საერთაშორისო

19:16 | 25.07.2019 | ნანახია 3368 - ჯერ

ბორჯღალოსნები | მსოფლიო თასისთვის მზადების მეორე ეტაპი

ბორჯღალოსნები 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის მზადებას განაგრძობენ და 18-დღიან შეკრებაზე თურქეთში, ანთალიაში გაემგზავრნენ.

პირველი შეკრების შემდეგ, რომელიც დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებმა და რამდენიმე ლეგიონერმა გაიარა, გაფართოებულ შემადგენლობას ოთხი მოთამაშე გამოაკლდა - ლაშა ტაბიძე, საბა შუბითიძე, ბექა ბიწაძე და რევაზ ჯინჭველაშვილი.

დანარჩენი მოთამაშეები ანთალიაში 22 ივლისს გაემგზავრნენ და იქ 9 აგვისტომდე დარჩებიან. მწვრთნელები და მორაგბეები უმაღლესი დონის სპორტულ ბაზაზე არსებული პირობებით კმაყოფილნი არიან და ერთხმად აღნიშნავენ, რომ ნაკრებს მოსამზადებლად მსგავს პირობები აქამდე არასდროს ჰქონია.

მზადება ინტენსიურია და ბორჯღალოსნებს დღეში რამდენიმე ვარჯიში აქვთ, შუალედებში კი ვიდეო-განხილვები ტარდება. პირველი ეტაპის შემდეგ, კმაყოფილები არიან ფიზმომზადების სპეციალისტები. მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ჩვენი გუნდი წლევანდელ მსოფლიო თასზე 20%-ით უკეთ იქნება მომზადებული, ვიდრე 2015 წლის მსოფლიო თასზე იყო.

თურქეთში ბორჯღალოსნებს ახალ ზელანდიელი ფიზ.მომზადების სპეციალისტი ფილ ჰილი შეუერთდა, რომელსაც ზურგს 16-წლიანი გამოცდილება უმაგრებს და ‘ჩიფსთან’ ერთად ორჯერ გახდა ზე-რაგბის ჩემპიონი. მას ერთი სეზონი შოტლანდიურ ‘გლაზგოშიც’ (2017-2018 წლები) უმუშავია, ბოლოს კი ზე-რაგბის კიდევ ერთ ფრანჩაიზში, ‘ბლუსში’ მუშაობდა. მსოფლიო თასის დასრულებამდე ის საქართველოს ნაკრების ფიზ.მომზადების გაუმჯობესებაზე იზრუნებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:15 | 29.07.2019
GENESIS (49)

გორგოძე არ აპირებს გამოსვლას მსოფლიოზე?

11:05 | 26.07.2019
გორდა (250)

ისე მე-3 ხაზელებში ერთბაშად რომ ამოვარდა 2 კაცი კონკურენცია როგორღა იქნება?

წარმატებები!

11:03 | 26.07.2019
გორდა (250)

აბა თქვენ იცით, კარგად მოემზადეთ.

0.073891