ბორჯღალოსნები

19:37 | 5.06.2019 | ნანახია 2703 - ჯერ

უმცროსი ბორჯღალოსნები: განვლილი მატჩის შეფასება
ნიკა ღვალაძე, იოანე იაშაღაშვილი და მიხეილ ალანია

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირის 6-გზის ჩემპიონ ახალ ზელანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა ტურნირის მთავარმა ფავორიტმა 45:13 იმარჯვა.

მიუხედავად ამისა, მთელ რიგ ეპიზოდებში ქართველი მორაგბეები მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, შერკინებაში კი უპირატესობაც ჰქონდათ. ამას ელოდა მარცხენა ბურჯი ნიკა ღვალაძე, რომელიც განვლილ შეხვედრას აფასებს:

„ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ახალ ზელანდიას გახსნით მატჩში შევხვდით. ბიჭები ძალიან მოტივირებული ვიყავით, გვინდოდა მაქსიმუმის გაკეთება, სათამაშო სისტემის გამოცდა და გამოცდილების მიღება, რაც ვფიქრობ გამოგვივიდა. ჩემი აზრით, არ ვიმსახურებდით ამხელა სხვაობით წაგებას, მაგრამ რაგბია და შეცდომებმა თავისი ქნეს. ვფიქრობ, როგორც გუნდმა კარგად ვითამაშეთ. ერთადერთი ფაქტორი, რითაც გვაჯობეს კლასი და დონეა. ახალზელანდიელები მსოფლიოს გამორჩეულ ჩემპიონატებში თამაშობენ და სწორედ ამიტომ არიან ასეთი კარგი მოთამაშეები“.

„პირველ ტაიმში ძალიან ცოტა შერკინება იყო და ამიტომ თავი დიდად ვერ გამოვიჩინეთ, მაგრამ მოგვიანებით ვაჩვენეთ რაც შეგვიძლია. ველოდი, რომ ასე იქნებოდა, რადგან ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ და ყველა ჩვენგანი საფრანგეთში, ტოპ 14-ში ან პრო დ2-ში ვთამაშობთ, რამოდენიმეს კი, ელიტაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. შესაბამისად, ამ შედეგს მოველოდი“.

მეორე-მესამე ხაზელი იოანე იაშაღაშვილი ფიქრობს, რომ ახალ ზელანდიასთან გუნდმა პოტენციალი აჩვენა:

„როგორც ყოველთვის, შერკინებაში დომინანტები ვიყავით, მოლიც კარგი გვქონდა, მაგრამ მეტოქემ გაშლილ თამაშში კლასის ხარჯზე გვაჯობა. ისინი ძლიერები იყვნენ ოფლოუდებსა და მიყოლაში, ხოლო სათამაშო ტემპში ასე თუ ისე ავყევით. გამოჩნდა, რომ პოტენციალი გვაქვს და ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობები შემდეგ თამაშებში დავამტკიცოთ. ამ თამაშების მოსაგებად მაქსიმუმს გავიღებთ და ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ“.

ქომაგს მოსაგებად ბრძოლას პირდება ნიკა ღვალაძეც:

„ჯგუფში ორი რთული თამაში დაგვრჩა და აუცილებლად მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ. ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ბევრჯერ დაგვიმტკიცებია, რომ შეგვიძლია მაღალი დონის გუნდებთან მოგება. მომდევნო ორ მატჩში მოედანზე მოსაგებად გავალთ და შევეცდებით, რა შეცდომებიც პირველ შეხვედრაში დავუშვით, აღარ გავიმეოროთ“.

განვლილი თამაშით კმაყოფილი დარჩა მიხეილ ალანია:

„ახალ ზელანდიასთან მატჩში პირველ რიგში, რა თქმა უნდა გამოჩნდა ჩვენი შერკინების ძალა,რაც მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, მეტად დასაბალანსებელია შერკინების და ხაზის თამაში.

მე-60 წუთამდე ახალ ზელანდიასთან ტოლსწორად თამაში კი გვაძლევს იმის იმედს, რომ სიუპრიზები ნებისმიერი გუნდთან შეგვიძლია. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, მეორე ტაიმში მოგვიწია ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ასპარეზობა, რამაც თავისი კვალი დაატყო თამაშს. ჭირდა განმუხტვა და დიდ დროს დაცვაში ვატარებდით. ახალი ზელანდიის წინააღმდეგ 10-15 ფაზის დაცვა კი, მსოფლიო დონის ნებისმიერ გუნდს უჭირს.

ხაზის თამაშსაც რომ შევეხოთ, ვფიქრობ სტატიკური ფაზიდან კარგად დავიცავით და საერთო ჯამში გამოჩნდა, რომ კლასში არ ყოფილა დიდი სხვაობა სუპერ რაგბის ამომავალ ვარსკვლავებს და ჩვენს უკანახაზელებს შორის.

გადავერთეთ სამხრეთ აფრიკასთან თამაშზე. იგეგმება ვიდეო ანალიზები და ყველაფერს გავიღებთ მომდევნო მატჩებში გამარჯვებებისთვის“.

შეგახსენებთ, რომ უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მომდევნო მატჩს 8 ივნისს, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

www.rugby.ge


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:03 | 06.06.2019
პანტელეიმონი (1218)

კი, აშკარად დავინახეთ პოტენციალი, მთავარია ეხლა გაორმაგებული მოტივაციით გავიდეთ სამხრეთ აფრიკელებთან და შედეგი დავდოთ ! ! !

20:19 | 05.06.2019
krasni (587)

დაამტკიცებენ ეს ბიჭები თავის სიძლიერეს. ზელანდიელებთან კი, მარტო ორი, სამი გუნდი არ წააგებს დიდი ანგარიშით. ვეთამაშეთ ამ ჩემპიონატის პოტენციურ ჩემპიონს.

20:07 | 05.06.2019
valeri8848 (31)

კარგით რა რომ მოენდომებიათ ანგარიში შემარცხვენელი იქნებოდა, ტაქტიკაო რომ ახსენებთ სად იყო ტაქტიკა მე მინდორზე ვერ დავინახე , თუ დაგრჩათ სადმე, ზელანდია ზელანდია გაიძახით აგერ შეხვდებით სხვებსაც და გამოჩნდება რა კვახებიც ხართ

20:06 | 05.06.2019
valeri8848 (31)

კარგით რა რომ მოენდომებიათ ანგარიში შემარცხვენელი იქნებოდა, ტაქტიკაო რომ ახსენებთ სად იყო ტაქტიკა მე მინდორზე ვერ დავინახე , თუ დაგრჩათ სადმე, ზელანდია ზელანდია გაიძახით აგერ შეხვდებით სხვებსაც და გამოჩნდება რა კვახებიც ხართ

20:05 | 05.06.2019
valeri8848 (31)

აგერ შეხვდებით სხვებსაც და გამოჩნდება რა კვახებიც ხართკარგით რა რომ მოენდომებიათ ანგარიში შემარცხვენელი იქნებოდა, ტაქტიკაო რომ ახსენებთ სად იყო ტაქტიკა მე მინდორზე ვერ დავინახე , თუ დაგრჩათ სადმე, ზელანდია ზელანდია გაიძახით

0.088007