ოლიმპიადა

18:40 | 1.07.2019 | ნანახია 946 - ჯერ

7-კაცა - საფრანგეთში ოლიმპიადის შესარჩევში: ჯგუფები და განრიგი

საქართველოს ეროვნული 7-კაცა ნაკრები, 13-14 ივლისს საფრანგეთში, ქალაქ კოლომიეში 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძოლებს.

ჩვენმა გუნდმა ეს უფლება ევროპის გრან პრის პირველ ეტაპზე მეათე ადგილის დაკავებით მოიპოვა. მოსკოვის ეტაპი პარალელურად ოლიმპიური თამაშების შესარჩევის შესარჩევი ტურნირიც იყო და საფრანგეთის საგზურს 9 გუნდი იღებდა. რადგან ინგლისი და უელსი ოლიმპიადაზე გაერთიანებული სამეფოს, დიდი ბრიტანეთის სახელით გამოდის, საქართველო 9 მოწინავეს შორის მოხვდა საფრანგეთის, ირლანდიის, ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, იტალიის და რუსეთის ნაკრებებთან ერთად.

ამ 9 გუნდს კოლომიეში დაემატება „ალაფის“ ორი მოწინავე - ლიეტუვა და უკრაინა, რომლებიც გაისად გრან პრიზეც დაწინაურდებიან. ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის მე-12 მონაწილე უნგრეთია, რომელმაც წელს „კონფერენც დივიზიონი“ მოიგო.

საქართველო საფრანგეთში „გ“ (Group C) ჯგუფში, ინგლისის, გერმანიის და ლიეტუვას ნაკრებებთან ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 13 ივლისს გაიმართება და საქართველოს დროით ჩვენი განრიგი ასეთია: გერმანია (14:22); ინგლისი (16:45) და ლიტვა (19:30). „ა“ ჯგუფში საფრანგეთი, პორტუგალია, იტალია და უნგრეთი, ხოლო „ბ“ ჯგუფში ირლანდია, ესპანეთი, რუსეთი და უკრაინა მოხვდნენ.

14 ივლისი ფლეი ოფების დღეა და თასის მეოთხედფინალში სამივე ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო, ასევე ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის. ტრადიციულად, ტურნირზე ყველა ადგილი გათამაშდება და გამარჯვებული ნაკრები ტოკიოს საგზურს მიიღებს, ხოლო მეორე-მესამე ადგილოსნები ოლიმპიადის შესარჩევ, საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში გადაინაცვლებენ.

www.rugby.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:31 | 03.07.2019
qomagi (180)

ლეჟავასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უცხოელი გამოცდილი სპეციალისტი გვჭირდება, ისე დიდ შედეგს ვერ დავდებთ და საერთოდ, არა მარტო ეროვნულ ნაკრებს, არამედ ყველა ასაკობრივსაც უცხოელი სპეციალისტები სჭირდება. მათ გვერდით ჩვენი მწვრთნელებიც უფრო გაიზრდებიან და დაიხვეწებიან.
20 წლამდელებმა წელსაც შეინარჩუნეს ადგილი 12 საუკეთესოს შორის, მაგრამ ზედიზედ მე-5 წელი მარტო ადგილის შენარჩუნებაზე რატომ უნდა ფიქრობდე და არა კიდევ წინსვლაზე?

15:46 | 02.07.2019
deme2222 (41)

მწვრთნელს სანამ არ გამოვცვლით არაფერი გვეშველება.

12:31 | 02.07.2019
გორდა (247)

მოსკოვის ეტაპზე, თითქოს იბრძოლეს, მონდომებაც იყო, მაგრამ "რაღაც" აკლიათ. ჩემის აზრით ეს რაღაც სტრატეგია და ტაქტიკა. თითოეული მოწინააღმდეგის მიხედვით, უფრო სწორედ 7 კაცაში თითოეული მოთამაშის მიხედვით სწორად შერჩეული სტრატეგია და ტაქტიკა.
ლეჭავა ნამდვილად არ არის დაბალი დონის მწვრთნელი, მითუმეტეს ძალიან უნდა გუნდის წარმატება, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ 7 კაცას შედარებით მაღალი დონის სამწვრთნელო გუნდი სჭირდება.
წარმატებები!!

0.08519