ბორჯღალოსნები

16:09 | 15.06.2019 | ნანახია 1127 - ჯერ

მერაბ კვირიკაშვილის მასტერ-კლასი

ბორჯღალოსანი მერაბ კვირიკაშვილი მომავალ ოთხშაბათს, 19 ივნისს, მწვრთნელებისა და დაინტერესებული მოთამაშეებისთვის კარში დარტყმის მასტერ-კლასს გამართავს.

მასტერ-კლასი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 17 საათზე დაიწყება და მასზე დასწრების მსურველებისთვის ასაკი შეუზღუდავია. „მეკო“ დამსწრეებს გააცნობს ვარჯიშების მეთოდებს, ბურთის ტრაექტორიასა და მიმართულებაზე მოქმედ ფაქტორებს და ყველა იმ დეტალს, რაც კარში ზუსტ დარტყმას უზრუნველყოფს.

კვირიკაშვილი ბორჯღალოსანთა რიგებში ერთბაშად ორი რეკორდის მფლობელია. მის ანგარიშზე ყველაზე მეტი - 115 კეპია და გუნდის საუკეთესო მექულეა - 833 (16 ლელო, 147 გარდასახვა, 150 ჯარიმა, 3 არეკნი). მას 4 მსოფლიო თასზე უთამაშია.

სემინარზე დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით:

EMAIL - s.maisuradze@rugby.ge

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.0885