საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა შოტლანდიელი თანატოლები არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 17:12 დაამარცხა. მატჩის გმირი თედო აბჟანდაძე გახდა, რომელმაც გუნდს 12 ქულა მოუტანა.
აბჟანდაძემ ერთი ლელო მიითვალა და გარდა ამისა, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა. ნამატჩევს, ქართველმა მორაგებმა კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ამ ტურნირზე პირველი თამაში მოვიგეთ. ვფიქრობ, მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რა იყო განსხვავება მეორე ნახევარში? სწრაფი შეტევები. ჩვენ ბევრს ვუტევდით, ბურთს ვინარჩუნებდით და ორი ლელოც გავიტანეთ. ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემი ქვეყნით“, - თქვა აბჟანდაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა C ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ახლა პლეი-ოფში მეოტქეს ელოდება, რომელიც 17 ივნისიდან დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გილოცავთ ბიჭებო ! ! !
ჯერ სადა ხარ თედო ბატონო, თბილისში დიდ სკოტებსაც უნდა ვასიამოვნოთ.
გენაცვალეთ, მაგრები ხართ, ელიტაში დაგვტოვეთ.