საქართველოს და რუსეთის სარაგბო ნაკრებთა მატჩი, რომელიც მსოფლიო თასისთვის მზადების ციკლში, 27 აგვისტოს, თბილისში გახლავთ დაგეგმილი, ჩაშლის პირასაა.
აღნიშნულის მიზეზი საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული რთული პოლიტიკური ვითარებაა, რასაც ოკუპანტი ქვეყანა კვლავაც თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების დაწყებისთანავე, რუსეთის ავადსახსენებელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დადგენილება გამოიტანა, რომელიც 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში ავიამიმოსვლის აკრძალვას ითვალისწინებს.
უშუალოდ სარაგბო სამყაროში სიტუაცია კიდევ ერთმა ფაქტმა გაამწავავა: მოსკოვის კლუბმა “სლავამ” ქართველ ლეგიონერებს რევაზ ბროძელსა და საბა ილურიძეს ანტირუსული ჟესტის გამოყენება დააბრალა და მათთან კონტრაქტები გაწყვიტა.
ამ ჟესტმა ქართველ ქომაგებში ერთსულოვანი უკმაყოფილება გამოიწვია და რუსული მხარისთვის პროტესტის გამოცხადების სურვილიც გაჟღერდა, რისი შემადგენელი ნაწილიც სწორედ მომავალი შეხვედრის გაუქმება იქნებოდა.
თავად რუსები გადაწყვეტილების მიღებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ აპირებს, ეს კი, რისი წინაპირობა უნდა იყოს, იოლი მისახვედრია. აი, რა განაცხადა რუსეთის რაგბის კავშირის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა იგორ არტემიევმა:
“სამინისტროსთან კონსულტაციები უახლოეს დღეებში გვექნება, რადგანაც აღნიშნულ თემაზე ყველაზე კომპეტენტური ორგანოა და გვეტყვიან, რა უნდა ვქნათ. რეკომენდაციებს მოგვცემენ და ჩვენც ისე ვიმოქმედებთ”.
შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი ინფორმაციით, “ბორჯღალოსნებს” მსოფლიო თასამდე 3 ტესტი აქვთ გაწერილი: რუსებთან მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:15 საათზე გახლავთ დაგეგმილი, რასაც შოტლანდიასთან 2 შეხვედრა მოჰყვება – 31 აგვისტოს (20:00), “დინამო არენაზე” და 6 სექტემბერს (22:30), გლაზგოურ “მარიფილდზე”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გოჩა სვანიძე, რუსებთან ფლირტს მორჩი და საქმეს მიხედე ! ! ! იმიტომ დაგსვა რაგბის ოჯახმა პრეზიდენტის სკამზე, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო და ნაკრებები იქნება, თუ საკლუბო რაგბი საქმე წინ უნდა წაწიო ! ! ! კეთილი ინებე და როგორც გინდა დაარწმუნე საქათველოს მთავრობა, რომ რაგბის კავშირის ფინანსური დახმარება უნდა გაიზარდოს, შესაბამისად "დიდი 10" -ის დაფინანსება მინიმუმ უნდა გამეორდეს და უნდა გამოინახოს სახსრები (სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები pro 14 -ის ხელმძღვაბელობასთან) ქართული ფრანჩიზის მონაწილეობისათვის pro 14 -ში ! ! ! წინამდეგ შემთხვევაში ქართული რაგბის რეგრესი უცილობელია ! ! ! ამასთან სასწრაფოდ იზრუნეთ და ჩაანაცვლეთ რუსეთი ტესტმატჩში რომელიმე კვალიფიციური ნაკრებით ! ! !
მსოფლიო რაგბის იდეა იყო ეს სპარინგი და პრეტენზიები მასთან უნდა გვქონდეს.
ჰოდა, მივმართოთ დროულად მსოფლიო რაგბს და ვთხოვოთ რომ რუსეთი ჩაანაცვლოს სხვა ნაკრებმა (მაგალითად, რუმინეთმა)
ოცეულის ნებისმირერ გუნდს რომ შევთავაზოთ სიხარულით დაგვთანხმდება სპარინგზე ზოგიერთი ათეულის გუნიც არ იტყვის უარს და ეხლავე უნდა გავუგზავნოთ უარი რუსებს და ვიზრუნოთ მეტოქის არჩევაზე !
მოსტ...დედები თუ არც ჩამოვლენ ეგენიც არიან რაა ზელანდიელები DD და ჩვენ უსაქმურ რაგნის კავშირს კი ადრე უნდა ეფიქრა ვისტან აპირებდა თამაშს @@
სვანიძემ ინტერვიუში თქვა, რომ რუსებთან სპარინგი იყოო მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის მომართვა. ეტყობა უარის თქმა ცუდი ტონი იქნებოდა, მითუმეტეს ეს რაგბის სამყაროა
რას ქვია ცუდი ტონი ? ყველა ფედერაცია ცდილობს რომ მეომარი ქვეყნები ერთმანეთს დააშოროს და ის ჩემანალები კი პირიქით სპეციალურად გვიწყობენ ასეთ პოდლობას @
ნუ, რა ვიცი. იქნებ დავფიქრდეთ ჩვენც და რუსებიც და ტრ**ის თამაშს ისევ რაგბის თამაში ვამჯობინოთ
ჩვენს ღრუსეთის ერთ ადგილში მოძრომიალე ხელისუფლებას და რაგბის კავშირს თუ აღნიშნული შეხვედრის გაუქმება არუნდა!( საერთოდ რაში გვჭირდებოდა ეს მატჩი იცის ვინმემ?) გადაიტანოს თურქეთში ჩავიდეთ გულშემატკივრები შესაბამისი ბანერებით მატჩზე.ხოლო ჩვენი რაგბისტები მჯერა საკადრის პასუხს გასცემენ და 70-0 ს დავაჭედებთ მსოფლიოს წინ