სიახლეები

13:57 | 15.07.2019 | ნანახია 2439 - ჯერ

ფიჯელებმა “მაორი ოლ ბლექსთან” გაილაღეს (+VIDEO)

ფიჯის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსანთა” ერთ-ერთი მეტოქეა, მომავალი ტურნირისთვის მზადების ციკლში პირველი მატჩი გამართა და სახელოვანი გამარჯვება იზეიმა.
“მფრინავი ფიჯელები” ქვეყნის დედაქალაქ სუვაში ახალიზელანდიელ მაორებს დაუხვდნენ და 27:10 მოიგეს. მასპინძლებმა 4 ულამაზესი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც სტუმრებმა მხოლოდ 2 შედეგიანი შეტევით უპასუხეს.
ფიჯის ნაკრები მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩინებულად გამოიყურებოდა და ლაღი თამაშით საყოველთაო აღტაცება გამოიწვია.
საინტერესოა, რომ ფიჯელებმა “მაორი ოლ ბლექსს” 1957 წლის შემდეგ პირველას აჯობეს, საერთო ჯამში კი, გუნდებს შორის 30-ე შეხვედრაში მერვედ იმარჯვეს. აღნიშნული მეტოქეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ 20 ივლისს გაეჯიბრებიან და ზელანდიელებს რევანშის შანსი მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის ნაკრებები მსოფლიო თასის დ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ავსტრალია, უელსი და ურუგვაიც ეყოლებათ. “ბორჯღალოსნებისა” და “მფრინავი ფიჯელების” შერკინება 3 ოქტომბერს, იაპონიის ქალაქ ჰიგაშიოსაკაში შედგება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:39 | 17.07.2019
krasni (587)

ფიჯი რა თქმა უნდა ძლიერია, მაგრამ ეს თამაში არ გამოდგება საზომად. მაორები ალბათ სამოაზე და ტონგაზე სუსტები არიან.

23:49 | 17.07.2019
გორდა (250)

ამ სტატიაშივე წერია, რომ ფინიმ 1957 წლის შემდეგ მატორი პირველად დაამარცხა. ამათი სამოსთან, ან ტონგასთან შედარება ძალიან მცდარია, ეს 20 შიც გამოჩნდება

14:44 | 16.07.2019
გორდა (250)

მოკლედ ძაან უცნაურობა ხდება ჩვენს თავს, მაინცდამაინც ეხლა გაძლიერდა განსაკუთრებით და ძალიან მაგარ ფორმაშია უელსი, ფიჯი და იქით ურუგვაი, ავსტრალიაზე არაფერს აღარ ვამბობ.

23:51 | 16.07.2019
grinchi (18)

ზუსტად ეგ არის მოსამზადებელი ეტაპის უმაღლეს დონეზე ჩატარება და მსოფლიო თასისთვის სწორი კონდიციებით მისვლა.

14:20 | 15.07.2019
ოვალური კორბენი (276)

თამაშიც იციან, ტანითაც დიდები არიან და ყველა მაგრად დარბის.
სიქა გაგვძვრება ამათთან, მაგრამ გარკვეული პლიუსები ჩვენს გუნდსაც აქვს და იქნებ შევძლოთ მათი მაქსიმალურად გამოყენება.

0.095836