დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ თიბისის რაგბის სერიების ტესტ-მატჩში, რომელიც 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ გააკეთა შემდეგი განცხადება:
„სამწუხაროდ, რუსეთის ნაკრები მატჩის ჩასატარებლად აღარ ჩამოვა, ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის რაგბის ფედერაციამ, მიზეზად დაასახელეს თბილისში მიმდინარე მოვლენები და მოსალოდნელი პროვოკაციების რისკი.
ეს უნდა მივიღოთ როგორც ფაქტი და ჩვენ უკვე ვეძებთ საქართველოს ნაკრებისთვის სანაცვლო მეტოქეს იმისათვის, რომ 27 აგვისტოს შედგეს თამაში. საქართველოში ამ დონის მატჩები ტარდებოდა, ტარდება და ჩატარდება უსაფრთხო, სპორტულ და საზაეიმო ვითარებაში.
ამის გარანტი საქართველოს მთავრობაა, რაშიც საქართველოს რაგბის კავშირი ყოველთვის გვერდით უდგას მას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. გულშემატკივრებს, ვინც უკვე შეიძინა საქართველო რუსეთის მატჩის ბილეთები, შეუძლია მათი სურვილის მიხედვით ან დაესწრონ სანაცვლო მატჩს, ან თუ ამის სურვილი არ ექნებათ მათ დაუბრუნდებათ ბილეთის საფასური.
საქართველოს ეროვნული ნაკრების სანაცვლო მეტოქის ვინაობას გაირკვევა უახლოეს დღეებში.“
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კი, მართალი ხარ, გეთანხმები.
რაგბი ევროპაზეც აღარ ვეთამაშოთ არც გტბილისში, და არც რუსეთში, სომხები, აზერები, თურქები სიამოვნებით მიგვიღებენ.
მემგონი მაგათ სწორედ ეგ უნდათ. ჩვენს ინტერესში პირიქით რუსების რუსეთშივე წაქცევა უნდა იყოს, ნუ სოჭი პირობითათაა რუსეთი და მაგათ სწორედ რუსეთში, რომ მათ ნაკრებს ჩაგრავს საქართველოს ნაკრები ეგ ვერ მოუნელებიათ. სხვაგან - ნეიტრალურზე თამაშს შედარებით "უმტკივნეულოდ" გადაიტანენ. რაც შეეხება მათ სხვაგან მასპინძლობას, რავიცი, ჩვენს ხალხს, რატომ უნდა გავურთულოთ და გავუძვიროთ თუნდაც თურქეთში სიარულით რუსების დაბრიყვების ყურება?
რუსეთი რომ თამაშს გაგიუქმებს სასაცილი არარი?
რუსები, როგორც შემთხვევით მოხვედრილები მსოფლიოზე, შედეგიც შესაბამისი ექნებათ. მაგრამ ასე უპრაგონოთ, მეშინია ვერ ჩავალ სათამაშოდ, სადაური წესია. ტესტებს მსოფლიო რაგბი გეგმავს და ალბათ რამე სანქციებსაც დაუწესებენ.
გამოჩნდება რისი მაქნისია მსოფლიო რაგბი. წესით მაგრად უნდა დასაჯონ.
მსოფლიო თასზე გასული გუნდები უკვე დაწყვილებულები იქნებიან. ალბად უფრო ის გუნდები იქნებიან ვინც მსოფლიო თასზე ვერ გავიდნენ, ერთ-ერთი იმათგანი რუმინეთი და ესპანეთია.
პირადად მე ესპანეთს ან ბრაზილიას ვამჯობინებდი.
რუმინეთი "იძირება" თუ რამე არ მოიფიქრეს მცირე 6 ერში მალე მაჩანჩალებად იქცევიან.
ისე, მოთელვის მიზნით არც ესპანეთის, ნამიბიის და თუნდაც ბრაზილიის ნაკრები იქნებოდა ურიგო. ამ პირველი შეხვედრის მთავარი დანიშნულება ხომ გუნდის შეთამაშება და კომბინაციების დახვეწაა, რათა შოტლანდიასთან ვიყოთ მზად და თანდათან მოვუმატოთ საბოლოოდ მსოფიოზე გასამართი შეხვედრებისათვის.
რუსეთმა თავის თავს უყო დათვური საქციელი და მეტწილად თვითონ დაზარალდებიან!
ნეტა ურუგვაის აქვს უკვე დაგეგმილი, ვერ შევხვდებით? საინტერესო იქნებოდა. ისე შეიძლება ალბატ რომელიმე კუნძულელებთან ან ამერიკასთან. ეს საუკეთესო ვარიანრტები იქნებოდა ალბათ.
ურუგვაის, რომც ეცალოს ალბათ ეხლა არ შეგვხვდებიან.
ლოსაბერიძის განცხადების მერე, რომ რუს მორაგბეებს ქართველი მირაგბეები მიზანმიმართულად მიაყენებდნენ ტრავმებს ვიღაცეების დავალებით და რუსებისადმი ზიზღის გამო, არც მინდოდა რუსეთის ნაკრებს საქართველოში ეთამაშა. მართლა, რომ მიეღოთ ტრავმა რუს მორაგბეებს ატეხდნენ ერთ ამბავს, მსოფლიო თასზე წარუმატებლობას ჩვენ დაგვაბრალებდნენ. შემდეგ რუსეთში შეიძლება ჩვენს ნაკრებს ცუდად მოქცეოდნენ. ამ მსოფლიო თასზე ორ რაღაცას ვუგულშემატკივრებ - საქართველოს ნაკრების გამარჯვებას და რუსეთის ნაკრების დამარცხებას ნებისმიერ ნაკრებთან. გამიხარდება, რომ ყველა თამაში დიდი ანგარიშით წააგონ.
ტრავმასთან დაკავშირებით გეთანხმები, შეიძლება მათი, რომელიმე მოთამაშე სათამაშო მოცემულობიდან გამომდინარე დაშავებულიყო და ამ შემთხვავასაც ვიღაცეები "გააპოლიტიკურებდნენ"!!
მეორე რაღაცაში წარმატება გარანტირებული გაქვთ) ღმერთმა ინებოს ჩვენების წარმატება!
კარგია, ძლიერი მეტოქე შეარჩიეთ ვინმე!