7-ქალა

19:50 | 24.06.2019 | ნანახია 1550 - ჯერ

7-ქალა "ალაფაზე" დარჩა!
მე-8 ადგილი ორი ეტაპის ჯამში

საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა, რაგბი ევროპის „ალაფა“ ორი ეტაპის ჯამში მერვე ადგილზე დაასრულა და გაისადაც მეორე დონეზე ითამაშებს.

გოგონებმა „ალაფას“ საგზური შარშან, „კონფერენც დივიზიონის“ მოგებით მოიპოვეს და წელს მიზნად ამ დონეზე ადგილის შენარჩუნება დაისახეს, რისთვისაც აუცილებელი იყო, რომ მინიმუმ ათეულში შესულიყვნენ.

ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა პირველი ეტაპი მე-10 ადგილზე დაასრულეს, გასულ უქმეებზე კი, მეორე ეტაპზე პორტუგალიაში ითამაშეს.

ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში 7-ქალას მეტოქე ჩეხეთის ნაკრები იყო, რომელმაც საბოლოოდ „ალაფა“ მესამე ადგილზე დაასრულა. მატჩი დაძაბული გამოდგა, ორივე გუნდმა 3-3 ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა მეტოქემ ერთით მეტი გარდასახა და 21:19 იმარჯვა. ფინეთს, რომელმაც ჩეხების მსგავსად 30 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა მხოლოდ ერთი ლელო გავუტანეთ - 7:24, დასკვნით ტურში კი უნგრეთს 14:7 ვძლიეთ და მოწინავე 8 გუდს შორის მოვხვდით, რითაც „ალაფაზე“ დარჩენა დავიბევეთ.

ჯაბა მალაღურაძის შეგირდები თასის მეოთხედფინალში რუმინეთს შეხვდნენ (0:33), რომელიც წელს გრან პრიზე აღზევდა, მე-5 ადგილის ნახევარფინალში პორტუგალიას ეთამაშნენ (0:26), მე-7 ადგილისთვის კი ნორვეგიას - 5:14.

ლისაბონში მე-8 ადგილის დაკავებით, 7-ქალამ 6 ქულა მიიღო, ჯამში 9 მოუგროვდა და საბოლოოდ „ალაფაც“ მე-8 პოზიციაზე დაასრულა. გრან პრიზე გერმანია და რუმინეთი აღზევდნენ, „კონფერენც დივიზიონში“ კი ისრაელი და შვეიცარი დაქვეითდნენ. გაისად მათ ადგილს მოლდოვა და დანია დაიკავებენ.

ლისაბონში ითამაშეს: სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელი, თეონა ჩიტაიშვილი, თიკა სიხარულიძე, სალომე საღარაძე, ქეთი მოდებაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, თაკო მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია.

ალაფის საბოლოო ცხრილი ორი ეტაპის ჯამში

გერმანია - 38

რუმინეთი - 38

ჩეხეთი - 30

ფინეთი - 30

შვედეთი - 22

პორტუგალია - 20

ნორვეგია - 18

საქართველო - 9

უნგრეთი - 8

თურქეთი - 8

ისრაელი - 4

შვეიცარია - 3

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082005