უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში ტურნირის რეკორდსმენ და ფავორიტ ახალ ზელანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა მატჩი 13:45 დათმო.
ტურნირის დაარსების დღიდან, ანუ 2008 წლიდან დღემდე თასი ყველაზე მეტჯერ ‘ჯუნიორ ოლ ბლექსმა’ შემართა - 6-ჯერ უახლოეს მდევარ ინგლისს 3-ით უსწრებს. ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებს პირველად 2016 წელს, სადებიუტო მატჩში შევხვდით და მაშინ მეტოქემ 55:0 იმარჯვა, ამჯერად კი სხვაობა თითქმის განახევრდა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდმა სრული შემადგენლობით ითამაშა და დიდი ხნის განმავლობაში მრისხანე მეტოქეს მცირედით ჩამორჩებოდა, მაგრამ ეს სხვაობა დასკვნით წუთებში, კონტრშეტევებისას გაიზარდა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში თამამად დაიწყო, მეტოქე ზედიზედ ორჯერ დააჯარიმა და მე-7 წუთზე თედო აბჟანდაძემ ანგარიში გახსნა. მალე მეტოქე მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ჩვენივე შეცდომებით ისარგებლა და 12:3 დაწინაურდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა წნეხი გაზარდეს და 12-ფაზიანი შეტევის შემდეგ ახალი ზელანდია ლელოს ძლივს გადაურჩა, თუმცა მალევე აბჟანდაძემ ჯარიმა 3 ქულად აქცია.
36-ე წუთზე ახალმა ზელანდიამ მესამე ლელო გაიტანა. უმცროს ბორჯღალოსნებს პასუხის გაცემის დიდი შანსი ჰქონდა, თემურ ჭიჭინაძემ ხაზი გაჭრა და ფრთაზე დემე თაფლაძე გაიქცა, მაგრამ ის ბოლო მომენტში აუტში გადაიყვანეს.
მეორე ტაიმი საქართველომ მოტივირებულმა დაიწყო, ჯარიმები კარში აღარ დაარტყა, 43-ე წუთზე დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა, რომელსაც სამკაციანი ჯგუფი მოწყდა და ვახტანგ ჯინჭარაძემ ლელო დაამიწა, აბჟანდაძემ კი გარდასახა - 19:13.
უმცროს ბორჯღალოსნებს შეტევაში მცდელობა არ დაუკლია, თუმცა უმეტესად კონტრშეტევებზე ლელოები თავად გაუშვა და ახალმა ზელანდიამ 45:13 იმარჯვა. ილია მაისურაძის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 8 ივნისს სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ, რომელმაც პირველ ტურში შოტლანდია 43:19 დაამარცხა.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
გ ჯგუფი
4 ივნისი. I ტური
სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია 43:19
ახალი ზელანდია - საქართველო 45:13
საქართველო: 15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გივი ცინცაძე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;
1. ნიკა ღვალაძე, 2. ლუკა ნიორაძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ვახტანგ ჯინჭარაძე, 5. ლუკა გელაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე, 17. ზაურ თევდორაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. იოანე იაშაღაშვილი, 20. ტატო გვიმრაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. ლაშა ლომიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. ოთარ ლაშხი, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.
1 ლელო: ჯინჭარაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
2 ჯარიმა: აბჟანდაძე
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიეს: შავლეგ მახარაშვილი
8 ივნისი
სამხრეთ აფრიკა - საქართველო (17:30)
ახალი ზელანდია - შოტლანდია (22:30)
12 ივნისი
საქართველო - შოტლანდია (17:30)
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია (22:30)
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როგორც ვიცი საქართველოს U20 ნაკრებს რამდენიმე მორაგბე აკლია, ზოგიერთები ტრამვისა და მთავარ ნაკრებში გადასვლის გამო. ერთი დისკვალიფიკაციის გამო.თუ იცით, გთხოვთ ჩამოწეროთ რომელი მორაგბეებია და რომელ გუნდებში თამაშობენ.
მგონია წელს შოტლანდია და ირლანდია ბერად ძლიერი გუნდებია ვიდრე შარშან იყვნენ. შოტლანდია ზოგიერთ მომენტში ჯობდა კიდეც სამხრეთ აფრიკას. დაცვაც უფრო ორგანიზებული იყო შეტევასაც უფრო გააზრებულად ატარებდნენ. 3 ლელოც დაუდეს სამხრეთ აფრიკას. შოტლანდიელები ჩვენთან ორჯერ უფრო მობილიზებულნი გამოვლენ. ძაან გაგვიჭირდება ამ ჩემპიონატზე. ფიჯიც ძლიერი მგონია ამ წელს. ზელანდიამ რამდენიც შეგვიტია იმდენი ლელო დაგვიდო. სამხრეთ აფრიკა არა მგონია ზელანდიას რამეთი ჩამოუვარდებოდეს.
19-13 რო გახდა ისეთი მუხტი ქონდათ ბიჭებს მინიმუმ ბონუსის აღების იმედი მომეცა. შოტლანდიას უნდა მოვუგოთ რაც მთავარია, აფრიკასთან ბონუსისთვის ვიბრძოლოთ
თუკი გამძლეობის კუთხით კარგად ვართ მომზადებულები, რაც გამოჩნდა, რომ ასეც იყო. ბურთი მეტოქეს რატომ უნდა მისცე, თან ასეთ მეტოქეს, რომელმაც ნამდვილად იცის ბურთით რა გააკეთოს. ტაქტიკური დარტყმები მესმის მაგრამ უაზრო გადაკიდებები, უბრალოდ ბურთის მოშორება, როდესაც შენი 22-დან გამოსული ხარ არ მესმის ითამაშე რა ეს დალოცვილი. ჩვენი მოქმედებები იყო ძალზე ერთფეროვანი, წაკითხვადი, დავიჭერდით და ეგრევე კონტაქტში შევდიოდით. ერთი პასი მაინც გააკეთე, და მერე იყოს კონტაქტი, ესე იგი შემტევი რაგბი საერთოდ არ გვითამაშია, არამედ გვინდოდა უბრალოდ ბურთი გვჭეროდა ისე რომ არც შეგვეტია. კარგით რა შარშანაც ზუსტად ეგრე დავიწყეთ და მხოლოდ მომდევნო თამაშებში მიხვდა სამწვრთნლო შტაბი, რომ უნდა გაგვეშალა ბურთი და გვეთამაშა. ჩვენზე არასანახაობრივ თამაშს აღარავინ თამაშობს უკვე. გაშალეთ ბურთი ითამაშეთ, თუ წააგებთ არ არის პრობლემა, მერე მოგებებიც მოვა როდესღაც. მოკლედ წლები გადის და ტაქტიკურად ბევრი არაფერი იცვლება, არადა შარშან გამოჩნდა რომ შეგვიძლია, თუ მწვრთნელი გასცემს შესაბამის დავალებას, ითამაშონ და არ ჩაკეტონ თამაში. დერეფნები მომეწონა კარგი იყო, რაქებში გამოსასწორებელია სიტუაცია, უფრო სწრაფი და სუფთა გაწმენდაა საჭირო. ბოჭვისას ორი ერთზე რომ შევდივართ ერთი უნდა შევიდეს წელს ქვემოთ მეორე ზემოთ, რომ ბურთის ამოგდების შესაძლებლობა არ მისცეს მოწინააღმდეგეს. სამი ჩვენიანი შედიოდა ერთზე და ხელებს მაინც ითავისუფლებდნენ ისე რომ ნებისმიერი სიტუაციიდან პასს აკეთებდნენ ზუსტად ეს ოფლოუდები გვიქმნიდა ყველაზე დიდ პრობლემას, რასაც ვერაფერი მოვუხერხეთ. არ ჩანდა ჩვენი მხრიდან არანაირი კომბინაციური თამაში ლელოს დადებისას მოლის დაყენებას თუ არ ჩავთვლით, რამაც გაამართლა, რატომ არ ვცადეთ, რომ მეტი კომბინაციები გამოგვეყენებინა. ვნახოთ რა იქნება შემდეგ თამაშებში იმედია მწვრთნელები სწორ დავალებებს მისცემენ ბიჭებს
ძალიან უცნაური სანახავი იყო როცა ზელანდიელების ხაზის მოთამაშეები და გარემარბები თავისუფლად არღვევდნენ ჩვენი შერკინების მოთამაშეებისგან შემდგარ დაცვას არადა ფიზიკურად წესით გაცილებით სუსტები უნდა ყოფილიყვნენ ! ცუდად ითამაშა 15 ნომერმა რამოდენიმე ცუდი შეცდომა დაუშვა
შეტევაში მეტი ფანტაზია,დაცვაში მეტი აგრესიულობა,რაქებში მეტი ყველაფერი ,ბურთიან მოთამაშესთან ახლოს მიყოლა,რომ მას შეტევის გაგრძელების რამოდენიმე შანსი ქონდეს,ან კონტაქტშიო შესვლისას სწრაფი დახმარება,რომ მიიღოს და კიდე ბევრი და ბევრი,მაგრამ მაინც კარგი ბიჭები ხართ მეტი და მეტი მუშაობა საკუთარ თავზე,მეტი განათლება,მეტი ვარჯიში...ისე საინტერესოა კოორდინაციაში თუ ავარჯიშებენ ჩვენთან(გუნდებში,ნაკრებში),მაგ კომპონენტში აშკარად ჭირდებათ მომატება ჩვენ მორაგბეებს...