ბორჯღალოსნები

15:15 | 21.06.2019 | ნანახია 2793 - ჯერ

საქართველო-იტალია 22:30 საათზე დაიწყება
ინგლისი-უელსის მატჩს ნიკა ამაშუკელი განსჯის

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები არგენტინაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დასკვნით შეხვედრას ხვალ, 22 ივნისს ჩაატარებს, უმცროსი “ბორჯღალოსნების” მეტოქე კი იტალია იქნება.
სიახლე ისაა, რომ მსოფლიო რაგბმა მომავალი მატჩის დაწყების დრო შეიცვალა და ის ფინალის პარალელურად, თბილისის დროით 22:30 საათზე აიღებს სტარტს. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ვერსიით, საქართველო-იტალიის შერკინება როსარიოში 20:00 საათზე გახლდათ დაგეგმილი.
აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, მსოფლიო პირველობის ფინალური დღის სრული განრიგი ასე გამოიყურება:
17:30 ინგლისი – უელსი (მე-5 ადგილისთვის)
17:30 შოტლანდია – ფიჯი (მე-11 ადგილისთვის)
20:00 არგენტინა – სამხრეთ აფრიკა (მე-3 ადგილისთვის)
20:00 ირლანდია – ახალი ზელანდია (მე-7 ადგილისთვის)
22:30 ავსტრალია – საფრანგეთი (ფინალი)
22:30 იტალია – საქართველო (მე-9 ადგილისთვის)
ვთქვათ ისიც, რომ მე-5 ადგილისთვის მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ინგლისი და უელსი დაუპირისპირდებიან, ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი განსჯის.
შეგახსენებთ, რომ ამაშუკელი მიმდინარე ტურნირზე მოედნის მსაჯი ორჯერ გახლდათ, ხოლო ორი სათამაშო დღე კიდის არბიტრი იყო და ყველა შემთხვევაში მაღალი შეფასება მიიღო.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:22 | 22.06.2019
dinamo222 (580)

ერთი რაღაცა ძალიან მიკვირს (თუმცა უკვე აღარ მიკვირს ჩვენი რაგბის მამების გადამკიდე)საქართველო იტალიის თამაშზე რატომ დაინიშნა იტალიელი მსაჯი ? მართალია არგენტინიდანაა მაგრამ იტალიელია აშკარად ! ეს იგივეა მაგალითად საფრანგეთში ან უკრაინაში მცხოვრები ქართველი რომ დაენიშნათ მსაჯად ამაზე იტალიელები ვაი უშველებელ ატეხავდნენ @

12:42 | 22.06.2019
+++Dinamo Tbilisi+++ (34)

დიდი ყურადღება გვმართებს,ჩვენი ნაკრები მათზე ძლიერია,მაგრამ გვჭირდება მობილიზება რათა შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები,მონდომებას ბიჭები არ დააკლებენ რაც მთავარია. ჩვენ გვჯერა თქვენი.აბა ყოჩაღად

22:59 | 21.06.2019
dinamo222 (580)

რა ხდება რატო არ იწყება ? გადაიდო თუ საერთოდ არ ტარდება ? რაგბი ტვ რამე თქვიიიით @@

17:49 | 21.06.2019
krasni (538)

რა თქმა უნდა მოუგებთ.

0.113177