ლეგიონერები

12:40 | 3.07.2019 | ნანახია 3101 - ჯერ

რუსებმა ქართველ მორაგბეებს პროტესტი არ აპატიეს
რეზი ბროძელი: “ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა – პოლიტიკოსებს”

რუსულმა სარაგბო კლუბმა “სლავამ” ქართველი ლეგიონერებს რევაზ ბროძელსა და საბა ილურიძეს კონტრაქტები გაუწყვიტა, რასაც საფუძვლად პოლიტიკური მოტივი დაედო.

ყველაფერი 27 ივნისს, რუსეთის თასის მეოთხედფინალის ეგიდით გამართულ მატჩს მოჰყვა, რომელშიც მოსკოვური კლუბი კრასნოდარულ “ყუბანს” დაუხვდა და 10:19 დამარცხდა.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძელთა ათივე ქულა (ლელო, გარდასახვა, ჯარიმა) ბროძელმა მიითვალა, ლელოს დადება კი მან და საბა ილურიძემ თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს.
მოგეხსენებათ, ეს უკვე ცნობილია ჟესტია, რომელიც ანტისაოკუპაციო პროტესტსა და შემდგომში მიტინგის დაშლას უკავშირდება. მსგავსი რამ არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა და საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ლიდერმა თედო აბჟანდაძემაც გააკეთეს, რუსებმა კი თავისი ველურობა და არაადექვატურობა კიდევ ერთხელ გამოავლინეს და მკაცრ ზომებს მიმართეს.
“ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა – პოლიტიკოსებს”, - განაცხადა რეზი ბროძელმა რაგბი TV-სთან საუბარში.
მომხდარი კიდევ ერთხელ ამყარებს იმ აზრს, რომ ქართველი სპორტსმენები რუსულ ჩემპიონატებში გარჯას მაქსიმალურად უნდა ერიდებოდნენ. ჩვენს ფეხბურთელებს რუსულ კლუბებში პრობლემა არაერთხელ შექმნიათ, ახლა კი, ტენდენცია ქართველ მორაგბეებზეც გადავიდა, რომლებიც ბოლო პერიოდში რუსეთში მრავლად გადადიან.
იგივე “სლავაში”, ბროძელისა და საბა ილურიძის გარდა, მიხეილ ორაგველიძე, ტარიელ დონაძე და სანდრო ილურიძეც თამაშობდნენ. დარჩებიან თუ არა ეს მორაგბეები მოსკოვურ კლუბში, ჯერჯერობით, უცნობია.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:28 | 05.07.2019
erovnuli-nakrebi (224)

Dinamo222 - ევროპაში ძალადობის დაგმობა კი არ ისჯება (რაც ამ ბიჭებმა ქნეს), არამედ ძალადობის მხარდაჭერა!

17:27 | 05.07.2019
erovnuli-nakrebi (224)

dinamo222 - ხო დასჯის და მერე არმაგედონიც დაიწყება

17:26 | 05.07.2019
erovnuli-nakrebi (224)

despeler - პროდასავლურად შენ გეჩვენება, სინამდვილეში ეს შენი მოწოდება არის პრო საბჭოური. ევროპას კი ვერ მოუწოფედ რამეს, არამედ იქ ბაზარი წყვეტს რას რა ფასი აქვს. მოწოდებით მოუეოდე რუსებს თუ გინდა. მიწერე რომ არ იყიდონ ქართველი მორაგბეები

01:52 | 07.07.2019
alfadhirhaiti (110)

"შენი მოწოდება არის პრო საბჭოური" - ხოდა, ამის შემდეგ - "იქ ბაზარი წყვეტს რას რა ფასი აქვს" ამით აღიარე, რო გაქანებული სოციალიზმი სუფევს და კიდე სხვას აკრავ იარლიკებს. შეეშვით მეინსტრიმ მედიას, საინტერესოს ვერაფერს იგებთ მაინც.

ბევრი რო აღარ გავაგრძელო, რო არ მომწონს რუსული გავლენების ზრდა ამ ქვეყანაში, ვხედავ, რა ამაში ხელს ბევრ რამეში ზუსტად თვითონ ევროპა უწყობს რიგ საკითხებში, მაგრამ თქვენთვის ხო სექტანტური პოზიცია მისაღებია და მინუსებზე თვალს ხუჭავთ.

17:24 | 05.07.2019
erovnuli-nakrebi (224)

despele - ეს პოსტია პროდასავლური?
ვროპის დედა შევე*ი რო არ ინტერესდებიან და არ ასაქმებენ ქართველ სპორტსმენებს (ან თუ აიყვანენ მათხოჯურ ხელფასებზე) და უწევთ მერე რუსეთში წასვლა.

13:46 | 04.07.2019
alfadhirhaiti (110)

გაუმარჯოს საქართველოს!

06:43 | 04.07.2019
dinamo222 (692)

მარტო ამათ არ ეხება შეეშვით ყველა ამ ჟესტებს და თქვენი საქმე აკეთეთეთ @ ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ყველა ფედერაცია სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვის პოლიტიკის ჩარევას სპორტში(მიდი ეხლა და უმტკიცე ეს პოლიტიკა არაა და მარტო მხარდაჭერა იყოო) რუსებს ეხლა თავი ქუდში აქვთ რომც უჩივლონ ვერაფერს ვერ მიაღწევენ @ ის კი არა შეიძლება აქეთ გაამტყუნონ და დისკვალიფიკაციაც აკიდონ @

23:11 | 03.07.2019
erovnuli-nakrebi (224)

გაუმარჯოს ევროპას!

03:31 | 04.07.2019
პანტელეიმონი (1218)

გაუმარჯოს ! ! !

23:10 | 03.07.2019
erovnuli-nakrebi (224)

რუსულმა კლუბებმა იმიტომ გააგდეს მორაგბეები, რომ ბიუჯეტიდან, ანუ მოსკოვიდან ფინანსდებიან!
რახან ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ამიტომ გააგდეს! ასეთი რამ არასდროს არ მოხდებიდა ევროპაშუ

06:44 | 04.07.2019
dinamo222 (692)

ევროპაში უარეწსი მოხდება ევროპის ფედერაცია დასჯის უარესად !

21:45 | 03.07.2019
alfadhirhaiti (110)

ევროპის დედა შევე*ი რო არ ინტერესდებიან და არ ასაქმებენ ქართველ სპორტსმენებს (ან თუ აიყვანენ მათხოჯურ ხელფასებზე) და უწევთ მერე რუსეთში წასვლა.

00:05 | 04.07.2019
jora84 (183)

დაახლოებით 150 მორაგბეა საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონებში დასაქმებული, რუსეთში წავიდნენ ისინი ვისაც იქ წასვლის შანსი არ ქონდა, ან ქონდა და უარი თქვა.

23:09 | 03.07.2019
erovnuli-nakrebi (224)

ევროპა თავისუფალი ბაზრის პრინციპით მუშაობს, რუსული კლუბები ბიუჯეტით გატენილი ფულით. ვრცლად ავხსნიდი, მაგრამ მეეჭვება გაიგო

03:12 | 04.07.2019
alfadhirhaiti (110)

რათ მინდა შენი ახსნა. აქ ორი ვარიანტია, თუ უშუალოდ კლუბმა გააგდო მორაგბეები, ეს იმას ნიშნავს, რო პატრიოტიზმი პუტინის სიყვარულში ეშლებათ, რაც პოსტსაბჭოთა რუსეთისგან გასაკვირი არ იქნება. თუ ფედერაციის უხეში ჩარევით მოხდა და მაშინ ეს უკვე ერთგვარი დიქტატურის გამოვლინებაა, რომელიც რა თქმა უნდა, სათავეს ზემოდან იღებს. ისე, შენ მგონია სერიოზული მეტყველების პრობლემა გაქვს, ამ ჩემმა დამრიგებლურმა და შინაარსობრივად მართლა პროდასავლურმა კომენტარმა თუ ასე შეგაშფოთა, ევროპელობა ხო არ წაგერთვა.

19:31 | 03.07.2019
პანტელეიმონი (1218)

საქართველოს რაგბის კავშირმა განძრიოს ერთი ადგილი და "დიდი 10" -ის დაფინანსება სულ ცოტა გაორმაგოს, შესაბამისად ჩვენს მორაგბეებსაც გაეზრდებათ დაფინანსება და აღარ იფიქრებენ ასე თავქუდმოგლეჯით ღრუსეთში გაქცევას და იქ თამაშს ! ! !

19:25 | 03.07.2019
jikha (22)

ე.ი თვალების დათხრას ამართლებენ. კიდევ ერთხელ გვიჩვენეს ვინც არიან, სამწუხაროდ ზოგი ვაიქართველ კიდევ უძვება ერთ ადგილას და ცდილობს ამ ღორების სიკეთე დაგვიმტკიცოს

17:55 | 03.07.2019
test (124)

ოოხ )))))))))) მემგონი ეგენი უკვე ექვს ერში არიან და გვაბოლებენ ))))

16:57 | 03.07.2019
ოვალური კორბენი (276)

ბოლობოლო რაო, რუსებმა ? ჩვენმა კაცმა ბიძინამ რო მეორე ჩვენს კაცს გახარიას დაავალა და იმისი ბრძანებით "სპეცნაზმა" ქართველ გოგო-ბიჭებს თვალები დასთხარა, ამის გაპროტესტება ჩვენი შეურაცხყოფააო ?!
მე ერთი ვიცი ნაღდად - 2012 წლიდან მოყოლებული ამ "ვირეშმაკებისთვის" ხმა არ მიმიცია და ქვეყანას რომ "სუნი აუვიდა", ამაში ჩემი წვლილი (თუნდაც უმცირესი) არ ურევია.

14:01 | 03.07.2019
ზებე (86)

კიდევ ერთხელ დაგანახეს ღრუსებმა და მრავალჯერ დაგანახებენ რაც არიან.ჩვენი სახელმწიფო და მათ შორის რაგბის კავშირი კი რათქმაუნდა გააგრძელებს ღრუსების ერთ ადგილში ძრომიალს

19:34 | 03.07.2019
პანტელეიმონი (1218)

ძრომიალი უნდა მოვაშლევინოთ ან გავყაროთ ! ! !

13:17 | 03.07.2019
ogafa (407)

ძალიანაც კარგი უკეთეს გუნდში წავლენ

0.105169