სიახლეები

19:00 | 21.06.2019 | ნანახია 660 - ჯერ

7-კაცა | საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი

შაბათ-კვირას თელავის რაგბის სტადიონი საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს უმასპინძლებს 7-კაცა რაგბში.

პირველი ეტაპის შემდეგ, ჩემპიონატს 20 ქულით ქუთაისის ‘აია’ ლიდერობს. მასზე 2 ქულით ნაკლები აქვს და მეორეზეა ‘ლელო-სარასენსი’, ხოლო 16 ქულით მესამე საფეხურზეა ‘ლოკომოტივი’, მეოთხეზე ‘ჯიქი’ (14), მეხუთეზე ‘იუნკერები’ (12), მეექვსეზე ‘აკადემია’ (10), მეშვიდეზე ‘დევები’ (8) და მერვეზე ‘არმია’ (6). ეს 8 გუნდი ტიტულისთვის იბრძვის და სამივე ეტაპზე ითამაშებს.

უცვლელია ერთი წვეული გუნდი და მარტყოფის მსგავსად თელავშიც ითამაშებს ‘ქართველი ბიჭები’, რომელიც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ბაზისია. თელავში ითამაშებენ წვეული გუნდები ‘ტაო’ და ‘თელავი’, ასევე ‘ზოლიანი აფთრები’, რომელიც იმ ვეტერანი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც მოთამაშის კარიერა ახალი დასრულებული აქვთ.

თელავში „ა“ ჯგუფში ‘ქართველი ბიჭები’, ‘ჯიქი’, ‘იუნკერები’ და ‘თელავი’ ითამაშებენ; „ბ“ ჯგუფში ‘ზოლიანი აფთრები’, ‘ლოკომოტივი’, ‘აკადემია’ და ‘ტაო’ მოხვდნენ; „გ“ ჯგუფში ‘აია’, ‘ლელო-სარასენსი’, ‘დევები’ და ‘არმია’ განაწილდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 22 ივნისს გაიმართება. თამაშები 10 საათზე დაიწყება 18 საათისთვის დასრულდება. ჯგუფების ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი 23 ივნისს თასისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. მეოთხედფინალური შეხვედრები 11 საათზე დაიწყება. ჯგუფის ბოლოადგილოსნები და უარესი მაჩვენებლის მქონე მესამეადგილოსნები ერთმანეთში მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებენ.

თელავის ეტაპის მატჩების საათობრივი განრიგი იხილეთ:

http://site.rugby.ge/ka-GE/2019-7K/

საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი, მესამე ეტაპი 29-30 ივნისს ფოთში გაიმართება.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09102