საქართველოს 7-კაცა ნაკრები 22-23 ივნისს ევროპის გრან პრის პირველ ეტაპზე ითამაშებს, რომელიც ამავდროულად 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შესარჩევის შესარჩევი ტურნირია.
გრან პრიზე 12 გუნდი მონაწილეობს. პირველ ეტაპს მოსკოვი მასპინძლობს და საქართველო „გ“ ჯგუფში მასპინძელი რუსეთის, ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. „ა“ ჯგუფში ირლანდია, საფრანგეთი, იტალია და რუმინეთი მოხვდნენ, ხოლო „ბ“ ჯგუფში გერმანია, პორტუგალია, უელსი და პოლონეთი განაწილდნენ.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 22 ივნისს გაიმართება და ჩვენი 7-კაცა პირველ მატჩს რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს დროით 13:50 საათზე გამართავს, ინგლისს 16:13, ხოლო ესპანეთს 18:58 საათზე ეთამაშება. შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა რაგბი ევროპის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გავა. ამავდროულად, ისინი 13-14 ივლისს საფრანგეთში, კოლომიეში გასამართი ზაფხულის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის საგზურს მიიღებენ. ჯგუფის ბოლოადგილოსნები და ერთიც უარესი მაჩვენებლის მქონე მესამეადგილოსანი, ტურნირზე მე-9 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას. გრან პრიდან ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში 9 გუნდი გადის, რომელთაც საფრანაგეთში „ალაფის“ ორი მოწინავე და „კონფერენც დივიზიონის“ გამარჯვებული დაემატება.
საქართველოს 7-კაცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ მოსკოვში დიდი 10-ის კლუბებიდან 11 მორაგბე და ერთიც ლეგიონერი წაიყვანა. გუნდთან ერთადაა კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი, თუმცა ის საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე დაშავდა და მოსკოვში ვერ ითამაშებს.
გრან პრის პირველ ეტაპზე მიემგზავრებიან
ირაკლი სვანიძე (ჯიქი), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი), ნიკო აფციაური (ლოკომოტივ-პენზა), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, პალიკო ჯიმშელაძე
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მხოლოდ ერთი მოგება რუმინეთთან. ბრძოლა იყო რუსეთთან, განსაკუთრებით პირველ შეხვედრაში და ესპანეთთან, ინგლისთან პირწმინდად დათმეს.
7 კაცაში ჩემის აზრით აუცილებლად საჭიროა, გამოცდილი უცხოელის მოწვევა. ამ სახეობაში ჩვენ დიდი გამოცდილება არ გვაქვს და აჯობებს უცხოური გამოცდილების გამოყენება.
თანაც გულდასაწყვეტი ის არის, რომ ჩემის აზრით ბიჭებს დიდი შესაზლებელობები აქვთ, გამარჯვების უსაზღვრო სურვილიც, აი ტაქტიკაში და თამაშის სტრატეგიაში კი მაგრად მოიკოჭლებენ.