ლეგიონერები

16:10 | 5.06.2019 | ნანახია 2215 - ჯერ

“ვოსპსში” ჟვანია გამოარჩიეს

ინგლისურ “ვოსპსში”, რომელმაც პრემიერშიფის გასული სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა, ტურნირი შეაჯამეს და სასიხარულოა, რომ ერთბაშად ორ ნომინაციაში პირველობა საქართველოს ნაკრების ბურჯ ზურაბ ჟვანიას ერგო.
პირველ რიგში ის ვთქვათ, რომ ქართველი ლეგიონერი გუნდის საუკეთესო ახალწვეულად დაასახელეს. ზურა ბრიტანულ რაგბს ჩინებულად მოერგო და არაერთ შეხვედრაში გაიბრწყინა, რაც “ბზიკების” ქომაგებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

ჟვანიას გამოკითხულთა ხმების 36% ერგო და უკან სამხრეთ აფრიკელი ნიზაამ ქარი (32%) მოიტოვა, რომელსაც “ქურციკების” მაისურით 5 მატჩი აქვს ჩატარებული.
გულშემატკივრების აზრით, სეზონის განმავლობაში საუკეთესო ლელოც ქართველმა ლეგიონერმა დადო და ეს, “ექსეტერთან” შეხვედრაში მოხდა. ასეთი იყო ფანების 47%-ს ვერდიქტი, 33%-მა კი პირველობა ინგლისელი მარკუს უოტსონის ლელოს მიანიჭა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:23 | 08.06.2019
dominici99 (94)

იმედია მსოფლიო თასზეც გამოგარჩევენ!

23:55 | 05.06.2019
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე ზურა ! ! !

16:48 | 05.06.2019
beeq.777 (63)

წარმატებები ზურა!

0.099851