ცნობილი ირლანდიელი რეფერი ალან როლანი, რომელმაც სამსაჯო კარიერა ცოტა ხნის წინ დაამთავრა, თბილისის თასზე ხუთი დღის განმავლობაში საქართველოს სტუმრობდა.
ყოფილმა 9 ნომერმა, რომელმაც “ლეინსტერის” შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა და 3-ჯერ მოირგო ირლანდიის კვართი, საარბიტრო კარიერის დასასრულს 2014 წლის “ჰეინეკენის თასის” ფინალი იმსაჯა “ტულონსა” და “სარასენს” შორის.
13 წლიანი კარიერისა და სამი მსოფლიო თასის, მათ შორის 2007 წლის ფინალის შემდეგ, ალან როლანი რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით თავის გამოცდილებას უზიარებს მეორე დონის ისეთ სარაგბო ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო და რუმინეთი.
მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანს ქართული სამწვრთნელო შტაბისა და მოთამაშეების დახმარება და სამსაჯო კუთხიდან გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. მან განაცხადა: “საქართველოში რაგბის საერთაშორისო საბჭოს დავალებით ვიმყოფები. ჩემი ვიზიტის მიზანს წარმოადგენს სამსაჯო კუთხით 2015 წლის მსოფლიო თასისთვის ქართული სამწვრთნელო შტაბისა და მოთამაშეების მომზადება. ცოტაოდენი ხანი “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შეკრებაზე დავყავი, სადაც მათ ზოგადი წარმოდგენა შევუქმენი თუ რას მიაქცევენ მსოფლიო თასზე მსაჯები დიდ ყურადღებას”.
ალან როლანი საქართველოს ნაკრების რამოდენიმე მატჩის არბიტრი გახლდათ. პირველად მან 2002
“ქართველები ძალიან ძლიერები არიან. მათ ტრადიციულად ღონიერი შერკინება ჰყავთ. შესაძლოა, მათ უკანა ხაზს დრო და დრო უჭირდა უპირატესობის მოპოვება და შერკინებისათვის გადაწყობის შესაძლებლობის მიცემა, მაგრამ ამ ბოლო დროს გუნდი კარგად დაბალანსდდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირზე საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეები თითქმის არ არიან, მათი და სხვა მოთამაშეების საქმისადმი პროფესიონალურმა მიდგომამ ქართულ რაგბიში ბევრი რამ შეიცვალა. ამ მიდგომამ ის საჭირო ბალანსი მოიტანა, რომელიც გუნდს ათიოდე წლის წინ აკლდა, როდესაც პირველად ვუმსაჯე მათ”.
ქართული რაგბი ბოლო ათწლეულში საგრძნობლად განვითარდა. როლანის აზრით, საქართველოს განვითარების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია. “საქართველოს რაგბის კავშირმა უნდა გააგრძელოს არჩეული გზა და მეტი ფინანსები მოიზიდოს განვითარებაში ჩასადებად. მათ სამი კარგი მწვრთნელი ჰყავთ –
“არსებული ინფრასტრუქტურა საუკეთესო ხარისხისაა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბოლო წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიმდინარეობს ინვესტირება, რაც მომავალი თაობის გაზრდისა და განვითარებისათვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს”.
თბილისის თასის დასრულების შემდეგ ყველას ყურადღება ილრანდიის წინააღმდეგ გასამართი ნოემბრის ტესტის მიმართ იქნება მიბყრობილი, რომელიც “ავივა სთედიუმზე” 2014 წლის 16 ნოემბერს შედგება. “საქართველოს რაგბის კავშირი მიმდინარე თბილისის თასს, როგორც განვითარების საშუალებას უყურებს, რათა მსოფლიო თასისთვის მოთამაშეები გამოსცადონ. დარწმუნებული ვარ, ნოემბერში ისინი სრული შემადგენლობით იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრები კარგი გუნდა, რაც მათ წინა მსოფლიო თასზეც დაამტკიცეს. ისინი მუდმივად ვითარდებიან და ძლიერდებიან და რაც მთავარია, მათ ძლიერი ერთობა გააჩნიათ. განვითარებისათვის, “ბორჯღალოსნები” ძალ-ღონეს არ იშურებენ, რაც დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თასზე დაუფასდებათ”, - დასძინა ალან როლანმა.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია