ლეგიონერები

23:21 | 14.06.2019 | ნანახია 2020 - ჯერ

გიგაშვილმა “ტულონთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ქართველი ბურჯის ბექა გიგაშვილის (სიმაღლე 1.77 ნ. წონა 116 კგ.) ტოპ 14-ის ერთ-ერთ გრანდ “ტულონში” ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ცნობა ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
როგორც ირკვევა, 27 წლის ქართველმა მორაგბემ ტულონელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და შავ-წითელი მაისურით 2022 წლამდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიგაშვილი ფრანგულსავე “გრენობლში” ირიცხებოდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით კი 7 მატჩი აქვს ჩატარებული.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:26 | 19.06.2019
გორდა (250)

წარმატებები!

12:09 | 16.06.2019
krasni (587)

უეჭველი ბორჯღალოსანი იაპონიის მსოფლიოზე.

0.093882