ბორჯღალოსნები

19:13 | 11.07.2019 | ნანახია 3236 - ჯერ

"ბორჯღალოსნები" | ახალი ამბები "შევარდენიდან"

2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 თვე დარჩა.ტურნირი 20 სექტემბერს იწყება, ბორჯღალოსნები კი პირველ მატჩს 23-ში გამართავენ.

საქართველო „დ“ ჯგუფშია და უელსს ჩვენი დროით 14:15 საათზე ქალაქ ტოიოტაში ეთამაშება; 29 სექტემბერს, 09:15 საათზე კუმაგაიაში ურუგვაის შევხვდებით; 3 ოქტომბერს ოსაკაში, ასევე 09:15 საათზე ფიჯის ვერკინებით; ჯგუფურ ეტაპს კი 11 ოქტომბერს, 14:15 საათზე შიზუოკაში ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება და საიდანაც იაპონიაში წამსვლელი მორაგბეები შეირჩევა. მათი ნაწილი, უმეტესად დიდი 10-ის კლუბების მოთამაშეები და რამდენიმე ლეგიონერი, შევარდენზე შეკრების პირველი ნაწილის, ფიზ-მომზადების კურსს ამთავრებს. სრულფასოვანი შეკრება კი, რომელშიც დასახელებული შემადგენლობა სრულად მიიღებს მონაწილეობას, აგვისტოდან დაიწყება.

მათ ნაკრების ფიზ-მომზადების ჯგუფი სპეციალური პროგრამით ამზადებს, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასის პროგრამისგან განსხვავებით,ბევრად ინტენსიურია და მიზნად ფიზიკური ფორმისა და გამძლეობის 20-30 პროცენტით გაზრდას ითვალისწინებს, რათა ტურნირზე გუნდი ისეთ ფორმაში იყოს, როგორშიც აქამდე არასდროს ყოფილა.

ამ პერიოდში ბორჯღალოსნებისვარჯიშს დაესწრო მსოფლიო რაგბის კონსულტანტი ქელვინ მორისი, რომელიც2015 წელს ჩვენი ფიზ-მომზადების მწვრთნელი იყო, ხოლო მანამდე ინგლისის ნაკრებს დიდიხნის განმავლობაში წვრთნიდა, მათ შორის 2003 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც ინგლისი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ორი საშინაო ტესტი მსოფლიოზე გამგზავრებამდე

აგვისტოში, მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე და ნაკრების შეკრების დასრულებამდე, ქართული რაგბის ქომაგებს ბორჯღალოსნების შინაურ კედლებში ხილვის შესაძლებლობა ეძლევათ. 27 და 31 აგვისტოს ნაკრები თიბისი რაგბის სერიების ორ ტესტ-მატჩს მართავს თბილისში.

მსოფლიო თასზე მოასპარეზე ნაკრებები ტურნირის წინ ტრადიციულად მოსამზადებელ მატჩებს მართავენ,რათა მსოფლიომდე მოახერხონ შეთამაშება და მოსინჯონ სხვადასხვა ტაქტიკები. როგორც წესი,ბორჯღალოსნებს მსგავსი მატჩების გამართვა ყოველთვის საზღვარგარეთ უწევდა, ხოლო წელს ბიჭები მსოფლიომდე საკუთარ კედლებში ითამაშებენ.

27 აგვისტოს ბორჯღალოსნები მესხის სტადიონზე რუსეთის ნაკრებს ეთამაშებიან. მატჩი 19:45-ზე დაიწყება. სერიის პირველი ტესტიდან 4 დღეში საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დინამო არენაზე დაუხვდება.თამაშს, რომელიც 20 საათზე დაიწყება,საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შოტლანდია პირველი დონისა და 6 ერის პირველი ნაკრებია, რომელიც ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ საქართველოში ჩამოვა. ამით საქართველოს რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერება და ბიჭების მხარდაჭერა საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგძალიან მნიშვნელოვანია, რათა ნაკრები მსოფლიოზე განსაკუთრებული მუხტით გაემგზავროს.

თიბისი რაგბის სერიების ორივე მატჩის ბილეთი აქ იყიდება: www.TKT.ge/rugby

მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან:

შერკინება | ფორვარდები

მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა ბიწაძე, ბექა გორგაძე.

ხაზი | ბექები

ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი.

rugby.ge


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:15 | 12.07.2019
გორდა (250)

ანტონ ფეიქრიშვილი ტრავმის გამო რაღაც პერიოდი არ თამაშობდა, წამოვიდა უელსიდანაც, მაგრამ, როგორც მახსოვს ბოლოს ფორმაში ჩადგა და პროდ2-ში გადავიდა საასპარეზოდ.
ფეიქრიშვილი კარკაძე ჟვანია პირველ ხაზში, ჩამთვის ძალიან საინტრესო სანახავი იქნებოდა. ალბათ ქართული შერკინებისათვის ცოტა უცხო, სწრაფი, შემტევი ხაზი გამოვიდოდა.
ისე ხატიაშვილის და განსაკუთრებით მირცხულავას ჩამოწერაც არ შეიძლება. ერთსაც და მეორესაც ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ. მირცხულავა რაც მახსენდება, როდესაც ნაკრებს დასჭირდა ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა.

09:04 | 12.07.2019
გორდა (250)

ძალიან გვჭირდებიან უპირველესად განწყობის და ნაკრების სტატუსის ასამაღლებლად (უპირველეს ყოვლისა მსაჯებთან "საბრძოლველად" და მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიურად დასაჩაქრად) გორგოძე და ზირაქაშვილი.

08:58 | 12.07.2019
გორდა (250)

კონკურენციის გაზრდის მიზნით ვფიქრობ კარგი იქნებოდა აქვე ყოფილიყვნენ: ჟვანია, ქუბრიაშვილი, მატარაძე, გაჩეჩილაძე, ფრუიძე, კოშაძე.

08:53 | 12.07.2019
გორდა (250)

ჭყოიძე, თეთრაშვილი, აფციაური, კვირიკაშვილი, გიგაური, ქერდიყოშვილი, შუბითიძე, ალბათ უკვე თოდუაც ჩემის აზრით უნდა იყვნენ განხილული მხოლოდ, როგორც უახლოესი რეზერვი თუ საჭირო გახდა.

08:49 | 12.07.2019
გორდა (250)

გოგიჩაშვილი, ტაბიძე, მელიქიძე,საღინაძე არაჩვეულებრივი მოთამაშეები არიან და რაც მთავარია ისინი არიან ქართული რაგბის დასაყრდენი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. კარგია რომ გუნდთან ერთად ეხლაც ვარჯიშობენ, მაგრამ 2019 წლის ჩემპიონატი მათთვის ჩემის აზრით ნაადრევია

0.117365