ამბები

1:10 | 27.06.2019 | ნანახია 988 - ჯერ

"საბას თასი" - 2-დღიანი საქველმოქმედო ღონისძიება

29-30 ივნისს, თბილისსა და ქუთაისში 2-დღიანი საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა, რომლის მიზანი ლეიკემიით დაავადებული მოზარდების დახმარებაა.

დღეს, 26 ივნისს, ქუთაისის ‘არესის’ მორაგბის, საბა მაღლაფერიძის დაბადების დღეა, რომელიც ლეიკემიით გარდაიცვალა და მისი ბოლო სიტყვები იყო - „ბიჭებს უთხარით, რომ საბამ ბოლომდე იბრძოლა...“ - სწორედ საბას ბრძოლის გაგრძელებაა ეს ორდღიანი ღონისძიება.

მისი პირველი, სპორტული ნაწილი, 29 ივნისს საბას მშობლიურ ქალაქ ქუთაისში ჩატარდება და „აია არენაზე“ 2006-2007 წლებში დაბადებულ მორაგბეებს შორის „საბას თასი“ გათამაშდება. ტურნირი, რომელიც ტრადიციული გახდება, 11 საათზე დაიწყება და მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პარალელურად, ქუთაისში დაიდგმება სპეციალური, შესაწირი ყუთები და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

მეორე დღეს, 30 ივნისს თბილისში, ლისის ტბაზე გაიმართება სარაგბო ეკიპირების გამოფენა-გაყიდვა, ასევე „ჩემპიონთა აკადემიის“ აბონიმენტებისა და ეკიპირების გაყიდვა. იქვე გაიყიდება ვაკის ხორცპროდუქტების ჰოთ-დოგები და გამაგრილებელი სასმელები.

ორი დღის ჯამში, ქუთაისსა და თბილისში შეგროვილი თანხა, სრულად გადაეცემა „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს“.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085574