სიახლეები

15:05 | 27.05.2019 | ნანახია 924 - ჯერ

"კითხვის საათი" ლაშა ხმალაძესთან ერთად
ბორჯღალოსანი ბავშვებს "ბიბლუსი გალერეაში" შეხვდა

ბორჯღალოსანი ლაშა ხმალაძე გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ბიბლუსი გალერეას“ ეწვია და იქ შეკრებილ ბავშვებს წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„კითხვის საათის“ ფარგლებში, ხმალაძემ შეკრებილ ბავშვებს მათთვის სასურველი წიგნიდან ორი ეპიზოდი წაუკითხა, რის შემდეგაც მასსა და ბავშვებს შორის დისკუსია და კითხვა-პასუხი გაიმართა. რაღა თქმა უნდა იყო კითხვები რაგბთან და უშუალოდ ხმალაძის კარიერასთან დაკავშირებით.

„ძმის შვილებისა და ახლობლის ბავშვების გარდა, ჩემთვის უცხო ბავშვებს აქამდე არასდროს შევხვედრივარ და ამაღელვებელი მომენტი იყო. წავიკითხე ამონარიდები მითოლოგიიდან და კითხვა რომ დავსვი, მშვენიერი პასუხი მივიღე. როგორც ჩანს, ბავშვები მისმენდნენ და ესეიგი ჩემი წაკითხული საინტერესო იყო. ბავშვებმა ბიოგრაფიული და რაგბთან დაკავშირებული კითხვებიც დამისვეს. მთლიანობაში „კითხვის საათი“ საინტერესო პროექტია და საინტერესო დღე გამოვიდა. ყველა ბავშვს ვურჩევ, რომ წიგნი იკითხოს, რადგან არაერთ მისთვის საყვარელ გმირს და მწერალს აღმოაჩენს. გარდა ამისა, წიგნის კითხვა გონების განვითარებაში გვეხმარება, ეს კი ყველა სფეროში გამოგვადგება, მათ შორის რაგბშიც“ - განაცხადა ხმალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080446