ამბები

10:14 | 28.06.2014 | ნანახია 4524 - ჯერ

გიორგი ნიჟარაძე: “სიამოვნებით შევხვდები თქვენი ფორუმის გულშემატკივრებს”

 

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ Worldsport.ge-ს რაგბის განყოფილებაში მპოსტავ გულშემატკივრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

გუშინ საღამოს ის პირადად დაგვიკავშირდა და შემდეგი განაცხადა: “ხშირად ვეცნობი თქვენს საიტზე გამოქვეყნებულ კომენტარებს და მინდა ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ამ ადამიანების მიმართ. აშკარაა, რომ ყველა მათგანს უზომოდ უყვარს რაგბი და მსურს ისინი პირადად გავიცნო. ბევრჯერ წამიკითხავს მათ მიერ გამოთქმული ძალიან კარგი იდეები. თუ მათი სურვილი იქნება, აუცილებლად შევხვდები და მივაწვდი ყველა იმ ინფორმაციას, რომლის მოსმენის სურვილიც ექნებათ, ასევე, გავეცნობი მათ იდეებს და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით ქართული რაგბი კიდევ უფრო წინ წავა. მზად ვარ მათთან შესახვედრად და იმედია, ეს შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება”.

ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მან მსგავსი შეხვედრის გამართვის სურვილი გამოთქვა. ახლა ჯერი ჩვენზეა. შეხვედრა ყოველმხრივ ნაყოფიერი იქნება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ დასრულდა ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის კონგრესი. დავსწრებივარ ბატონი გიას და ქართული რაგბის ქომაგების შეხვედრებს და ესაა გულღია საუბრები ყველა იმ თემაზე, რომელიც გულშემატკივარს აინტერესებთ.

კვირის ბოლომდე შეგვიძლია კომენტარებში დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა ამ შეხვედრისადმი და როდესაც გაირკვევა რამდენ ადამიანს ექნება სურვილი, ბატონ ნიჟარაძესთან დროსა და ადგილის შეთანხმების შემდეგ, ეს შეხვედრა მომავალ კვირაში აუცილებლად გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087484