საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში ჩასვლის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ უმცროსი “ბორჯღალოსნები” ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადებიან.
ქართველი მორაგბეები არგენტინაში 2 დღის წინ ჩავიდნენ და გარკვეული პერიოდი აღდგენას დაუთმეს, დღეს კი, სრულფასოვანი წვრთნა ჰქონდათ, რომლის ფოტოებსაც საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობაზე სასტარტო მატჩს 4 ივნისს ახალ ზელანდიასთან ჩაატარებს, ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრები კი სამხრეთ აფრიკასთანა (8 ივნისი) და შოტლანდიასთან (12 ივნისი) ელის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გვეამაყებით ბიჭებო ! ! !