უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკას სამი ლელო გაუტანეს და ჯამში 20 ქულა აიღეს, მაგრამ ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტთან ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებმა 48:20 იმარჯვა.
დაახლოებით ორი თვის წინ, ეს გუნდები ერთმანეთს მოსამზადებელ ეტაპზე შეხვდნენ და მაშინ სამხრეთ აფრიკამ 58:10 იმარჯვა. ახლა სხვაობა მთელი 20 ქულით შემცირდა და ახალ ზელანდიასთან შეხვედრის მსგავსად, ჩვენი გუნდი თამაშში თითქმის 1 საათი დარჩა. ეს კი დარჩენილ სამ შეხვედრაში, სადაც შედარებით სუსტ გუნდებთან მოგვიწევს თამაში, ხარისხის და შედეგის გაუმჯობესების იმედს იძლევა. შეგახსენებთ, უმცროსი ბორჯღალოსნების მიზანი 12 უძლიერესს შორის ადგილის შენარჩუნებაა, ამისათვის კი მეოთხე, ან მეხუთე თამაშის მოგება გვმართებს.
ჩვენმა გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო და ანგარიშის გახსნის შანსი თედო აბჟანდაძეს ჰქონდა, მაგრამ კიდიდან დარტყმული ჯარიმა კარში არ გავიდა. სამხრეთ აფრიკამ მე-9 წუთზე შეძლო შეხვედრის პირველი ლელოს გატანა, გარდასახვაც ზუსტი იყო და მეტოქე 7:0 დაწინაურდა.
ამის შემდეგ საქართველო სრულად დაეუფლა სათამაშო უპირატესობას, მეტოქე წნეხის ქვეშ მოაქცია და შეცდომების დაშვება აიძულა, ბურთზე კონტროლი დაამყარა და სამხრეთ აფრიკის 22-ში დიდი დრო გაატარა. ამან შედეგი 26-ე წუთზე გამოიღო. ჯარიმის ნაცვლად აღებული შერკინებიდან ბურთი ხაზზე გაიშალა, ოთარ ლაშხმა გრძელი გადაცემა შეირგო, მბოჭავს დაუსხლტა და საპასუხო ლელო გაიტანა. აბჟანდაძეს გარდასახვით შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა - 5:7.
ორიოდე წუთში იოანე იაშაღაშვილზე სახიფათო ბოჭვის გამო სამხრეთ აფრიკელი მორაგბე სინბინით დაისაჯა, მაგრამ ტაიმის დასკვნით წუთებში შეცდომები მოგვიმრავლდა, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა, ორი ლელო გაიტანა და შესვენების წინ 21:5 დაწინაურდა.
მეორე ტაიმის დებიუტში ჩვენმა შერკინებამ მეტოქისა კარის წინ 22 მეტრში დააჯარიმა და აბჟანდაძემ იოლი 3 ქულა აიღო. საპასუხოდ აფრიკელებმა ბურთი გაგვიშალეს და ლელო გაგვიტანეს, მალე კი მათ სინბინის გამო 10 წუთით მეორე მორაგბე დაკარგეს.
ორიოდე წუთში მორკინალებმა კარის წინ რამდენიმე დარტყმა განახორციელეს, მერე ბურთი ხაზზე გავიდა, თემურ ჭიჭინაძე ინტერვალში კარგად შევიდა და ბურთი დაჩი პაპუნაშვილს გადააწოდა, რომელმაც იერიში ლაშხს გააგრძელებინა და მანაც ალამთან მეორე ლელო მიითვალა - 26:13.
სამხრეთ აფრიკამ ტემპი კიდევ ერთხელ გაზარდა და 5 წუთში ორი ლელო გაიტანა, ხოლო 76-ე და 78-ე წუთებზე კიდევ ორი მიითვალა.
ბოლო სიტყვა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თქვეს. ზაურ თევდორაშვილმა რაქიდან მოიპარა ბურთი და თავად შეუტია, მბოჭავი კონტაქტით ჩამოიშორა და დაახლოებით 30 მეტრი ირბინა, რაქიდან გამოტანილი ბურთი ჭიჭინაძემ მიიღო, ხაზი გაჭრა და ძელებსშუა შეფრინდა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 20:48.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
გ ჯგუფი
8 ივნისი
სამხრეთ აფრიკა - საქართველო 48:20
საქართველო:
ხაზი
15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;
შერკინება
1. ლუკა აზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.
მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკა ღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.
ლუკა გელაშვილი ისვენებდა
3 ლელო: ლაშხი (2), ჭიჭინაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიეს: შავლეგ მახარაშვილი
ახალი ზელანდია - შოტლანდია (22:30)
სამხრეთ აფრიკა 2 2 0 0 91-39 10
ახალი ზელანდია 1 1 0 0 45-13 5
შოტლანდია 1 0 0 1 19-43 0
საქართველო 2 0 0 2 33-93 0
12 ივნისი
საქართველო - შოტლანდია (17:30)
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია (22:30)
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პაატა ბურჭულაძე და კოტე მარჯანიშვილი გვყოლია ნაკრებში
რობიკო სტურუა, ვახტანგ ჭაბუკიანი და ზინაიდა კვერენჩხილაძეც გვინდა და უკვე გუნდი ვართ
ერთადერთი თეორიული შანსი ჩანს 2 საუკეთესო მესამეში მოხვედრის და ბოლო 4ეულის თავიდან აცილების: შოტლანდიის ბონუსით დამარცხება და პარალელურად ინგლისის ავსტარალიასთან დაცვითი ბონუსის გარეშე წაგება, თან ისე, რომ იტალიამ ირლანდიას არ მოუგოს, თრემ უკვე იტალია გავა. ნუ, ასევე შეიძლება, რომ უელსმა წააგოს ფიჯისთან, რაც ნაკლებად სავარაუდო მგონია. როგორც ჩანს გამოიკვეთა 2 აუტსაიდერი ფიჯი და ჩვენ. იმედია, წელს გადავრჩებით. ისე მწვრთნელებს რთული არჩევანი აქვთ, მიყვნენ ამ სცენარს (ინგლისის წაგება ავსტრალიასთან არ ჩანს დაუჯერებელი, მათაც ცუდი გუნდი ყავთ წელს,ავსტრალიას კი საუკეთესო) თუ ეს თამაში დავთმოთ და პოზიციურად უკან დავიხიოთ, ანუ 4ე და 5ე თამაშებისთვის მოვემზადოთ?
შარშანდელი სცენარი ჯობია, დარჩენილი ყველა თამაშის მოგება, მარა შარშან სულ სხვა გუნდი გვყავდა, თედოც სხვა ფორმაში იყო
ეხ თედოს გვერდით დააბრუნე გელა და ნახავ თუ არაა ფორმაში.დ
დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში უკიდურესად გაუარესებულია. შობადობა ძაან დაბალია. 80-იან წლებში შობადობა თითქმის სამჯერ მაღალი იყო, თუმცა მაშინაც არ იყო სახარბიელო. თანაც ძაან ბევრი ბავშვი საზღვარგარეთაა და კიდევ ბევრის ოჯახი აპირებს წასვლას. ჩვენი მორაგბეები, რომლებიც საფრანგეთში თამაშობენ იქ რჩებიან და შვილებს იქ ზრდიან, მათი შვილები იქაურ სკოლაში სწავლობენ და უკვე იქაურები არიან. ბევრი მათგანი იქაურ ნაკრებში მოხვედრას ცდილობს (თუ რაგბს თამაშობს). ჩვენი მორაგბეების შვილებიც მამებივით ძლიერები იქნებიან. გული მწყდება ამაზე, ჩვენი გენის გადინებაზე. როგორც ვიცი ლაბაძის, ზედგენიძის, ზირაქაშვილის და ბევრი მორაგბის ოჯახი საფრანგეთში ცხოვრობენ, არიან ინგლისსა და ირლანდიაში. სხვა ქვეყნებზე არაფერს ვამბობ. ღმერთმა ყველანი ბედნიერად ამყოფოთ, სადაც მოისურვებენ იქ იცხოვრონ, მე უბრალოდ საქართველო, რომ იცლება ქართველობისაგან ის მტკივა. ხშირად ვფიქრობ აზერბაიჯანელებივით, ჩრდილოეთ კავკასიელებივით ან სომხებივით ვმრავლდებოდეთ და მათ, რომ ყავთ იმდენი ახალგაზრდობა გვყავდეს სპორტის ბევრ სახეობაში ბევრად წინ ვიქნებოდით. არ ვიცი ცხელ გულზე შეიძლება ზედმეტს ვწერ, მაგრამ ეს ასეა.
შარშან საუკეთესო გუნდი გვყავდა რაც U20 ნაკრების თამაშებს ვუყურებ, მგონი ყველა დროის საუკეთესო 20 წლისანთა ნაკრები იყო. მაინტერესებს თუ რატომ არ თამაშობს გურამ გოგიჩაშვილი და კუდევ ზოგიერთი შარშანდელი გუნდიდან, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან 20 წლის? შიშით ველი შოტლანდიასთან თამაშს, რადგანაც ვფიქრობ, რომ შარშანდელი დამარცხება მწარედ ახსოვთ. წელს ძლიერი ნაკრები ყავთ ესპანეთს და პორტუგალიას, ასეთი დაცვით და ასეთი ნაკრები ძნელად თუ მოუგებდა ესპანეთს ან პორტუგალიას, მთლად თუ არ წააგებდა. ეს 2 ნაკრები (პორტუგალია დს ესპანეთი) ტროფში ყველა გუნდს ერთი თავით ჯობდნენ.
გოგიჩაშვილი, მგონი უკვე არის 20ს. სხვებს ვის გულისხმობთ, ბატონო არჩილ? დაწერეთ, იქნებ ვიცოდე. 1ელ ხაზში ისე მაინცდამაინც პრობლემა ვერ დავინახე. ჩემი აზრით, რაც თალში მომხვდა, თედოს უჩვეულოდ სუსტი ფორმაა. ალანია კარგი ბიჭია, ეგაა, რომ აფრასიძე გამორჩეული ტალანტია. თაფლაძეც შარშან ჯობდა. ლომიძეც. ჭიჭინაძე მომწონსა და ლაშხი. მეორე ხაზი ნორმალურად მეჩვენება,აი მესამე ხაზი კი რა მოგახსენოთ. მიწაზე ძალიან მოვიკოჭლეთ. რა ვიცი, დაამატეთ თქვენც თქვენი მოსაზრებები, საინტერესოა.
წინა 20 წლისანებზე მგონი კომენტატორებმა თქვეს და მაშინ დაასახელეს გურამ გოგიჩაშვილისა და რამდენიმე მორაგბის გვარი, მაშინ ითქვა რომ ეროვნულში მსოფლიო თასზე ითამაშებენო. შეიძლება მე გავიგე არასწორად, ბევრნი უყურებდით ერთად და ხმაურიც იყო. შემდეგ ინტერნეტში მოვიძიე გურამის ასაკი და იქ ვნახე 1999 წლის სექტემბერი მგონი. ამიტომ ვიკითხე. ამ საიტზე მაქვს წაკითხული მწვრთნელის ინტერვიუ, რომ რამოდენიმე მორაგბე ტრამვის გამო აკლია ნაკრებს, ხოლო ერთი დისკვალიფიცირებულია. მე მგონი არ გამილანძღავს ჩვენი მორაგბეები, რომლებსაც ყველას დიდ პატივს ვცემ. შეიძლება სწორად ვერ გავიგე კომენტატორების ნათქვამი. გუშინდელი ეს კომენტარი უფრო ცხელ გულზე დავწერე. დღეს კი ვხვდები არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. გაიხსენეთ, შარშანდელის გარდა, როგორ ვაგებდით ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, საფრანგეთთან, ირლანდიასთან, ინგლისთან... შარშან ძაან ძლიერი ნაკრები გვყავდა სხვა დროის ნაკრებებთან შედარებით. თანაც შერკინებაში ჩვენი უპირატესობის არ ქონა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშის ბრალია. კარგი იქნება შოტლანდიასთან თუ სხვა ჩვეულებრივ მოედანზე გვათამაშებენ. არა ვარ ის ადამიანი ვინც ნაკრების დამარცხების შემთხვევაში მათ აუგად მოიხსენიებს ან დასცინებს. ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ რაღაც რაღაცეები არასწორად გავიგე და ვიკითხე.
ისიც ვიფიქრე, რომ შეიძლება შოტლანდიასთან და შემდეგი ორი თამაშისათვის ძალები დაზოგეს და აწი ვნახავთ ნამდვილ საქართველოს ნაკრებს. რომლებმაც სამხრეთ აფრიკაში არგინტინას კინაღამ მოუგო და შერკინებაში აშკარად დაჯაბნა. ნამიბია კი დაამარცხა.
კარგით რა ამას თამაში ერქვა??????? სად დაინახეთ პროგრესი და გააზრებული თამაში დაბოდიალობდნენ მინდორზე. ბურთიან მორაგბეს იმის მაგივრად რომ განზე პასი მიეცა და თამაში გაეშალათ სადაც უფრო ბევრი მოწინააღმდეგეა იქ კრავს თავს აწვებიან რქებით ვინღა თამაშობს ამ მოძველებური ჯაჯგურით
დღEს გამოჩნდა ჩვენი რეალური ძალა და პოტენციალი. შარშანდელი გუნდი ერთი თავით სჯობს წლევანდელს. არა უშავს , არაა ტრაგედია. მთავარია დავრჩEთ აქ . შოტლანდიასთან თამაშშმა აზრი დაკარგა. მეოთხე თამაშისთვის მოვემზადოთ. თედო არის უსუსტესი. რა სჭირს ნეტა? არადა იაპონიაში ძირითად 10ად ვვარაუდობ და ასეთი თედო, რა ვიცი