18 წლის ქართველი მორაგბე ვანო კარკაძე კარიერას ფრანგული პრო დ2-ის ბინადარ “ბრივში” გააგრძელებს. lamontagne.fr-ს ცნობით, ვანომ ფრანგულივე “ორილიაკი” დატოვა და ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ კარკაძე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გამორჩეული ფიგურა გახლდათ, შორს კი არც მისი ეროვნულ გუნდში დამკვიდრება უნდა იყოს.
კარკაძე “ბრივში” თავს ეულად ნამდვილად არ იგრძნობს, რადგანაც იქ კახა ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და ირაკლი ცხადაძე დახვდებიან, გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი კი გოდერძი შველიძეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასიეშვილი-ბეკოშვილი-ცხადაძე-ლობჟანიძე-აბჟანდაძე ამ ხუთეულის გარდა ოთიაც ხომ იყო?? და ლუკა ჯაფარიძე იყო მგონი ესპუარებში
წარმატებები ვანოს...იმედია დაბრუნდება ბრივი ელიტაში და ჩვენებიც ხშირად გამოჩნდებიან ძირითადში
ბრივი ქართულ გუნდად იქცა, ძალიან წაადგებათ ჩვენებს თუ შეძლებენ ტოპ-14 ასვლას. ტოპ -14 სულ სხვა დონეა და იქაური გამოცდილება შემდგომ ნაკრების ხარისხსაც მნიშვნელოვნად გაზრდის.
დიდი იმედი მაქვს, რომ ბრივის ახალწვეულები: კარკაძე, აბჟანდაძე და ცხადაძე მოახერხებენ ძირითადი გუნდის წევრობას. პირველივე სეზონიდან ეს რთულია, მაგრამ მე-2 წელი გუნდში მათი უნდა იყოს.
ოთია გამოგრჩათ ბრივის შემადგენლობაში, გოდერძი ესპუარების გუნდის მთავარი მწვრთნელია.