სიახლეები

14:45 | 10.06.2019 | ნანახია 1236 - ჯერ

საქართველო XV-ს ლუკა ჯაფარიძე დაემატა

ქართულ-ინგლისური საერთაშორისო სერიის მეორე მატჩზე, ბესიკ ხამაშურიძემ კიდევ ერთ ლეგიონერს, ლუკა ჯაფარიძეს უხმო. ამ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძე ფრანგული “ბრივის” ღირსებას იცავს და ის, ქართული რაგბის ქომაგს 20 წლამდელთა ნაკრებში ჩინებული თამაშით უნდა ახსოვდეს.
საქართველო XV-სა და ინგლისის საგრაფოების მე-2 მატჩი ავჭალის სტადიონზე 11 ივნისს, 18:00 საათზე გახლავთ დაგეგმილი და მასზე დასწრება თავისუფალია.
ხვალინდელი შეხვედრისთვის ქართველთა შემადგენლობა 19:00-ზე დასახელდება.
ვთქვათ ისიც, რომ საქართველო XV-მა ინგლისელებთან პირველი მატჩი 7 ივნისს ქუთაისის “აია არენაზე” ჩაატარა და 15:28 დამარცხდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079873