ლეგიონერები

16:00 | 10.06.2019 | ნანახია 1525 - ჯერ

გიგაშვილი “ტულონში” ითამაშებს

27 წლის ქართველი მორაგბე ბექა გიგაშვილი, დიდი ალბათობით, კარიერას ტოპ 14-ს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “ტულონში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ფრანგული ვებ-გვერდები (მათ შორის, MidiOlympique) ავრცელებენ.
ქართველი ბურჯის ფრანგული კარიერა 2015 წელს ფედერალ 1-ის ბინადარ “შამბერიში” დაიწყო (30 მატჩი, 45 ქულა), 2017 წლიდან კი ის “გრენობლის” ღირსებას იცავდა, სადაც 25 შეხვედრა ჩაატარა და ტოპ 14-ში სადებიუტო ლელოც დადო.
გასული სეზონის შედეგებით, გრენობლელები ელიტარულ ფრანგულ ლიგას დაემშვიდობნენ, თუმცა, ქართველი ლეგიონერის დამაჯერებელი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მას ტულონელებმა უხმეს, სადაც ქართული რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძეც ირიცხება.
ვთქვათ ისიც, რომ ბექას “ბორჯღალოსანთა” რიგებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული და დიდი შანსია, მსოფლიოს 2019 წლის თასის განაცხადშიც მოხვდეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080048