“ბორჯღალოსნებმა” 2019 წლის მსოფლიო თასისწინა შეკრების კიდევ ერთი ეტაპი დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები თურქეთში იმყოფებოდნენ, ახლა კი, თბილისში დაბრუნდნენ და 10 დღიანი შესვენების შემდეგ, მზადებას “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასამდე, “ბორჯღალოსნები” სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ: 27 აგვისტოს (19:15), მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სამხრეთაფრიკულ “ქინგზთან”, 31 აგვისტოს (20:00), “დინამო არენასა” და 6 სექტემბერს კი, ედინბურგის “მარიფილდზე”, შოტლანდიასთან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია