საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის „ალაფის“ პირველ ეტაპზე ორი თამაში მოიგო და ბუდაპეშტში მე-10 ადგილი დაიკავა.
გოგონებმა „ალაფის“ საგზური შარშან, „კონფერენც დივიზიონის“ მოგებით მოიპოვეს და წელს ევროპის მეორე დონეზე ადგილის შენარჩუნებას ისახავენ მიზნად. ამისათვის აუცილებელია, რომ გუნდი ორი ეტაპის ჯამში ათეულში აღმოჩნდეს, რისთვისაც პირველი ნაბიჯი უნგრეთში გადადგა.
ბუდაპეშტში პირველი შეხვედრა პორტუგალიასთან გვქონდა, რომელმაც 6 ლელო გაიტანა და 38:0 იმარჯვა. მეორე მატჩში მასპინძელ უნგრეთს ვეთამაშეთ, 4 ლელო გავუტანეთ და სამი გარდავსახეთ, თავად მხოლოდ ერთი ლელო გავუშვით და 26:5 ვიმარჯვეთ. ჯგუფის დასკვნით თამაშში ფინეთს ერთი ლელო დავუდეთ, მაგრამ ორი მივიღეთ - 5:12. შედეგად, ჯგუფში მე-3 ადგილი დავიკავეთ, მაგრამ თურქეთს გატანილ-გაშვებულ ქულებში 4-ით ჩამოვრჩით და მოწინავე 8 გუნდში ვერ შევედით.
მეორე დღეს, მე-9 ადგილის ნახევარფინალში ჩვენმა 7-ქალამ შვეიცარიას დაძაბულ ბრძოლაში, გარდასახვით სძლია - 7:5. მე-10 ადგილისთვის კვლავ მასპინძელ უნგრეთს ვეთამაშეთ და ამჯერად მხოლოდ ერთი ლელო გავუტანეთ, სამი მივიღეთ და მეტოქემ 21:7 იმარჯვა.
მეორე, გადამწყვეტი ეტაპი 22-23 ივნისს პორტუგალიაში, ლისაბონში გაიმართება.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია