ამბები

23:56 | 21.06.2014 | ნანახია 4845 - ჯერ

იტალიასთან ექსპერიმენტული შემადგენლობით

 

“თბილისის თასი 2014”-ის დასკვნითი ტურისთვის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა შემადგენლობები დაასახელეს. როგორც მოსალოდნელი იყო, “ბორჯღალოსანთა” სასტარტოში ცვლილებები მრავლად განხორციელდა და მილტონ ჰეიგმა “მზარდ იტალიასთან” თამაშში ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა.

სანდრო თოდუა, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ჟვანია, გიორგი ნემსაძე და კოტე მიქაუტაძე ის მორაგბეები არიან, რომლებიც “თბილისის თასის” სამივე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ. ამჯერად, ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება ბექა წიკლაური, შუამარბის პოზიციაზე, მერაბ შარიქაძის ნაცვლად, თედო ზიბზიბაძეს რეზო გიგაური შეუწყვილდება, ხოლო ფლანგზე თამაზ მჭედლიძის ადგილს მურაზ გიორგაძე დაიკავებს. 9 ნომერზე სასტარტოში ბრუნდება გიორგი ბეგაძე.

შერკინების პირველ ხაზში დაბრუნდნენ შალვა მამუკაშვილი და დუდუ ქუბრიაშვილი, ხოლო მესამე ხაზში გუნდის კაპიტანი შალვა სუთიაშვილი. მესამე ხაზში თამაშს იწყებს კოკი თხილაიშვილიც. ამ თამაშის მოგებით, საქართველოს ნაკრები იტალიას გადაასწრებს და საპატიო მეორე ადგილს დაიკავებს.

იტალიელთა მწვრთნელი კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით ესპანელთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პირველ რაუნდში ისინი არგენტინასთან დამარცხდნენ: “ჩვენ შევდექით როგორც გუნდი. ესპანეთთან თამაში საგრძნობლად გამოვასწორეთ. ახლა საჭიროა კიდევ ერთხელ დავდგეთ, რათა ჩვენი ძალები საქართველოს წინააღმდეგ გამოვცადოთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან გაგვიჭირდება, ვინაიდან საქართველო მასიური და დიდი ფიზიკური ძალის მქონე გუნდია”.

მილტონ ჰეიგმა განაცხადა: “არგენტინასთან მატჩში ბევრი შანსი გვქონდა, რომლებიც ელემენტარულად ვერ გამოვიყენეთ. განსაკუთრებით შერკინებაში მოვიკოჭლებდით. რეალურად რომ შევხედოთ, მოცემული შესაძლებლობებიდან ერთი მაინც რომ გამოგვეყენებინა, თამაშს მოვიგებდით. განხილვისას ბევრი პოზიტიური ასპექტებიც ვნახეთ, რომელთა გადატანა აუცილებელია მომავალ შეხვედრაში. “მზარდი იტალია” ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომელსაც  კარგი შერკინება ჰყავს. წინ უკომპრომისო შეხვედრა გველის”.

19 საათზე არგენტინის “იაგუარები” ესპანეთს ეთამაშება და თუ მანამდე არა, ამ შეხვედრაში მაინც თასის ოფიციალურად მოგებას აუცილებლად გაიფორმებს.

ვერნანდო ურდენტამ განაცხადა: “ესპანეთთან რთული მატჩი გველის. ტურნირი კარგად დავიწყეთ და გამარჯვება გვწყურია. ჩვენ გეგმასა და სტრატეგიას თუ მივყვებით, ამ მიზანს ადვილად მივაღწევთ. მიუხედავად ყველაფრისა, ესპანეთის ნაკრები გულადი გუნდია და ადვილად არაფერს დაგვითმობს”.

წინა ტურში იტალიელებთან პირწმინდათ წაგებული მატჩის შემდეგ, ესპანეთი ეცდება რამენაირად ღირსება აღიდგინოს. ესპანელთა კაპიტანმა პაბლო ფეიხომ დასძინა: “ძალიან გაგვიჭირდება, ვინაიდან არგენტინელებმა წინა ორი მატჩი მოიგეს. საქართველოსთან ყველაზე დაძაბული და რთული თამაში ჰქონდათ. ჩვენთვის, ისევე როგორც ყველა განვლილ შეხვედრას, ამ მატჩსაც დიდი მნიშვნელობა ექნება და გამოცდილებას შევიძენთ. არგენტინასთან კარგ თამაშს და მცირე სხვაობით მარცხს, მე დადებით  შედეგად მივიჩნევ”.

 

თბილისის თასი 2014. 14-22 ივნისი. “ავჭალა”

22 ივნისი

საქართველო - იტალია “ა” (17:00 საათი)

საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. რეზო გიგაური, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დუდუ ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი (კაპ.), 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე, 17. გურამ კავთიძე, 18. ლაშა ლომიძე, 19. დიმიტრი ბასილაია, 20. გივი ბერიშვილი, 21. გიორგი როხვაძე, 22. თამაზ მჭედლიძე.

იტალია: 15. დევიდ-მაიქლ ოდიეტე, 14. სიმონე რაგუზი, 13. ტომაზო ბონი, 12. ტომაზო კასტელო (კაპ.), 11. მიკელე ვიზენტინი, 10. ჯეიმზ ამბროზინი, 9. მარჩელო ვიოლი; 1. ანდრეა ლოვოტი, 2. ორნელ ჯეგა, 3. ლორენცო რომანო, 4. ფილიპო ჯეროზა, 5. მიკელე ანდრეოტი, 6. მაკსიმე მბანდა-მატა, 7. ემილიანო კაფინი, 8. მატეო ფერო.

სათადარიგოები: 16. ჯოვანი სკალვი, 17. ლუკა სკარსინი, 18. რუდი ბიანკოტი, 19. იაკოპო სარტო, 20. ენრიკო ბაკინუ, 21. ალეკს მორსელინო, 22. კარლო კანა.

რეფერი: დადლი ფილიპსი (ირლანდია)

კიდეებზე: შოთა თევზაძე, თორნიკე გვირჯიშვილი

 

არგენტინა “იაგუარები” - ესპანეთი (19:00 საათი)

არგენტინა: 15. რამირო მოჟანო, 14. ფაკუნდო ვარეა, 13. ხუან-იგნასიო ვრექსი, 12. ხავიერ როხასი, 11. დან ისაკი, 10. სებასტიან პოეტი, 9. მარკოს ვოჟინი; 1. სანტიაგო გარსია-ვოტა, 2. ტომას ვარავაჟე, 3. გასტონ კორტესი, 4. ფრანკო ვალდონი, 5. ლუკას პონსე, 6. ლუკას მაგვაიერი, 7. ლაუტარო კასადო, 8. ლისანდრო აუალი (კაპ.).

სათადარიგოები: 16. დამიან არიასი, 17. ნაუელ ლოვო, 18. ნიკოლას პროტო, 19, ფაკუნდო ისა, 20. ფელიპე ესკურა, 21. მატიას მასერა, 22. ხუან კაპიელო.

ესპანეთი: 15. ხავიერ კარიონი, 14. ალბერტო დიასი, 13. პაბლო ფონტესი, 12. დენიელ-როს სნი, 11. სერხიო ფერნანდეს, 10. მარიანო-ესეკიელ გარსია, 9. პაბლო ფეიხო (კაპ.); 1. ფრანსისკო-ხავიერ სანსი, 2. ხუან ანაია, 3. ხესუს მორენო, 4. ალეხანდრო ბლანკო, 5. მანუელ მორა, 6. ხავიერ დე-ხუანი, 7. ხოსე-ლუის დელ-ვაჯე, 8. ადამ-რობერთ ნიუთონ.

სათადარიგოები: 16. გიჯერმო ესპინოსი, 17. რომენ აზენსი, 18. გაბრიელ-აგუსტინ ორტისი, 19. ფრანსისკო ბლანკო, 20. იგნასიო-დუკო მოლინა, 21. ალეხანდრო გუტიერეს-მიულერი, 22. ფაკუნდო მუნიჯა.

რეფერი: ლუქ პირსი (ინგლისი)

კიდეებზე: საბა აბულაშვილი, ნიკოლოზ ამაშუკელი

 

1      იაგუარები                                  2           2          0           0           71-36           9          
2 მზ.იტალია 2 1 0 1 57-45 5
3 საქართველო 2 1 0 1 39-39 4
4 ესპანეთი 2 0 0 2 13-60 0

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082636