საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა! პატარა „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში ფიჯის უდრამატულეს შეხვედრაში აჯობეს და მეცხრე ადგილისთვის ითამაშებენ.
ფიჯისთან ქართველ მორაგბეებს ურთულესი წუთები გადახდათ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დიდებულად დასრულდა. თუმცა, ფიჯი მატჩის დამთავრებამდე 28 წუთით მშრალი ანგარიშით იგებდა, ერთი ლელოსა და ერთი ჯარიმის წყალობით (0:8). მაგრამ, საქართველოს ნაკრებისთვის წაგება ელიტაში დარჩენა-არდარჩენის საფრთხეს გაამძაფრებდა და ამიტომაც, დარჩენილ დროში გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა.
ყველაფერი იოანე იაშაღიშვილის ლელოთი დაიწყო, რომელმაც როგორც იქნა, ბურთი დაამიწა ფიჯელთა ჩათვლის მოედანში, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა - 7:8.
უნდა აღინიშნოს, რომ ფიჯის ნაკრები თავს შესანიშნავად იცავდა და ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. საქართველოს ნაკრებმა ბოლო წუთზე მასირებული შეტევა დაიწყო, რომელიც მაშინ დასრულდა, როდესაც 80 წუთი უკვე ამოწურული იყო. მატჩის გმირი კი ვანო კარკაძე გახდა, რომელმაც გამარჯვების მომტანი და ელიტაში დამრჩენი ლელო მიითვალა - 12:8. ეს ლელო და მატჩის დასრულება ერთი იყო.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები 20 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს და მისი მეტოქე იტალია იქნება, რომელმაც შოტლანდიას აჯობა. ელიტაში დარჩენისთვის კი, სწორედ შოტლანდია და ფიჯი გაეჯიბრებიან.
საქართველო - ფიჯი 12:8
ქულები: იაშაღაშვილი (ლელო, 62), აბჟანდაძე (გარდასახვა, 63), კარკაძე (ლელო, 80+1) - მომო (ლელო, 9), მუნცი (ჯარიმა, 54)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია
მადლობა ბიჭებს ამ საოცარი თავდადებისთის. გილოცავთ ყველააას....
რა ვერ გავიგე იცით? როდესაც შერკინებაში გაქ უზარმაზარი უპირატესობა, აუტს ისინი თავისას ვერ აწვდიან და შენსაზე აღარაა საუბარი. რატომ უნდა დაარტყა ფეხით როდესაც გაქ წინთამაშის უპირატესობა? გააგდე შენც წინ ბურთი, დანიშნე შერკინება სადაც 99% დაჯარიმდებიან დაარტყი აუტში და მოიგე მანძილი. ესეთი რთულია მწვრთნელმა ეს რომ აუხსნას? თუ ოქსფორდის დამთავრებაა საჭირო? დამაწყდა ნერვი ეს რაიყო :დ
ერთ-ერთ წინა სტატიაზე,კომენტარში სწორედ ეგ ავღნიშნე,რომ ერთ-ერთ დიდ პრობლემად სწორი გადაწყვეტილებების ვერმიღება მიმაჩნია.ართულებენ და წვალობენ იმაზე,რაც შეუძლიათ,რომ გაცილებით მარტივად მიიღონ...
ბიჭებს ვერ გავამტყუნებ, რთულია მსოფლიოზე ესეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში არ აღელდე, მაგრამ არარის ეს ერთი შემთხვევა, რომ დავაბრალოთ ნერვიულობას. მუდმივად ესე თამაშობენ და მგონია არც არავის აქვს ნათქვამი წინთამაშის უპირატესობა არ გაანიავოთ ფეხით დარტყმითო.
შეიძლება მე რაიმე არმესმის, მაგრამ რავი ესე მგონია სწორი
მას შემდეგ რაც ასაკობრივ ნაკრებებს 6 ერის წარმომადგენლებთან თამაში აღარ უწევთ, ხარისხის კლება ლოგიკურიცაა. ფედერაცის ვთხოვოთ, იქნებ 18 და 20 წლამდელებისთვის რაიმე სამხრეთული ტურნირი გაახერხონ სტაბილურად(ზელანდია, აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა). პოლონეთთან და ღრუსეთთან სპარინგები ბევრს არაფერს მოიტანს...
+1
ფედერაციას რა თქმა უნდა მეტი მუშაობა მართებს ტურნირების მოწყობის მხრივ.
ყველას გილოცავთ!
ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს სამარჯვებლად და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ "თავისუფლება ისე არ მოდის"...
გილოცავთ ყველას...დამაწყდა ნერვები და ყველა ემოცია დავხარჯე რაც კი გამაჩნდა ძალიან გამიხარდა,რომ დავრჩით ელიტაში,არადა ძალიან მეშინოდა იმ თამაშის ხარისხის გათვალისწინებით რასაც ვთამაშობთ ამ ჩემპზე.ფულბეკი რა ერთი და რა მეორე არ ვიცი რა...დიდი სასწაულია მინუს ნიშნით....ამდენი შეცდომა?ზე ზე ზე ზე შრომა ჭირდებათ,რომ კარგი დონის მორაგბეები დადგნენ...მთლიანად ნაკრები წინა წლების ნაკრებთან შედარებით გაცილებით სუსტად გამოიყურება.საქმე ისაა,რომ დიდად არც 18 წლამდელების თამაშით აგვფრთოვანდი,აღვფრთოვანდი კი არა,ძალიან არ მომეწონა,მითუმეტეს ვიღაც ჭ კლასის გუნდებს ეთამაშებოდნენ.თუ მეტი და მეტი არ იშრომეს და პროგრესი არ განიცადეს დიდი ნაბიჯებით,მაშინ შემდეგ წლებშიც ასევე გადარჩენაზე გვექნება სანერვიულო....მეტი შრომა ბიჭებოოო
გილოცავთ ყველას გამარჯვებას!!!
წინ კიდევ ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის იტალიასთან და ჩვენს ბიჭებს ძალ-ღონის დროულ აღდგენას, ამ შეხვედრისათვის შესაბამის განწყობას და ყველაფერთან ერთად იღბალს ვუსურვებ!!!
რაც შეეხება მწვრთნელების საკითხს, ჩემი მოკრძალებული მოსაზრება მეც მაქვს, მწვრთნელების ამ შემადგენლობას შედეგი აქვს, რითაც მათი სამუშაო იზომება, თანაც ძალიან კარგად ერკვევიან შიდა სამზარეულოში. ვფიქრობ სამომავლოდ, ასე 2 -3 წელიწადში კარგი იქნება მათი ხილვა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო გუნდშიც, სადაც მაგ დროისათვის ძირითადად ეროვნულში ის მორაგებები მოიყრიან თავს ვისთანაც ისინი 20 წლამდელებში მუშაობენ.
უცხოელი გამოცდილ მწვრთნელს, არა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, არამედ უკანა ხაზის, ან ფიზოს მწვრთნელად ვისურვებდი გუნდში, სიხლეების შემოტანა ამ მხრივ ძალიან კარგი იქნებოდა.
ასევე კარგად მოსაფიქრებელია (თუ არის კიდევ ამის შესაძლებლობა) ეროვნულში ჰეიგის საკითხი. მას უდიდესი დამსახურება აქვს ქართული რაგბის განვითარებაში და ვფიქრობ კიდევ შეუძლია მისი წინ წაწევა.
გეთანხმები 100 პროცენტით.
ვულოცავ ახალგაზრდა ლომებს და მათ მწვრთნელებს დიდ გამარჯვებას ! ! !
გილოცავთ! ძაან გახარებული და ბედნიერი ვარ. უფალი ფარავდეს საქართველოს!
საოცარი ემოციები მაქვს.როგორც ყველამ,მეც ძალიან ვინერვიულე(რაგბი და ბარსელონა მომკლავს მე).ზედმეტად მონდომებულები იყვნენ ჩვენი ბიჭები და უამრავი შეცდომები დაუშვეს,ძალიან უნდოდათ მოგება და დაუფასდათ. ამ ვაჟკაცების ტალახში ამოსვრილი სახეების და ბოლომდე მებრძოლი სულის დავიწყება ძალიან ძნელია.
ახლა კერძოდ ერთ საკითხზე.ამ ასაკშივე რომ მოვძებნოთ კარგი უცხოელი მწვრთნელი არა???
გაუადვილდებოდათ ეროვნულთან შერწყმა,არა და მონდომება ამათ რომ აქვთ,მაგის ნახევარი ჩვენ ფეხბურთის ეროვნულს მისცა,რა გვიჭირს.
ყველას აზრს რა თქმა უნდა პატივს ვცემ, მაგრამ მწვრთნელების ეს შემადგენლობა ჩემი აზრით კარგად მუშაობს და შედეგიც აქვს. U20-ის შემადგენლობა ყოველ წელიწადს ახალია და ჩამოსული მწვრთნელი სანამ კარგად გაერკვევა ჩვენი რაგბის ავან ჩავანში, შეიძლება ალაფაზე აღმოვჩნდეთ.
აუცილებლად მოსაძებნია უცხოელი კარგი მწვრთნელი ამათთვისაც და უფრო პატარებისთვისაც
გენაცვალეთ ბიჭებო, ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი ჩვენს მოგებაზე. ბარემ იტალიის ჯავრიც ამოვიყაროთ. გილოცავთ და მადლობა ყველას.
ყოჩაღ ბიჭებო ! მომავალი თამაში იტალიასთან ეს მარტო მეცხრე ადგილისთვით კი არა გაცილებით დიდი მიზნისთვის თამაშია ! იტალია ყელში გვყავს გაჩხერილი მითუმეტეს ეროვნულის უაზრო წაგების მერე (იმ წაგებაში ბიჭების ბრალი 1 პროცენტია და დანარჩენი 99 კი ჩვენი მწვრთნელების და განსაკუთრებით ფუნქციონერების) და აუცილებლად უნდა მოვუგოთ და ჯავრი ვიყაროთ !