საქართველო ჩემპიონატი

17:05 | 27.06.2019 | ნანახია 1491 - ჯერ

7-კაცა - ჩემპიონობის შანსს სამი ინარჩუნებს
საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი

გასულ შაბათ-კვირას თელავის რაგბის სტადიონმა 7-კაცა რაგბში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს უმასპინძლა.

მასში ჩემპიონობისთვის მებრძოლ 8 გუნდთან ერთად 4 წვეული გუნდი თამაშობდა - ვეტერანი მორაგბეებით დაკომპლექტებული ‘ზოლიანი აფთრები’; 18-წლამდელთა ნაკრების ბაზაზე შექმნილი ‘ქართველი ბიჭები’, მასპინძელი ‘თელავი’ და ‘ტაო’.

პირველი დღე ჯგუფური ეტაპის თამაშებს დაეთმო და 3-3 გამარჯვება პირველი ეტაპის გამარჯვებულმა ‘აიამ’, წვეულმა გუნდმა ‘ზოლიანმა აფთრებმა’ და ‘იუნკერებმა’ მოიპოვეს.

მეორე ადგილი დაიკავეს ‘აკადემიამ’, ‘ლელო-სარასენსმა’ და კიდევ ერთმა წვეულმა გუნდმა ‘ქართველი ბიჭებმა’. მესამე ადგილიდან თასისთვის ბრძოლა გააგრძელეს ‘ჯიქმა’ და ‘ტაომ’.

მეორე დღეს ორ-ორი თამაში მოიგეს და თასის ფინალში გავიდნენ ‘აია’ და ‘იუნკერები’. ფინალი დაძაბული გამოდგა, ‘იუნკერებმა’ პირველი ეტაპის გამარჯვებული ‘აია’ 28:19 დაამარცხა და ეტაპის გამარჯვებული გახდა. მიუხედავად მარცხისა, ქუთაისელები საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე რჩებიან და ბოლო ეტაპის წინ უახლოეს მდევრებს 6-6 ქულით უსწრებენ.

მეორე ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ სერგი ჩხაიძე დასახელდა ‘იუნკერებიდან’, ხოლო 7 ლელოთი საუკეთესო მელელოვე თემურ კოხოძე გახდა ქუთაისის ‘აიადან’.

აღსანიშნავია, რომ თელავის ბუნებრივსაფარიან მოედანზე პირველად ჩატარდა კაცთა გუნდების თამაშები და როგორც მინდვრის საფარით, ასევე გარემოთი ყველა კმაყოფილი დარჩა.

თელავში გამართული თამაშებით კმაყოფილი დარჩა ტურნირის ორგანიზატორი ლევან ობოლაძე:

„პირველ ეტაპზე გუნდები შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდნენ, რადგან დავეხმარეთ ეროვნულ 7-კაცას (ევროპის გრან პრის პირველი ეტაპისთვის ემზადებოდა), რომელიც მარტყოფში ორი გუნდით გამოვიდა. გარდა ამისა, კლუბებმა მოისაკლისეს ეროვნულ, 20-წლამდე და „ა“ ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეები. თელავში კლუბებმა 7-კაცას ნაკრებს მიღმა დარჩენილი და „ა“ ნაკრების მოთამაშეები დაიმატეს, რამაც ტურნირის დონე აამაღლა. გარდა ამისა, თელავში ითამაშა ვეტერანთა გუნდმა „ზოლიანმა აფთრებმა“, რომლის შემადგენლობაში ნაკრებ გამოვლილი, კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი მორაგბეები თამაშობდნენ და ამან მეორე ეტაპს თავისი ხიბლი შემატა. იყო სანახაობრივი თამაშები, გაიზარდა კონკურენცია და მთლიანობაში, კარგი ტურნირი გამოვიდა“.

საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი, მესამე ეტაპი 29-30 ივნისს ფოთში გაიმართება. 8 ძირითადის გარდა, მასში წვეული გუნდების სტატუსით ‘ქართველი ბიჭები’, ფოთის ‘კოლხი რაინდები’, ‘თელავი’ და ქუთაისის ‘არესი’ ითამაშებენ:

„მესამე ეტაპზე კიდევ უფრო საინტერესო თამაშებს ველით, რადგან ეროვნული 7-კაცას მორაგბეები თავიანთ კლუბებს დაემატებიან, ასევე რამდენიმე მორაგბე, რომლებმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშეს. გარდა ამისა, პირველი ეტაპის შემდეგ, გუნდებმა ალღო აუღეს 7-კაცა რაგბს, დაიწყეს სივრცეების გამოყენება და ველით, რომ მესამე ეტაპზე კიდევ უფრო საყურებელი თამაშები გვექნება“ - თქვა ობოლაძემ.

იგეგმება, რომ ივნისის თვე სამომავლოდ 7-კაცა ტურნირებს დაეთმოს, როგორც კაცთა, ასევე ჭაბუკთა ლიგებში.

საქართველოს ჩემპიონატი 7-კაცა რაგბში

მეორე ეტაპი. 22-23 ივნისი. თელავი

ა ჯგუფი

ქართველი ბიჭები - თელავი 49:7

ჯიქი - იუნკერები 12:29

ქართველი ბიჭები - იუნკერები 10:12

ჯიქი - თელავი 31:5

ქართველი ბიჭები - ჯიქი 17:5

იუნკერები - თელავი 56:14

იუნკერები 3 3 0 0 +61 6

ქართველი ბიჭები 3 2 0 1 +52 4

ჯიქი 3 1 0 2 -3 2

თელავი 3 0 0 3 -110 0

ბ ჯგუფი

ზოლიანი აფთრები - ტაო 24:14

ლოკომოტივი - აკადემია 12:24

ზოლიანი აფთრები - აკადემია 19:5

ლოკომოტივი - ტაო 12:27

ზოლიანი აფთრები - ლოკომოტივი 20:19

აკადემია - ტაო 19:14

ზოლიანი აფთრები 3 3 0 0 +25 6

აკადემი 3 2 0 1 +3 4

ტაო 3 1 0 2 0 2

ლოკომოტივი 3 0 0 3 -28 0

გ ჯგუფი

აია - არმია 38:5

ლელო-სარასენსი - დევები 40:7

აია - დევები 29:7

ლელო-სარასენსი - არმია 34:0

აია - ლელო-სარასენსი 17:0

დევები - არმია 17:0

აია 3 3 0 0 +72 6

ლელო-სარასენსი 3 2 0 1 +50 4

დევები 3 1 0 2 -38 2

არმია 3 0 0 3 -84 0

თასის 1/4-ფინალები

აია - ჯიქი 24:5

ქართველი ბიჭები - ლელო-სარასენსი 33:12

იუნკერები - ტაო 19:5

ზოლიანი აფთრები - აკადემია 19:26

მე-9 ადგილის ნახევარფინალები

ლოკომოტივი - არმია 39:5

თელავი - დევები 25:7

მე-5 ადგილის ნახევარფინალები

ჯიქი - ლელო-სარასენსი 19:21

ტაო - ზოლიანი აფთრები 17:27

თასის ნახევარფინალები

აია - ქართველი ბიჭები 19:12

იუნკერები - აკადემია 19:12

მე-11 ადგილისთვის

არმია - დევები 12:33

მე-9 ადგილისთვის

ლოკომოტივი - თელავი 17:22

მე-7 ადგილისთვის

ჯიქი - ტაო 22:10

მე-5 ადგილისთვის

ლელო-სარასენსი - ზოლიანი აფთრები 21:28

მე-3 ადგილისთვის

აკადემია - ქართველი ბიჭბი 19:14

ფინალი

აია - იუნკერები 19:28

ორი ეტაპის ჯამში

აია - 38

იუნკერები - 32

ლელო-სარასენსი - 32

აკადემია - 26

ჯიქი - 26

ლოკომოტივი - 26

დევები - 16

არმია - 12

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077832