7-კაცა

15:41 | 11.06.2019 | ნანახია 892 - ჯერ

7-კაცა - საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი
წვეული გუნდების დომინირებით

საქართველოს ჩემპიონატის პირველმა ეტაპმა 7-კაცა რაგბში წვეული გუნდების დომინირებით ჩაიარა და პირველი ხუთი საფეხურიდან ოთხი, სწორედ მათ დაიკავეს.

საქართველოს პირველმა და მეორე ეროვნულმა ნაკრებებმა პირველ დღეს სამ-სამი თამაში ყველაზე დიდი სხვაობებით მოიგეს, მერე მეოთხედ და ნახევარფინალებში იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. მაგრამ რადგან ისინი წვეული გუნდები იყვნენ და მალე ჩვენი ნაკრები ევროპის გრან პრის პირველ ეტაპზე უნდა გაემგზავროს, რომელიც ზაფხულის ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპიცაა, გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთის წინააღდეგ აღარ ითამაშეს. ამის მიზეზი ტრავმების სიხშირე გახდა და მწვრთნელებმა რისკის თავიდან ასაცილებლად ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

ჯგუფური ეტაპის სამივე თამაში მოიგო კიდევ ერთმა წვულმა გუნდმა ბოლნისის ‘ყოჩებმა’, მეოთხედფინალში ‘ლელო-სარასენსს’ სძლია, ნახევარფინალში საქართველოს მეორე ნაკრებთან, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში ქუთაისის ‘აიასთან’ დამარცხდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

ქართველმა ბიჭებმა, რომელიც საქართველოს 18-წლამდე 7-კაცა ნაკრების ბაზაზეა შექმნილი მეხუთე ადგილი დაიკავა. ისინი ჯგუფურ ეტაპზე ‘ყოჩებთან’, ხოლო მეოთხედფინალში ‘აიასთან’ დამარცხდნენ, მაგრამ ბოლო ორ მატჩში ‘ჯიქს’ და ‘ლელო-სარასენსს’ სძლიეს.

პირველი ეტაპის გამარჯვებული ქუთაისის ‘აია’ გახდა. ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეორე ნაკრებთან დამარცხდა, მეოთხედფინალში ქართველ ბიჭებს სძლია, ნახევარფინალი საქართველოს პირველ ნაკრებთან დათმო, ხოლო მესამე ადგილისთვის ‘ყოჩები’ დაძაბულ ბრძოლაში 17:14 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებმა ექვსიდან 4 მატჩი წვეულ გუნდებთან გამართეს.

ტურნირის საუკეთესო მელელოვე და მოთამაშე ქუთაისელი თორნიკე მანაგაძე გახდა. მან 6 ლელოს გატანა მოახერხა.

მეორე ეტაპი 2 კვირაში, 22-23 ივნისს თელავის რაგბის სტადიონზე გაიმართება, ხოლო მესამე ეტაპს ივნისის ბოლო უქმეებზე ფოთი უმასპინძლებს.

საქართველოს ჩემპიონატი 7-კაცა რაგბში

პირველი ეტაპი. 8-9 ივნისი. მარტყოფი

ა ჯგუფი

საქართველო1 - დევები 54:0

ლელო-სარასენსი - ჯიქი 12:0

საქართველო1 - ჯიქი 49:0

ლელო-სარასენსი - დევები 26:17

საქართველო1 - ლელო-სარასენსი 31:5

ჯიქი - დევები 26:5

საქართველო1 3 3 0 0 +129 6

ლელო-სარასენსი 3 2 0 1 -5 4

ჯიქი 3 1 0 2 -40 2

დევები 3 0 0 3 -84 0

ბ ჯგუფი

საქართველო2 - იუნკერები 50:7

აია - აკადემია 19:12

საქართველო2 - აკადემია 33:0

აია - იუნკერები 34:5

საქართველო2 - აია 29:12

აკადემია - იუნკერები 12:22

საქართველო2 3 3 0 0 +93 6

აია 3 2 0 1 +19 4

იუნკერები 3 1 0 2 -52 2

აკადემია 3 0 0 3 -50 0

გ ჯგუფი

ქართველი ბიჭები - ყოჩები 7:26

ლოკომოტივი - არმია 32:5

ქართველი ბიჭები - არმია 36:0

ლოკომოტივი - ყოჩები 14:33

ქართველი ბიჭები - ლოკომოტივი 38:0

არმია - ყოჩები 0:54

ყოჩები 3 3 0 0 +92 6

ქართველი ბიჭები 3 2 0 1 +55 4

ლოკომოტივი 3 1 0 2 -30 2

არმია 3 0 0 3 -117 0

თასის 1/4 ფინალები

საქართველო2 - ლოკომოტივი 37:5

ყოჩები - ლელო-სარასენსი 22:5

საქართველო1 - ჯიქი 43:0

ქართველი ბიჭები - აია 12:31

ნახევარფინალები 9-12 ადგილებისთვის

აკადემია - დევები 26:5

იუნკერები - არმია 47:7

ნახევარფინალები 5-8 ადგილებისთვის

ლოკომოტივი - ლელო-სარასენსი 5:22

ჯიქი - ქართველი ბიჭები 10:40

თასის ნახევარფინალები

საქართველო2 - ყოჩები 40:5

საქართველო1 - აია 31:7

მე-11 ადგილისთვის

დევები - არმია 21:0

მე-9 ადგილისთვის

აკადემია - იუნკერები 10:24

მე-7 ადგილისთვის

ლოკომოტივი - ჯიქი 24:21

მე-5 ადგილისთვის

ლელო-სარასენსი - ქართველი ბიჭები 14:29

მე-3 ადგილისთვის

აია - ყოჩები 17:14

ფინალი

საქართველო2 - საქართველო1

პირველი ეტაპის კიბე

  1. აია - 20
  2. ლელო-სარასენსი - 18
  3. ლოკომოტივი - 16
  4. ჯიქი - 14
  5. იუნკერები - 12
  6. აკადემია - 10
  7. დევები - 8
  8. არმია - 6
  9. საქართველო1 - წვეული
  10. საქართველო2 - წვეული
  11. ყოჩები - წვეული
  12. ქართველი ბიჭები - წვეული

მეორე ეტაპი. 22-23 ივნისი. თელავი

ფინალური ეტაპი. 29-30 ივნისი. ფოთი

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08755