ხვალ საღამოს, საქართველოს დროით 17:30 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩს როსარიოში, სამხრეთ აფრიკელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.
პირველ ტურში, 4 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ტურნირის 6-გზის ჩემპიონ ახალ ზელანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა და 50-ე წუთისთვის მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩებოდა, საათის თავზე ანგარიში 13:24 იყო, თუმცა დასკვნით წუთებში „ბეიბი ბლექსმა“ 3 ლელო გაიტანა და 45:13 იმარჯვა.
მიუხედავად ამისა, განვლილ თამაშს დადებითად აფასებს უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი:
„ზელანდიელებთან თამაში კარგად დავიწყეთ, გვქონდა ლელოს გატანის შანსები, მაგრამ მიზანს მხოლოდ ერთხელ მივაღწიეთ. არადა, მეტოქის 22-ში რამდენჯერმე ვიყავით, თუმცა იქიდან უქულოდ დავბრუნდით. მთლიანობაში, ძლიერ მეტოქესთან 60 წუთი თამაშში ვიყავით, ბოლო 20 წუთში კი მოწინააღმდეგემ შეძლო იგივე ტემპის შენარჩუნება და დაღლილობის ფონზე მეტი შეცდომა დავუშვით. ახალ ზელანდიელი მორაგბეები ფიზიკურად დიდები იყვნენ და კონტაქტს ვაგებდით, ეს კი სწორედ ის გუნდია, რომელიც შეცდომებს არავის პატიობს“.
წნეხი უნდა გავზარდოთ
ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, მოთამაშეებს 4 დღეში ერთხელ უწევთ თამაში და ეს აღდგენის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამონაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პროცესმა კარგად ჩაიარა, გუნდი განვლილ მატჩში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და სამხრეთ აფრიკასთან უფრო მობილიზებულ თამაშს ეცდება:
„აღდგენამ კარგად ჩაიარა - ბიჭები აუზზე იყვნენ, რის შემდეგაც სამედიცინო ჯგუფთან მასაჟები გაიკეთეს. გვაქვს მიკრო-ტრავმები და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ასევე სამედიცინო ჯგუფი მუშაობს. პარალელურად, გვქონდა სამხრეთ აფრიკის მატჩის ვიდეო-ანალიზი. მომავალი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია, ძალისმიერი და სწრაფი თამაშის კარგი სინთეზი აქვთ. შეტევაში ბევრი გაგრძელება აქვთ, ხოლო დაცვაში სწრაფად ამოდიან და იერიშების ჩაშლას ცდილობენ. ვეცდებით, რომ მათი ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ და შედარებით სუსტი წერტილები გამოვიყენოთ. ჩვენი მიზანია, რომ ბურთი რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ, ხოლო დაცვაში წნეხი გავზარდოთ და მეტად აგრესიულები ვიყოთ. ყველანი მობილიზებული ვართ და ვეცდებით, წინა მატჩში დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ“.
უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას ორიოდე თვის წინ, მოსამზადებული ტურნეს დროს შეხვდნენ და მაშინ მეტოქემ 58:10 იმარჯვა. შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს შარშან, მოსამზადებელ ეტაპზე ორჯერ შევხვდით და ორივეჯერ დიდი სხვაობით დავმარცხდით, 2018 წლის ჩემპიონატზე კი ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბონუს-ქულასაც გამოვრჩით - 27:33.
წლევანდელი ჩემპიონატის პირველ ტურში სამხრეთ აფრიკამ შოტლანდია დასკვნით 15 წუთში გატეხა. 67-ე წუთისთვის ანგარიში 22:19 იყო, საბოლოოდ კი მატჩი 43:19 დასრულდა.
ექვსი ცვლილება და ერთი გადაადგილება სამხრეთ აფრიკასთან
სამხრეთ აფრიკასთან გასამართ მატჩს ლუკა გელაშვილი გამოტოვებს. მან ახალ ზელანდიასთან მატჩში თავშის არეში მიიღო დარტყმა:
„ტვინის შერყევის ტესტმა კარგად ჩაიარა და შერყევა არ დაფიქსირდა, მაგრამ გადავწყვიტეთ დასვენების საშუალება მივცეთ, რათა მომდევნო მატჩებისთვის 100%-ით იყოს მზად“ - განაცხადა ამონაშვილმა.
შესაბამისად, გელაშვილი სამხრეთ აფრიკასთან განაცხადშიც არაა, სულ კი, წინა მატჩთან შედარებით, სასტარტო 15-ში ექვსი ცვლილებაა.
შუამარბად თამაშს იწყებს ლაშა ლომიძე, რომელიც დემე თაფლაძეს შეუწყვილდება. უცვლელი დარჩა ღერძი - მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე და თემურ ჭიჭინაძე. ადგილი შეინარჩუნა ფრთამ ზურაბ ქავთარაძემ, ხოლო მეორე ფრთა ოთარ ლაშხი იქნება.
შერკინების პირველ ხაზში მარცხენა ბურჯად დადგება ლუკა აზარიაშვილი, რომელმაც წინა მატჩი 3 ნომერზე დაიწყო, მეორე ბურჯი გია ხარაიშვილი იქნება, ხოლო კვაჭის პოზიციას ვანო კარკაძე დაიკავებს. სრულად შეიცვალა მეორე ხაზი და თამაშს ტატო გვიმრაძე და იოანე იაშაღაშვილი იწყებენ, ხოლო მესამე ხაზი უცვლელია - იოსებ გუშარაშვილი, კობა კოლოტაური და ბექა ყორიაული.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
გ ჯგუფი
8 ივნისი
სამხრეთ აფრიკა - საქართველო (17:30)
საქართველო:
ხაზი| ბექები: 15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;
შერკინება | ფორვარდები: 1. ლუკააზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკაღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკაჭელიძე.
ლუკა გელაშვილი ისვენებს
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიეს: შავლეგ მახარაშვილი
ახალი ზელანდია - შოტლანდია (22:30)
ახალი ზელანდია 1 1 0 0 45-13 5
სამხრეთ აფრიკა 1 1 0 0 43-19 5
შოტლანდია 1 0 0 1 19-43 0
საქართველო 1 0 0 1 13-45 0
12 ივნისი
საქართველო - შოტლანდია (17:30)
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია (22:30)
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბავშვთა რაგბს,თუ არ მიეხედა,თუ არ ჩაიდო ფული,თუ არ ჩამოვიყვანთ ბავშვთა რაგბში მუშაობის გამოცდილების მქონე მაღალი დონის მწვრთნელებს,თუ არ გადავამზადებთ ჩვენ მწვრთნელებს,თუ არ გაიშლება სასელექციო მუშაობა მთელი საქართველოს მასშტაბით,რათა მორაგბისთვის კარგი მონაცემების მქონე ბავშვები მივიზიდოთ რაგბში,ან თუ უკვე დადის რაგბზე,მაშინ მეტი ყურადღება და ხელშეწყობა მიეცეს და თუ ეს ყველაფერი არ მოექცა ერთიან სისტემაში,მაშინ სამწუხაროდ არც რეგრესის გზა იქნება შორს .... ძალიან გვიჭირს ახალგაზრდულ ნაკრებებში ფიზიკის და აღნაგობის მხრივ...უკანახაზელები ძალიან სუსტები არიან ფიზიკურად და ამასთან ერთად ვერც სისწრაფე/სისხარტით გამოირჩევიან,რათა დააკომპენსირონ თავიანთი ფიზიკური სისუსტე,მეორე-მესამე ხაზელებში არ არიან მაღალი,ფიზიკურად ძლიერი ბიჭები,პირველხაზელებიც ვერ არიან ისეთი გაბარიტების და ჯანის მქონენი,როგორსაც ვისურვებდით ...
სამწუხაროა,მაგრამ წელს გავარდნის კანდიდატები ვართ,მინდა ვცდებოდე მაგრამ თამაშის ხარისხით არ ვარ კმაყოფილი,ბევრი შეცდომა დაცვაში.მოკლედ შოტლანდიასთან გამოჩნდება,უნდა მოვიგოთ
აუუ რა ტყუილად დავრჩი სახლსი ამ თამაშის გამო @ ნერვები დამაწყდა რაა @@
საზიზღარი სანახაობაა...((( დაახლოებით 3-4 წელია შეიმჩნევა ჩვენ ნაკრებში სიმაღლის,ფიზიკის და ჯანის პრობლემა.ჯერ გაბარიტებითაც არ გვყავს დიდი ტანის ბიჭები და თან ჯანიც აკლიათ...აშკარად ფიზიკურად მოუმზადებლები არიან...
თედო წინა ჩემპიონატთან შედარებით აშკარა ნულია @
წელს ვერ ქაჩავენ სამწუხაროდ.ერთადერთი ნათელი წერტილი ლაშხია.ყოჩაღ
რაქში მიხმარება და დროზე გადაყრაა საჭირო((((
ვაუუ პაატა ბურჭულაძე სემოსულა მოედანზე ! ერთი შემოსზახოს მაგარი სიმღერა მაგალითად აააბააა უულიაააა DD
სუფრასთან ჩვენ კავკასიელები ვართ ჯანიანები
ეს რა უბედურებაა,მეტობაში ლელოებს ვუშვებთ(((
აბჟანდაძე უნდა გაიყვანონ
ისევ ეს უაზრო დარტყმა ისევ ბურთის მეტოქეზე ჩაბარება და ისევ მიღებული ლელო @ მოკლედ არ ვივი რაა @@
დაიწყეს ისევ შეცდომების დაშვება
კარგი ლელო იყო.
აუუუ არ გვინდა აფრიკელის გაძევებაააა კიდევ დაგვიდებენ 2-3 ლელოს ამ 10 წუთში DDD
ირლანდია შარშანდელ შედარებით ბევრად ძლიერია. იტალია ხომ უკვე მესამე წელია აშკარად ძლიერია
თუ არ ქონდათ მიმდორი, ყოფილიყო სხვაგან
არგენტინაში ხელოვნურ საფარს რა უნდა? ამათ შIგ ო არა აქვთ?
მოკლედ ამ ახალი (უკვე ძველი) ხელმძღვანელობის ხელში ჩვენ რაგბს არანაირი წინსვლა არა აქვს მაშინ როცა სხვები დიდი ნაბიჯებით მიდიან წინ ! და ასე გვინდა 6 ერში შესვლა ? @
შერკინების წაგება ხელოვნური საფარის ბრალია. შოტლანდიის თამაში ვნახე სამხრეთ აფრიკასთან და ჩვენი ორი თამაშის შემხედვარე ვფიქრობ, რომ შოტლანდიაც ჩვენზე ძლიერია. აშკარად გვაკლია ის ტრამვირებული, დისკვალიფიცირებული და ეროვნულში ასული მორაგბეები. გური გოგიჩაიშვილი სექტემბერში ხდება 20 წლის...
და კიდევ ერთი --დაცვაში რომ ნულები ვართ უკვე მეორე თამაშშიც ჩანს და ძალიან მიკვირს რატომ აძლევენ ასე უბრალოდ მეტოქეს ბურთებს ? როცა ამ დარტყმების მერე არვ მირბიან ჩვენები წინ ხელეს შესაშლელად მაინც დგანან და ელოდებიან როდისაკიფავენ ისინი სისწრაფერს და კიდევ ერთხელ დაარბევენ ცვენ დაცვას @@ ეს დარტყმები რა საჭიროა იქნება ამ თამაშის სამარცხვინოდ წაგების მერე ინებონ ჩვენმა მწვრთნელებმა რატომ ასვალებენ ამას მოYთამაშეებს ? @@
რომელიმე შემოსვლას თუ ოიგერიებენ ჩევნს საჯარიმოშI? ასეთი რა წარმმოუდგენელია. ყველა ლელოა
ყველა სიკეთესთან ერთად უკვე შერკინებასაც ვაგებთ DD
ჩვენსას
შეშინებული თამაშOბენ
ასე მგონია,რომ ქართველებს ნებისმიერ სპორტში,ყველაზე მთავარი რაც გვაკლია,ესაა აზროვნების უნარი...არ მინდა უხეშად გამომივიდეს,მაგრამ აშკარად დაბალი ინტელექტის ერი ვართ და ეს აისახება ყველაფერში...რა ჩემ ფეხებად უნდოდა,რომ ცადა ბურთის დაჭერა?უბრალოდ,რომ კითხო რატო ცდილობდი დაჭერასო რას გიპასუხებს?ძალიან მაინტერესებს...ან ვინმემ ვერ დაუძახა,რომ არ შეხებოდა ბურთს?მაგისი სისულელე გუნდს 7 ქულა დაუჯდა...ან ის რა აუტი იყო?რა საჭირო იყო არ მესმის.ვერასდროს ვიგებ ამისთანა რა "მუღამი: გვაქვს აუტის ბოლო კაცზე აგდების,რომ ჩვენი ყველა ნაკრები ჯიუტად ცდილობს?არადა,რომ არც გამოსდით არცერთს?შე დალოცვილო ააგდე ახლოში და გქონდეს ბურთი არ ჯობია?ლელო როდესაც დავდეთ,კი ბატონო გაამართლა მაშინ,მაგრამ განა ისეთი უპირატესობა გვაქვს შერკინებაში,რომ 5 მეტრიანში ჯარიმის დროს შერკინება აგვერჩია?რა ლოგიკის მიხედვით აირჩიეს შერკინება?ყველა ასაკობრივ ნაკრებში არის აზროვნების პრობლემა და აქედან გამომდინარეობს არასწორი(სულელური) გადაწყვეტილებები მოედანზე...ძალიან მიყვარს რაგბი,ძალიან მიყვარს ჩვენი ნაკრები და მორაგბეებიც,მაგრამ რასაც ჩვენ ვთამაშობთ ეს რაგბი არაა....ეს რაღაც დომხალია,რომელსაც სახელი არც აქვს...1 სისულელე,2 სისულელე და მიღებული 14 ქულა...არადა არცერთი არ უნდა მიგვეღო,რომ არა ჩვენივე სისულელეები,რომელიც არა მოწინააღმდეგის ზეწოლიდან,არამედ ჩვენივე უდისციპლინობიდან და აზროვნების დაბალი უნარიდან გამომდინარეობს...მწვრთნელებს დიდი მინუსი...მორაგბეებზე აღარაფერს ვამბობ....
მწვრთმელია აქ მთავარი მწვრთნელი რასაც ეუბნება იმას აკეთებენ @
სამწვრთნელო შტაბის გაწეული სამუშაო,რომ არასახარბიელოა ეგ არაა საკამათო,მაგრამ რაც თედომ გააკეთა მაგას რად უნდა მწვრთნელი?წარმოუდგენელი სისულელე ჩაიდინა,არადა ძირითადი ნაკრების 10 ნომერია...
ჩვენ 15 ნომერზე წინა თამაშზეც ვთქვი და ეხლაც გრძელდება რამდენი შეცდომა დაუშვა ეხლაც@ განსაკუთრებით ის აუტში გადასვლა რა იყოო !@@
მართალია ახალი უცხოელი მწვრთნელი გვინდა ! ბიჭები კი მაგრები გვყავს მაგრამ რათ გინდაა სულ რომ ლომუები უილკინსონები და გორგოძეები გვყავდეს მაინც მწვრთნელი თუ არაა ისინიც ვერ ითამაშებენ !
ავსტრალია ირლანდიად უგებს 10-7
წელს ნეტავ ფიჯის მოვუგოთ, რომ ელიტაში დავრჩეთ, თორემ სხვა გუნდები ჩვენზე ძლიერებია ბევრად.
შოტლანდია არაა ჩვენზე ძLიერი
ევროპელი მსაჯები ყოველთვის ჩვენ წინააღმდეგ იმსაჯებენ, გასაგებია შოტლანდია ჩვენი მეტოქეა ჯგუფში, იტალიას პირადი ინტერესები ამოძრავებს, ორივე თამაშში ასეთი მსაჯები დაგვინიშნეს, მაგრამ არ ირლანდიელი, ინგლისელი თუ ფრანგი მსაჯი იმსაჯებდა ჩვენს სასარგებლოდ. უნდათ ბოლომდე ჩაძირონ საქართველოს რაგბი.
ახალი მწვრთნელი გვინდა.ძალიან ბევრი შეცდომა აუტის დროს და არა მარტო.უყურადღებოდ თამაშობენ.ან ის რა იყო,ბურთი გადადიოდა და იმათ ვაჩუქეთ აუტი
ამის მერე მივიღეთ მეორე ლელო.
აბჟანდაძისგან ასეთ თამაშ არ ველოდი. ძალიან ცუდად თამაშბს
ეს ორი თამაშ რადენჯერაც ჩვენს ნახევარზე გადმოვლენ, სულ ლელო გააქვთ
ისინი რაგბს თამაშობონ, ესენი ლელობურთს
ძაან ბევრ შეცდომებს ვუშვებთ
დაბალი კლასის ბრალია
ცალკე მსაჯის საკითხი რაგბის კავშირში საერთოდ მიდის რამე მუშაობა ? რატომ არ გააპროტესტეს შოტლანდილელი (ჩვენი მთავარი მეტოქის ქვეყნის) მსაჯი ? @ აფსუუს ნიჟარაძის დროო !!
ხო აგრამ, არაფერი დაუშავებია
რა არ დაუშავებია სამჯერ სანამ ვიდეო რეფერიმ არ უკარბახა "ვერ დაინახა" აფრიკელების ჯარიმები @
ვიდეო რეფერი მაგისთვისაა. რას დაინახავდა იმ მომენტში მაგ ჯარიმებს? მსაჯი ვერ ნახე სად იდგა? ვერცერთი მსაჯი მაგას ვერ დაინახავდა
ამდენი შეცდომები აქვს აფრიკას ამდენჯერ ჯარიმდება და ვერ ვიყენებთ საერტოდ ტაქტიკა დაუხაზა მწვრთნელმა ჩვენ გუნდს ? @@
ამის დედააც რაა @ წინა თამასის არ იყოს აქაც გაუძევეს აფრიკას კაცი და ზელანდიასავით უკეთესად ათამაშდნენ ანუ ჩვენ ავთამაშდით ხიდად @ ნეტავი საერთოდ აღარ გააძევონ ჩვენი მეტოქე რა @
რა წითელიდან გამოაძვრინეს?
ეს სამარცხვნო რაგბი ტვ ანძრ.ევს ხომ
?