ფრანგი პარლამენტარების ჯგუფი, რომლებიც ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობენ, დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
ერთსაათიანი შეხვედრისას მხარეებმა იმ მიმართულებებზე ისაუბრეს, რომლებმაც ქართული და ფრანგული რაგბი ერთმანეთს კიდევ უფრო უნდა დაუახლოვოს. საუბარი იყო როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო და ბავშვთა რაგბის დაახლოვებაზე.
ჟერსის დეპარტამენტის დეპუტატმა, საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჟან რენე კაზნერიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
„ჩვენ წარმოვადგენთ საფრანგეთის პარლამენტს და ვართ საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრობის ჯგუფის წევრები. ამ ვიზიტის მიზანია ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავება. იმ საკითხებს შორის, რომლებზეც ვისაუბრეთ იყო ურთიერთობების გაღრმავება მეღვინეობის, გასტრონომიის, განათლების და რა თქმა უნდა რაგბის კუთხით, რადგან რაგბი, როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში, ძალიან პოპულარულია. განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, მაგალითად, როგორიცაა ფრანგი მოთამაშეების საქართველოში ჩამოსვლა, რათა ისინი გაეცნონ ქართულ კულტურას და ქართულ რაგბს, ან მოხდეს დაძმობილება ქართულ და ფრანგულ კლუბებს შორის“.
შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა რაგბის კავშირის პრეზიდენრმა გოჩა სვანიძემ:
„დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობა განუზომლად დიდია, თუნდაც იმიტომ, რომ საფრანგეთის პარლამენტის ჯგუფმა საქართველოს რაგბის კავშირთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ეს იმის მანიშნებელია, რომ მათი ინტერესი ქართული რაგბის მიმართ ძალიან დიდია. ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით და მოვინიშნეთ საკითხები, თუ როგორ შეიძლება ამ ურთიერთობის გაღრმავება. დღეს ვისაუბრეთ მიმართულებებზე და დარწმუნებული ვარ, ხვალიდან კონკრეტული პროექტების განხილვას დავიწყებთ“.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ალბათა აკაეთებან, მაგრამ ამ დონეზე შეხვედრების დროს ყოველთვის უნდა იყოს სასაუბრო საკითხებში ჩაკეტილი 6 ერის არასამართლიანი ტურნირი. ასევე ჩაკეტილი საკლუბო ტურნირები, ევროპაში და არა მხოლოდ ევროპაში. ეს ყველაფერი ანგრევს პირველ რიგში სამართლიანობის პრინციპს, შემდგომ სპორტს - რაგბის.