ეროვნული ნაკრები

14:44 | 16.08.2019 | ნანახია 1511 - ჯერ

ფიჯელებმა შემადგენლობა დაასახელეს

ფიჯის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც 2019 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, მომავალი ტურნირისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
რაზმში მხოლოდ 4 მორაგბეა კუნძულიდან, დანარჩენები კი ფრანგულსა და ბრიტანულ გუნდებს წარმოადგენენ. ამასთან, შემადგენლობაში არაა ფრანგული “მონპელიეს” 31 წლის ფლანგელი ნემანი ნადოლო, რომელმაც იანვარში საერთაშორისო კარიერა დაასრულა.
სპეციალური ღონისძიება ფიჯის დედაქალაქ სუვაში მდებარე “გრანდ პასიფიქ ჰოტელში” შედგა და მას მთავარ მწვრთნელ ჯონ მაკკისთან ერთად, ნაკრების კაპიტანი დომინიკო ვაკანიბუროტუც ესწრებოდა.
“მსოფლიო თასამდე 35 დღე რჩება, ამდენად, მზადების დასკვნით ეტაპზე გადასასვლელად სწორედაც რომ შესაფერისი დროა. აუცილებელია, რომ ჩვენს მიერ შერჩეული ყველა მორაგბე ტურნირს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. არ ვმალავთ, რომ ჩვენი მიზანი D ჯგუფიდან პლეი-ოფის საგზურის მოპოვებაა”.
“მფრინავმა ფიჯელებმა” სასტარტო საკონტროლო მატჩები “მაორი ოლ ბლექსთან” გამართეს, რომელსაც მშობლიურ სუვაში 27:10 სძლიეს, შემდეგ კი, სტუმრად როტორუაში 17:26 წააგეს.
დღეიდან, მომავალი 10 დღის განმავლობაში, ფიჯელები მორიგ შეკრებაზე შევლენ, რაც 31 აგვისტოს, ზელანდიურ ოქლენდში ტონგელებთან მატჩით დაგვირგვინებდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე ფიჯელები სასტარტო შეხვედრას 21 სექტემბერს, საპოროში, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ, საქართველოსთან ჯახი კი, 3 ოქტომბერს, ჰიგაშიოსაკაშია დაგეგმილი.

ფიჯის ნაკრები მსოფლიო თასისთვის
ბურჯები: კამპისე მა’აფუ (“ლესტერი”, ინგლისი), ერონი მავი (“ფიჯიან ლატუი”), პენი რავაი (“ბორდო”, საფრანგეთი), ლი-როი ატალიფო (“ჯერსი რედსი”), მანასა საულო (“ლონდონ აირიში”, ინგლისი), კალივატი ტავაკე (“ბიარიცი”, საფრანგეთი).
კვაჭები: მესულამე დოლოკოტო (“ფიჯიან ლაუტი”), სემუელ მატავესი (“ტულუზა”, საფრანგეთი), რატუ ვერე ვუგაკოტო (“ფიჯიან დრუა”).
მეორე ხაზი: ტევიტა კავუბატი (“ნიუკასლი”, ინგლისი), ლეონე ნაკარავა (“რასინგი”, საფრანგეთი), ალი რატუნიიარავა (“ნორსჰემპტონი”, ინგლისი), ტევიტა რატუვა (“ბორდო”, საფრანგეთი).
მესამე ხაზი: სემი კუნატანი (“ჰარლექუინსი”, ინგლისი), ვიდიამე მატა (“ედინბურგი”, შოტლანდია), მოსესე ვოკა (“ფიჯიან დრუა”), დომინიკო ვაკანიბუროტუ (კაპ. “ბრივი”, საფრანგეთი), პესელი იატო (“კლერმონი”, საფრანგეთი).
სქრამჰავები: ფრენკ ლომანი (“ფიჯიან დრუა”), ნიკოლა მატავალუ (“გლაზგო”, შოტლანდია), ჰენრი სენილოლი (“დონკასტერი”, ინგლისი).
მგეზავები: ბენ ვოლავოლა (“რასინგი”, საფრანგეთი), ალივერეტი ვეიტოკანი (“ლონდონ აირიში”, ინგლისი).
გარემარბები: ვერენიკი გონევა (“ნიუკასლი”, ინგლისი), ფილიპო ნაკოსი (“კასტრი”, საფრანგეთი), ჟოსუა ტუისოვა (“ტულონი”, საფრანგეთი).
შუამარბები: ლევანი ბოთია (“კლერმონი”, საფრანგეთი), იალე ვატუბუა (“პო”, საფრანგეთი), ვაისეა ნაიასალევუ (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), სემი რადრადრა (“ბორდო”, საფრანგეთი), ჯოშუა მატავესი (“ნიუკასლი”, ინგლისი).
ფულბექები: კინი მურიმურივალუ (“ლა როშელი”, საფრანგეთი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084817