სიახლეები

17:53 | 28.05.2019 | ნანახია 2011 - ჯერ

თიბისისა და მასთერქარდის ერთობლივი ბარათი
ბორჯღალოსნების ვიზუალით და სიურპრიზებით

საქართველოს რაგბის კავშირის მეგობრებმა - თიბისი ბანკმა და საერთაშორისო კომპანია „მასთერქარდმა“, იაპონიაში გასამართი 2019 წლის მსოფლიო თასის წინ სპეციალური, ერთობლივი ბარათები გამოუშვა, რომლის გამოყენების შემთხვევაში, მისი მფლობელი საინტერესო გათამაშების მონაწილე ავტომატურად გახდება.

თიბისი ბანკი და რაგბის კავშირი უკვე წლებია მეგობრობენ და თანამშრომლობენ, „მასთერქარდი“ კი, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის ერთ-ერთი სპონსორია, ქართულ რაგბს მარტის თვეში დაუმეგობრდა.

ახალი რაგბი ბარათის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შედგა და მას ბორჯღალოსნებიც ესწრებოდნენ.

გოჩა სვანიძე: „ჩვენს მეგობრებთან ერთად, მინდა ახალი პროდუქტი, ახალი კოოპერაცია დავაანონსო. ეს არის სამმხრივი პროდუქტი - საქართველოს რაგბის კავშირი, თიბისი და მასთერქარდი, რომლის ახალ პროდუქტზე გამოსახული არიან მთელი ქვეყნისთვის საყვარელი და საამაყო ნაკრების მორაგბეები. ამ პროდუქტის გაყიდვა იქნება საჯარო და მას თან ახლავს საინტერესო ბენეფიტები“.

ნიკა ქურდიანი (თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე):„დღეს საინტერესო ამბავს ვაანონსებთ და ეს რაგბის, ყველასათვის საყვარელი სპორტის სახეობის პოპულარიზაციისთვის კეთდება. ქართველ მომხმარებელს ეძლევა საშუალება იქონიოს ბარათები, რომლებზეც გამოსახული იქნება ქართული სარაგბო ატრიბუტიკა და ეს პროდუქტი კეთდება მასთერქარდთან ერთად, რომელიც მსოფლიო თასის სპონსორია. ამ ბარათების მფლობელებს შორის, გათამაშდება არაერთი საინტერესო პრიზი, მათ შორის საგზური იაპონიის მსოფლიო თასზე“.

მილთონ ჰეიგი: „ის, რასაც თიბისი და მასთერქარდი რაგბისთვის აკეთებენ, ქართული რაგბის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მსოფლიო თასის წელიწადში. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი პარტნიორები გვყავს, რომლებიც ერთობლივად ისეთ პროდუქტს ქმნიან, რომელშიც ჩვენთვის, ერვნული ნაკრებისთვის მონაწილეობა დიდი პატივია“.

რაგბი ბარათის და აქციის შესახებ

ახალი, თიბისისა და მასთერქარდის ერთობლივი, რაგბი ბარათის მფლობელებს შეეძლებათ ჩაერთონ აქციაში. იმ შემთხვევაში თუ თიბისის მასთერქარდის ბარათის მფლობელი შეიძენს საქართველო - შოტლანდიის მატჩის (31 აგვისტო, 20:00, დინამო არენა, თიბისი რაგბის სერიები 2019) ბილეთს, ის მიიღებს შანსს დაესწროს 2019 წლის მსოფლიო თას.

აქციის შესახებ ვრცლად გაიგე მეტი აქ bit.ly/TBCxMasterCard

საქართველო - შოტლანდიის ბილეთები შეიძინე აქ www.tkt.ge/Rugby

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.108181