ბორჯღალოსნები

17:53 | 14.06.2019 | ნანახია 3226 - ჯერ

ჰეიგი “ბორჯღალოსნებს” ემშვიდობება
ზელანდიელი მწვრთნელი მსოფლიო თასის მერე იაპონიაში იმუშავებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ თანამდებობას დატოვებს და სათავეში “სანტორი სანგოლიათს” ჩაუდგება. ამ ინფორმაციას იაპონური კლუბის ტვიტერის გვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 55 წლის ზელანდიელმა სპეციალისტმა “ბორჯღალოსნები” 2011 წელს ჩაიბარა და მომავალ შემოდგომაზე ჩვენს ნაკრებს მსოფლიო თასზე მეორედ დაიყვანს, შემდეგ კი, საკლუბო საქმიანობას დაუბრუნდება.
ცნობისთვის, “სანტორი სანგოლიათს” იაპონიის ტოპ-ჩემპიონატი 5-ჯერ აქვს მოგებული (1995, 2000, 2001, 2011, 2012), მის რიგებში კი ისეთ ცნობილ მორაგბეებს უთამაშიათ, როგორებიც სამოელი ტუსი პისი, სამხრეთ აფრიკელები ფური დუ პრე და სხალკ ბურგერი და ავსტრალიელი ჯორჯ გრეგანი არიან.
იაპონელებმა სარაგბო სამყარო გუშინაც გააოცეს, როდესაც კონტრაქტი ავსტრალიის ნაკრების შუამარბ სამუ ქერევის გაუფორმეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079501