ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს სოციალური ქსელიდან მიმართავს. როგორც ლევანმა დაწერა, გულშემატკივრობს და ელოდება საქართველოს ნაკრებს იაპონიაში.
„წარმატებები მინდა გისურვოთ. გელოდებით იაპონიაში და გგულშემატკივრობთ როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის კეთილი ელჩი, თქვენი თანამემამულე და გულშემატკივარი. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს“, - წერს ტოჩინოშინი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასი სტარტს 20 სექტემბერს აიღებს და მასპინძელი იაპონია იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რეალურად სადაც ჩვენ გვიჭირს იმ ზუსტად იმ პოზიციაზე უძლიერესები არიან ფიჯელები შესაბამისად ჩვენი და ფიჯელების ერთობლივი ნაკრები რომ გააკეთო დარწმუნებული ვარ იტალია კი არა ინგლისს და საფრანგეთსაც მინიმუმ ტოლსწორად ვეთამაშებით. ამიტომ აუცილებელია ნატურალიზაცია 3-4 ფიჯელი რომ დავიმატოთ უძლიერესი ნაკრები გვეყოლება და თან არამგონია ეს რთული იყოს
გადავხედე ფიჯელთა ამჟამინდელ შემადგენლობას და 5 კაცის გვარი "ვა"-ზე მთავრდება, 1 "ია"-ზე და ერთიც "უა"-ზე
ზნაჩიტ, ამნაირები ბევრი ჰყავთ. ჰოდა წამოვიყვანოთ და მეგრელებად გავასაღოთ, რა პრობლემაა ?
+1