საქართველო ჩემპიონატი

15:43 | 1.07.2019 | ნანახია 1196 - ჯერ

7-კაცა - "აია" საქართველოს ჩემპიონია
დასკვნითი ეტაპი ფოთში

ქუთაისის ‘აიამ’ საქართველოს 7-კაცა ჩემპიონატის სამივე ეტაპზე სტაბილურად ითამაშა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ‘იუნკერებმა’ სამიდან ორი ეტაპი მოიგო, თუმცა პირველი ჩაუვარდა და მხოლოდ მეორე ადგილს შეწვდა.

გასულ შაბათ-კვირას მესამე ეტაპს ფოთის რაგბის სტადიონმა უმასპინძლა. ცნობილი იყო, რომ ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძოლებდა - ‘აია’, ‘იუნკერები’ და ‘ლელო-სარასენსი’, თუმცა პირველს მეტოქეებთან შედარებით 6-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.

ქუთაისელები პირველ, მარტყოფის ეტაპზე მხოლოდ წვეულ გუნდებს, ნაკრებებს ჩამორჩნენ და საჩემპიონო რბოლაში 20 ქულით დაწინაურდნენ. მათ კვალში ‘ლელო-სარასენსი’ ჩაუდგა, ‘იუნკერები’ კი მხოლოდ მეხუთე (მეცხრე ეტაპზე) იყო. ‘აიამ’ მეორე ეტაპზეც სტაბილურად ითამაშა და თელავში ფინალში გავიდა, სადაც ‘იუნკერებთან’ დამარცხდა. ეს ეტაპი ‘ლელო-სარასენსმა’ ჩააგდო, ის მხოლოდ მეექვსე (მეოთხეს საჩემპონო გუნდებს შორის) ადგილს დასჯერდა.

მესამე ეტაპზე წვეული გუნდები მასპინძელი ‘კოლხი რაინდები’, ‘თელავი’, ქუთაისის ‘არესი’ და ‘ქართველი ბიჭები’ იყვნენ. საჩემპიონო კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას „ბ“ ჯგუფი იძენდა, სადაც ‘აია’ და ‘ლელო-სარასენსი’ ერთად მოხვდენ. გადამწყვეტ შეხვედრაში გუნდებმა 3-3 ლელო გაიტანეს, ‘აიამ’ ერთი გარდასახა და 17:15 მოგებით, შედარებით იოლ მეტოქესთან თამაში დაიბევა. ჯგუფურ ეტაპზე ერთი შეხვედრა დათმო ‘იუნკერებმა’ (19:21 ‘არესთან’) და მეოთხედფინალში მეორე ადგილით გავიდა.

‘იუნკერებმა’ რევანში ფლეი ოფში აიღო, ‘არესი’ 12:10 დაამარცხა და ნახევარფინალში უშუალო კონკურენტ ‘აიას’ შეხვდა (‘ჯიქი’ 35:0 დაამარცხა). ნახევარფინალში გავიდა ‘ლელო-სარასენსიც’, რომელმაც ‘აკადემიას’ 14:0 სძლია. მისი მეტოქე წვეული გუნდი ‘ქართველი ბიჭები’ გახდა (‘ლოკომოტივთან’ 19:0).

ნახევარფინალში ‘ლელო-სარასენსმა’ 14:5 იმარჯვა და რადგან ‘ქართველი ბიჭები’ ტურნირში უკონკურსოდ მონაწილეობდა, ცხადი გახდა ‘აია’ სამი ეტაპის ჯამში ჩემპიონი გახდებოდა. მიუხედავად ამისა, მეორე ეტაპის ფინალურმა წყვილმა დიდი ბრძოლა გააჩაღა, ქუთაისელებმა რევანშის აღება ვერ შეძლეს და ‘იუნკერებმა’ უკვე ჩემპიონი ‘აია’ 17:12 დაამარცხა.

ეტაპის ფინალში ‘იუნკერებმა’ ‘ლელო-სარასენსი’ 24:12 დაამარცხა და მეორედ შემართა ეტაპის თასი, თუმცა მთავარი ჯილდო წილად ‘აიას’ ერგო, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩი 0:24 დათმო, თუმცა ეს აღარაფერს ცვლიდა.

ფოთის ეტაპის საუკეთესო მოთამაშე ბექა მამუკაშვილი გახდა ‘ლელო-სარასენსიდან’, ხოლო საუკეთესო მელელოვისთვის განკუთვნილი პრიზი ბონდო ლომიძემ დაისაკუთრა. ‘იუნკერების’ მორაგბემ 10 ლელო გაიტანა.

საქართველოს ჩემპიონატი 7-კაცა რაგბში

მესამე ეტაპი. 29-30 ივნისი. ფოთი

ა ჯგუფი

იუნკერები - არესი 19:21

ჯიქი - თელავი 26:5

იუნკერები - თელავი 29:5

ჯიქი - არესი - 12:10

იუნკერები - ჯიქი 19:14

თელავი - არესი 0:43

არესი 3 2 0 1 +43 4

იუნკერები 3 2 0 1 +27 4

ჯიქი 3 2 0 1 +18 4

თელავი 3 0 0 3 -88 0

ბ ჯგუფი

აია - კოლხი რაინდები 14:12

ლელო-სარასენსი - ლოკომოტივი 19:10

აია - ლოკომოტივი 33:0

ლელო-სარასენსი - კოლხი რაინდები 33:5

აია - ლელო-სარასენსი 17:15

ლოკომოტივი - კოლხი რაინდები 29:0

აია 3 3 0 0 +37 6

ლელო-სარასენსი 3 2 0 1 +35 4

ლოკომოტივი 3 1 0 2 -13 2

კოლხი რაინდები 3 0 0 3 -59 0

გ ჯგუფი

აკადემია - არმია 43:5

ქართველი ბიჭები - დევები 31:0

აკადემია - დევები 21:5

ქართველი ბიჭები - არმია 50:0

აკადემია - ქართველი ბიჭები 0:19

დევები - არმია 10:10

ქართველი ბიჭები 3 3 0 0 +100 6

აკადემია 3 2 0 1 +35 4

დევები 3 0 1 2 -47 1

არმია 3 0 1 3 -88 1

თასის 1/4-ფინალები

ქართველი ბიჭები - ლოკომოტივი 19:0

აკადემია - ლელო-სარასენსი 0:14

აია - ჯიქი 35:0

არესი - იუნკერები 10:12

მე-9 ადგილის ნახევარფინალები

არმია - კოლხი რაინდები 12:17

დევები - თელავი 12:14

მე-5 ადგილის ნახევარფინალები

ლოკომოტივი - აკადემია 10:14

ჯიქი - არესი 14:21

თასის ნახევარფინალები

ქართველი ბიჭები - ლელო-სარასენსი 5:14

აია - იუნკერები 12:17

მე-11 ადგილისთვის

არმია - დევები 20:0

მე-9 ადგილისთვის

კოლხი რაინდები - თელავი 10:7

მე-7 ადგილისთვის

ლოკომოტივი - ჯიქი 7:17

მე-5 ადგილისთვის

აკადემია - არესი 5:22

მე-3 ადგილისთვის

ქართველი ბიჭები 24:0

ფინალი

ლელო-სარასენსი - იუნკერები 12:24

ორი ეტაპის ჯამში

აია - 54

იუნკერები - 52

ლელო-სარასენსი - 50

აკადემია - 40

ჯიქი - 38

ლოკომოტივი - 36

დევები - 22

არმია - 20

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.126261