ნიკა ამაშუკელმა, რომელსაც 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთი-ფიჯის თამაშზე დებიუტი ჰქონდა, 8 ივნისს ახალი ზელანდიისა და შოტლანდიის მატჩი იმსაჯა. ორივე მატჩის შემდეგ, მან საუკეთესო შეფასება მიიღო.
მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯების როტაციის პრინციპი მოქმედებს, აქედან გამომდინარე, ზედიზედ ორ მატჩზე ცენტრის მსაჯობის შემდეგ, 12 ივნისს ამაშუკელი შემდეგ მატჩებზე გვერდითი მსაჯი იქნება: ავსტრალია – ინგლისი და ფიჯი – უელსი.
ამ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია