია 3182 - ჯერ

მილთონ ჰეიგი: “გვინდა, იაპონიაში ყველა გავაოცოთ”
“საქართველოს ნაკრებს იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე ჩემი მისვლის დროს იყო”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა RugbyPass-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მოახლოებულ მსოფლიო თასსა და “ბორჯღალოსნებისთვის” აქტუალურ სხვა საკითხებზე ისაუბრა.

ტოპ-ნაკრებებთან ტესტ-მატჩებზე
“ჯერ კიდევ გასული მსოფლიო თასის შემდეგ, პირველი დონის ქვეყნებთან თამაშების სიმცირე ძალიან გვაწუხებს, ამდენად, მზად ვარ, ამ თემაზე ნებისმიერს ვესაუბრო.
თუკი საქართველოს ნაკრებისთვის ესოდენ საჭირო მატჩების მოძიება არ ხერხდება, ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა უმაღლესი დონის ტურნირებზე ითამაშონ.
გვყავს ბიჭები, რომლებიც ტოპ-14-ში ირჯებიან, თუმცა, ეს საკმარისი არაა. საჭიროა, რომ მათი რაოდენობა მუდმივად იზრდებოდეს, რათა ქართველი მორაგბეები ოსტატობას კვირიდან კვირამდე იმაღლებდნენ და არა წლის განმავლობაში ჩატარებულ რამდენიმე შეხვედრაში.
სანამ გარღვევას არ მოვახდენთჱდა პირველი ეშელონის ქვეყნებს არ მივუახლოვდებით, გლობალური წინსვლა ნაკლებად მოსალოდნელია. ახლა, ასეთი სიტუაცია გვაქვს”.

ქართულ ფრანჩიზაზე პრო-14-ში
“პრო-14 ჩვენთვის იდეალური ვარიანტია. ტურნირი ჩრდილოეთჱნახევარსფეროში ტარდება და დროის მხრივ სხვაობა მინიმალურია. ამ შეჯიბრზე ნამდვილად შეგვიძლია, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ. პირველი ნაბიჯი პრო-14-ში ქართული ფრანჩიზას დაშვება უნდა იყოს.
ამის შემდეგ, შეჯიბრის ფარგლებში ურთიერთობები უნდა დავამყაროთჱუელსელებთან, შოტლანდიელებთან, ირლანდიელებთანა და იტალიელებთან. აღნიშნული ექვსი ერის გზაზე არსებული ბარიერების დანგრევაში ძალიან დაგვეხმარებოდა. ეს, ნათელი და საჭირო ნაბიჯია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას”.

კომერციაზე რაგბში
“მესმის, რომ კომერციას რაგბში დიდი ადგილი უკავია. თუკი საკმარისი ფული არ გაქვს, ვერ გააკეთებ იმას, რაც გსურს. როდესაც მე ვიზრდებოდი, ერთადერთი, რაც რაგბს სხვა სპორტებისგან განასხვავებდა, ფასეულობები იყო. მინდორზე დიდი ბრძოლა გვქონდა, მის მიღმა კი, ვმეგობრობდით, ლუდს ვსვამდით და სხვადასხვა საკითხებს განვიხილავდით. ახლა, ამ მხრივ ბევრი რამ შეცვლილია. რაგბი უფრო ბიზნეს-მოდელს ემსგავსება.
ცხადია, კომერციალიზაციის პროცესი გასაგებია, თუმცა, ის ლოიალობა, რომელიც რაგბის ქომაგს ძალიან უყვარს, არ უნდა დაიკარგოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყავი ადრე, შეგიძლია ბუცები ჩაიცვა და სათამაშოდ გახვიდე. თუკი მინდორზე ხარიხის შეტანას ახერხებ, არავინ უყურებს, რომელი ქვეყნიდან ხარ”.

სამსოფლიოთასო გეგმები
“გვინდა, იაპონიაში ყველა გავაოცოთ. როდესაც სარაგბო ვებ-გვერდებს ვათვალიერებთ, თითქმის ყველაზე წერენ, მაგრამ ჩვენ არ გვახსენებენ, არადა, გასულ მსოფლიო თასზე წინსვლა გვქონდა და ჯგუფში მე-3 ადგილი დავიკავეთ. წლეულს, გვსურს არა მარტო უკეთეს პოზიციაზე გავიდეთ, არამედ, ჩვენი ავტორიტეტიც ავწიოთ.
თუკი ამას მოვახერხებთ, ჩვენთვის ხელსაყრელ საუბრებს უფრო ხშირად გავიგებთ. სულ უფრო მეტი ადამიანი იტყვის: “ქართველები მართლაც მაგრად თამაშობენ, იქნებ მათთან არსებულ სტატუს-ქვოს გადავხედოთ”. იმედი მაქვს, რომ უკვე 2020 წლიდან პირველი დონის ნაკრებებთან გაცილებით მეტ ტესტს მივიღებთ”.

ქართველ მორაგბეთა X-ფაქტორი
“როდესაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდი, ვთქვი – ეს კარგი გუნდია, რომელსაც ძლიერი ფორვარდები ჰყავს, თუმცა, ერთფეროვნებაც შეინიშნება. ყოველთვის ვიცოდით, რომ წინსვლისთვის არსებული ვითარების შეცვლა გვმართებდა.
მახსოვს, გასული მსოფლიო თასის მერე საკუთარ თავს ვუთხარი – თუკი შემდეგი ტურნირისთვის თადარიგში X-ფაქტორის სტატუსის მქონე მორაგბეები არ მეყოლება, ალბათ, თავის მოკვლა მომიწევს. ბედნიერი ვარ, რადგანაც ახლა ამის გაკეთებას არ ვაპირებ.
ნაკრებში ძალიან მაგარი ტალანტები გვყავს, რომელთა განვითარებაზეც ბოლო ოთხ წელში ბევრი ვიმუშავეთ”.

თედო აბჟანდაძეზე
“მისი დებიუტი გასული წლის ნოემბერში შედგა და მას მერე ყველა ტესტში ითამაშა – 20 წლის ბიჭისთვის ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არაა. ამ პერიოდში თედოს უკვე 10 მატჩი მოუგროვდა. აბჟანდაძე თამაშში ძალიან კარგად ერკვევა, მას გრძნობს, ტაქტიკურად განსწავლულია და როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში სარგებლიანია.
თედოს კარგი მომავალი აქვს. შესაძლოა, ის საუკეთესოც კია მათგან, ვისაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვავარჯიშებდი და მათ შორის ზელანდიელ მორაგბეებსაც ვთვლი”.

წვლილზე საქართველოს ნაკრებში
“2019 წლის მსოფლიო თასზე შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს იმაზე უკეთეს მდგომარეობაში დავტოვებ, ვიდრე ჩემი მისვლის დროს იყო. ეს ნაკრები 2012 წლის გუნდის ფორმაციისგან ძალიან განსხვავდება და მიხარია, რომ ამაში ჩემი წვლილიცაა.
ვფიქრობ, მსოფლიო თასი ძალიან დიდი შესაძლებლობაა. ეს, ქართველებთან ერთად ჩემი ბოლო ტურნირი იქნება და ცხადია, რომ პირადად მეც უდიდესი მოტივაცია მექნება. ყოველდღიურად ვეუბნები საკუთარ თავს: ყველაფერი გააკეთე, რათა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა”.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:36 | 17.08.2019
krasni (587)

იტალია-რუსეთი თამაშობს. დაიჭირა იტალიამ ცხვარი და ბრდღვნის.

20:48 | 17.08.2019
krasni (587)

მელიტონი კარგი მწვრთნელია, კარგი კაცია, მაგრამ ხანდახან უყვარს ხმამაღალი განცხადების გაკეთება. ვნახოდ, იქნება მართლაც აგვიხდეს.

14:39 | 17.08.2019
dinamo222 (692)

რაოო ? ანუ წინა ჩემპიონატის მესამე ადგილის გაუმჯობესება და მეორე ადგილი და ჯგუფიდან გასვლა ანუ ფიჯის და ურუგვაის გარდა უელსთან ან ავსტრალიასთან მოგებაც ?? რა ვიციიი ღმერთმა ხელი მოგვიმართოს მაგრამ ძალიან მეეჭვება ის კი არა იმ შედეგის შენარჩუბებაც მაგრა გაგვიჭირდება ჯერ ერთი წინა ჩემპიონატში უფრო ძლიერი გუნდი გვყავდა და მეორეც წელს უფრო ძლიერ ქვეჯგუფში ვართ ფიჯი და ურუგვაი ტონგაზე და ნამიბიაზე ძლიერები არიან !

0.077539