20-წლამდელები

20:12 | 12.06.2019 | ნანახია 2908 - ჯერ

U20 მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველომ შოტლანდია დაამარცხა!

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის C ჯგუფში მესამე ადგილია დაიკავა. პატარა „ბორჯღალოსნებმა“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში როსარიოში შოტლანდიას სძლიეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა სქოთებისთვის კარგად დაიწყო. მე-6 წუთზე ეშმანის ლელოსა და თომპსონის გარდასახვის შედეგად 7:0 დაწინაურდნენ. პირველ ტაიმში მეტი არაფერი შეცვლილა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ბურთს აკონტროლებდა და პირველივე ტაიმში შეეძლო ქულების მოპოვება.

მეორე ნახევარი თედო აბჟანდაძის ზუსტი ჯარიმით დაიწყო, მაგრამ 53-ე წუთზე ქართველებმა საკუთარი აუტი წააგეს, რაც ეშმანის ლელოთი დასრულდა და ანგარიში 12:3 გახდა. მიუხედავად ამისა, „ბორჯღალოსნები“ არ გატყდნენ და დარჩენილ დროში თამაში შემოატრიალეს.

ჯერ აბჟანდაძემ ძელებს შორის დაამიწა ბურთი და გარდასახვა არ გასჭირვებია, ხოლო თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, უკვე საქართველოს ნაკრებმა ისარგებლა მეტოქის მიერ წაგებული აუტით, ბურთი ნიორაძემ მოიხელთა და ბურთი შოტლანდიელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა. აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 1 მოგებითა და 2 წაგებით მესამე ადგილზე დაასრულა.

პლეი-ოფში ქართველმა მეტოქე ამ ეტაზე უცნობია და დღის ბოლოს გახდება ცნობილი ვინ იქნება ჩვენი მომდევნო მეტოქე.

საქართველო - შოტლანდია 17:12 (0:7)

ქულები: ეშმანი (5, ლელო), თომპსონი (6, გარდასახვა), აბჟანდაძე (47, ჯარიმა), ეშმანი (53, ლელო), აბჟანდაძე (57, ლელო), აბჟანდაძე (58, გარდასახვა), ნიორაძე (74, ლელო), აბჟანდაძე (76, გარდასახვა)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:49 | 13.06.2019
NIKA..01 (335)

გამარჯვებას გილოცავთ ყველას!აი თამაშის ხარისხი კი სულაც არაა მისასალმებელი...ასეთი ცუდი ხარისხის რაგბი არც წინა და არც შარშანწინდელ ჩემპზე არ გვითამაშია.საკუთარ 9 აუტს,რომ წააგებ რაზეა საერთოდ საუბარი.15 ნომერი მთელი ჩემპიონატია "სასწაულებს" ჩადის,ძალიან დაბალ დონეზე ითამაშა სამივე თამაში.9(21) ნომერი მეორე,თუ მესამე ხაზელს (აღარ მახსოვს მისი ნომერი),რომ ვერ გაექცევა სისწრაფეშიარც ესაა დიდად მისასალმებელი ამბავი.იგივე 9 ნომერი,როდესაც მარჯვენა ფლანგზე რაქი შეიქმნა ისე ნელი სირბილით(თუ მაგას სირბილს დავარქმევთ) მიემართებოდა რაქისკენ,რომ სქოტები კონტრრაქზე გადმოვიდნენ.ბურთიანი მოთამაშე გარბის და კაციშვილი არ მიყვება,ან თუ მიყვება,მიყვება ძუნძულით ))) ბექები ფიზიკურად ძალიან სუსტები არიან და ამასთანავე ვერც სისწრაფე-სისხხარტით გამოირჩევიან და თუ არ აქვს მოთამაშეს არც სათანადო სისწრაფე,არც სისხარტე,ვერც სწორი თამაშის ხედვით გამოირჩევა,მაშინ არ ჯობია ბექები ჯანიანი მაინც იყვნენ?დაცვით ფაზაში ჩვენი ბექები გინდ ყოფილან და გინდ არა.სიმართლე,რომ ვთქვათ ამ თაობაში ვერც 1,2,3 ხაზი გამოირჩევა გაბარიტებით და ფიზიკური სიძლიერით.ხელით ბურთაობაზე და შეტევით ფაზაში თამაშის გაშლაზე აღარც ღირს საუბარი.ეგ კომპონენტი თითქმის არ აქვს გუნდს.მიიღე ბურთი გაჩერებულმა,გაიქეცი პირდაპირ და დაეჯახე ყველა მეტოქეს ვინც გზად შეგხვდება,აი სულ ესაა ჩვენი თამაში შეტევაში.არანაირი ფინტი,არანაირი მცდელობა,რომ დრიბლინგით ან პასებით,ოფლოუდებით მოწინააღმდეგის დაცვის ხაზში გააჩინონ ინტერვალები,საიდანაც შეძლებენ ხაზის გაჭრას...მოკლედ,ჩატარებული სამი თამაშიდან,ერთადერთი სასიამოვნო მომენტი გუშინდელი მატჩის ანგარიშია(ეგეც გასახარი და არა აღმაფრთოვანებელი),დანარჩენი 90% სამწუხაროდ არაფერია პოზიტიური.თავად ვნერვიულობ მსგავსი კომენტარის დაწერის და ამდენი კრიტიკის გამო,მაგრამ სწორედ გულშემატკივრობა მაწერინებს მსგავს კომენტარს.ყველაფერი უნდა გაიღონ ბიჭებმა,რომ ელიტაში დავრჩეთ და ყველაფერზე მეტი უნდა გააკეთოს სრკ-მ,სახელმწიფომ,კერძო სექტორმა(ნაკლებად მეიმედება),რომ მომავალი თაობების აღზრდაში მეტი პროფესიონალი ჩართონ,მეტი ფინანსები ჩადონ,მეტი ინფრასტრუქტურული პროეტები განახორციელონ და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამწუხაროდ რეგრესის რელსებზე გადავალთ....მთელი საქართველოსთვის, თითზე ჩამოსათვლელი,სიხარულის მომტანი მომენტებიდან,რაგბი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და იმედია ყველაფერი გაკეთდება,რომ ამ სპორტის განვითარება კი არ შეჩერდეს და რეგრესი დაიწყოს,არამედ უფრო მეტი სისწრაფით და მზარდად სტაბილურად განვითარდეს

22:20 | 19.06.2019
გორდა (250)

გეთანხმები ყველაფერში გარდა, ერთისა, ამ ბიჭებმა მოიგეს ყველაფრის მიუხედავად! მომავლის იმედი ღმერთმა არ მოგვიშალოს! აი ამ "იმედ-უიმედობაში" არ გეთანხმები! მე მაინც იმედიანად ვარ! თუმცა იმედის გამართლებას-მიღწევას, როგორც გონებრივი და ფიზიკური, ასევე სულიერი შრომა სჭირდება!

13:01 | 13.06.2019
krasni (587)

გილოცავთ. კიდევ ორიც უნდა მოვიგოთ.

20:30 | 12.06.2019
არჩილ სოხუმელი (484)

გილოცავთ! სულ წარმატებების გზებზე გევლოს საქართველო!

0.080505